რას გვთავაზობს Welmond Hotel Batumi?



   დღევანდელ #Travel რუბრიკაში კიდევ ერთ სასტუმროს გაგაცნობთ. ამჯერად ბათუმში გადავინაცვლებთ და "Welmond Hotel"-ზე ვისაუბრებთ. სასტუმროს მშენებლობა 2012 წლის სექტემბერში დაიწყო და ოფიციალურად 2015 წლის 7 ივნისს გაიხსნა.  ჯამში სასტუმრო 194 ნომერს მოიცავს.  გამორჩეული დიზაინის ნომრები მე-16 სართულზე გვხვდება. ასევე, ყოველ სართულზე თითო "სუიტი" და ერთი საპრეზიდენტო "სუიტია".



       სასტუმროს დამფუძნებელი გახლავთ თურქეთის მოქალაქე, ცნობილი ბიზნესმენი ბ-ნი ეროლ ავგორენი. სასტუმროს გარე ფასადის დიზაინი (ექსტერიერი) არის ავანგარდული სტილის, ხოლო ინტერიერი და ოთახების დიზაინი აღმოსავლური სტილის. 


     ტურისტების მხრიდან აქტიურობა და სასტუმროს დატვირთულობა მაღალია ნებისმიერ სეზონზე,  რადგან საკმაოდ ხელსაყრელი ლოკაცია აქვს.  სწორედ საოცარი ლოკაციის გამო სასტუმროდან შესანიშნავი პანორამული ხედები იშლება ზღვაზე და ქალაქზე. 



  Welmond Hotel სტუმრებს როგორც ქართულ, ასევე თურქულ და ევროპულ სამზარეულოს სთავაზობს. აქ თქვენ შეხვდებით (Cosher friendly) რესტორანს. 
 სწორედ ამ სასტუმროში ბათუმში ერთ-ერთი უდიდესი ტერასაა მოწყობილი, რომელიც საბანკეტო წყობით იტევს 500 ადამიანს, ასევე გამოირჩევა პანორამული ხედით, ,რესტორანი კი 700 ადამიანს იტევს.



      სასტუმროს ტერიტორიაზე სტუმრებსა (და არა მხოლოდ სტუმრებს) სასტუმრო ამიერკავკასიაში ერთ-ერთ უდიდეს სამორინეს სთავაზობს. აქვე შეხვდებით, სუვენირების, ტანსაცმელის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებს, ღვინის კუთხეს, სილამაზის სალონს, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის და რა თქმა უნდა, სპის მომსახურებას. 
  მოგეხსენებათ, თურქული ჰამამი თითზე ჩამოსათვლელ სასტუმროებს აქვთ ბათუმში. სპორტ დარბაზი ახალი აღჭურვილობით, 10-ზე მეტი სარელაქსაციო ოთახი... 



 "Welmond"-ის სპაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ორთქლის ოთახით  და დახურული აუზით, რომლის სიღრმეც შეადგენს 1,65 სმ, სიგანე 10მ ხოლო სიგრძე 18მ.
    ფასები სრულიად ხელმისაწვდომია დამსვენებლებისთვის. სასტუმრო მომხმარებელს ხშირად სთავაზობს სხვადასხვა აქციებს.
     სამომავლოდ სასტუმრო გეგმავს განახლებას ახალი ავეჯითა და აღჭურვილობით, ასევე უამრავ ღონისძიებას და შეთავაზებას.



Comments