Brownpill - ქართული Cool ბრენდის შექმნის ისტორია
ხაკისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი, შავი, თეთრი - ეს ის ფერებია, რომელსაც ქართული ბრენდი “ბრაუნფილი” თავის მინიმალისტურ კონცეფციაში აერთიანებს და მომხმარებელს ტრენდულ ორეულებს სთავაზობს. ბრენდის უკეთ გადასცნობად ინტერვიუ მის დამფუძნებელთან, თინა ნოზაძესთან ჩავწერეთ.
- მომიყევით თქვენს შესახებ, სახელი , როგორ გაგიჩნდათ ბრენდის შექმნის იდეა?
- მე ვარ თინა ნოზაძე 31 წლის , პროფესიით მხატვარი, დიზაინერი, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მოდის დიზაინის განხრით . 3 წლიდან დავიწყე ხატვა და ჩემი ოცნება ბავშობიდანვე იყო გავმხდარიყავი დიზაინერი. აქედან გამომდინარე ბრენდის შექმნაზე დიდი ხნის წინ დავიწყე ფიქრი.
- როდის დაარსდს ბრენდი, რას ნიშნავს ბრენდის სახელი?
- 6 თვეა, რაც ბრენდი დავაარსე და მისი სახელწოდების იდეაც სრულიად სპონტანურად მომივიდა. მიუხედავად ამისა, სახელწოდება რაღაც დოზით ბრენდის კონცეფციას მაინც ეხმაურება. “ბრაუნფილი” ,იგივე ყავისფერი აბი - ბუნებაში არსებული ფერები , ყავისფერი, თეთრი, ხაკისფერი და ა.შ ტონალობები ზუსტად ის ფერთაა გამაა, რომელსაც ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ მიიღონ, როგორც “აბი” .
- საიდან იღებთ ინსპირაციას? როგორი სტილის სამოსს კერავთ?
- ჩემი ინსპირაციის წყარო მრავალფეროვანი შეიძლება იყოს , ენერგია და იდეები მედიტაციის დროს მოდის , ასევე საინტერსო ადამიანებთან ურთიერთობის დროს. ჩემი სამოსი პირველ რიგში ბუნებრივი ქსოვილისგან მინდოდა შემექმნა რაც , ჩემთვის , როგორც ერთ-ერთი მომხმარებლისთვის სასიამოვნო და კომფორტული იქნებოდა. ბრენდი მხოლოდ ნატურალურ და მაღალი ხარისხის ქსოვილზე მუშაობს , რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მომხმარებლისთვის.
- რამდენად რთული აღმოჩნდა საქართველოში “სტარტაპერობა” მოდის სფეროში? რას ურჩევდით თქვენი გამოცდილებით დამწყებებს?
- ყველაფერს თავისი დრო აქვს , ამიტომ სირთულეს ვერ ვუწოდებ იმ ნაბიჯებს , რასაც ნებისმიერი დამწყები დიზაინერი გადააწყდება ბრენდის ჩამოყალიბების პერიოდში. თუ გაქვთ სურვილი ყველაფერს მიაღწევთ , მთავარია დარწმუნებულები იყოთ იმაში, რის გაკეთებასაც დააპირებთ .
- ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია? მომხმარებელი?
- ჩემი მომხმარებელი ფართო სპექტრის აუდიტორიაა. იგი ირჩევს , კომფორტსა და ხარისხს, ჩვენ ვქმნით ტანსაცმელს, როგორც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც.
- რომელი მოდელია ყველაზე გაყიდვადი? რაზეა დიდი მოთხოვნა?
- ყველაზე გაყიდვადი სპორტული კოტონის ორეულებია, თუმცა ყველაფერი რასაც ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ გაყიდვადია .
- სამი სიტყვა, რომელიც მარტივად აღწერს თქვენს ბრენდს?
- ხარისხი, კომფორტი , მინიმალიზმი
- რას გეგმავთ სამომავლოდ?
- სამომავლოდ იგეგმება ბრენდის ზახის გაფართოვება და განვითარება სწორი მიმართულებით.
Comments
Post a Comment