Abeto - ქართული აქსესუარების ბრენდი
- მომიყევით თქვენ შესახებ, რას საქმიანობთ და როგორ გაგიჩნდათ მოდის სფეროში მოღვაწეობის სურვილი?
- მე ვარ ეთო 27 წლის, ამჟამად ვმუშაობ საბანკო სფეროში,თუმცა ასევე მაქვს ბავშვობის გატაცება , რომელზეც რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობ . ვცდილობ, რომ დავხვეწო მუშაობის ტექნიკა და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სამკაული შევთავაზო მომხმმარებელს.
- როდის დაარსდა ბრენდი, რა არის ბრენდის კონცეფცია?
- ბრენდი დაარსდა 2014 წელს და დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს, სადაც წარმოდგენილი გვაქვს ხელნაკეთი აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანი.
- რამდენად მოთხოვნადია დღეს საქართველოში მსგავსი სამკაულები?როგორ ქმნით დიზაინს?
- ვფიქრობ, დღესდღეობით ძალიან მოთხოვნადია ხელნაკეთი ნივთები, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ქვების სპეციფიკიდან გამომდინარე ანალოგი შესაძლოა, ვერ დამზადდეს და მომხმარებელს ჰქონდეს ექსკლუზიური სამკაული.
- რა ქვებს იყენებთ? თუ ხდება ინდივიდუალური შეკვეთა?
- ახალი კოლექცია მოიცავს ნატურალურ ქვებს, მდინარის მარგალიტებს. მომხმარებელმა ხშირ შემთხვევაში თავად იცის რომელი ქვები შეესაბამება მას და შესაბამისად ვიღებთ ინდივიდუალურ შეკვეთებს საკუთარი დიზაინით-ანუ მათი სურვილების გათვალისწინებით.
- რა ფუნქცია აქვს თქვენს ბრენდს დღევანდელ ქართულ ბაზარზე, რა არის თქვენი მიზანი?
- ჩვენი ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს ისეთ ხელნაკეთ აქსესუარებს რომელიც არის მაღალი ხარისხით დამზადებული,ასევე ისეთი ფასებით რომ ყველამ შეძლოს მათი შეძენა.
- როგორ ახერხებთ თქვენი საქმიანობის და ბრენდის მართვის შეთავსებას? თუ გეხმარებათ ვინმე?
- დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე მიწევს სახლიდან მუშაობა, რის გამოც მაქვს დროის დიდი რესურსი რომ განვავითარო საკუთარი შემოქმედება.
- როგორ შეიძლება შევიძინოთ სამკაულები?
სამკაულების შეძენა შესაძლებელია ონლაინ -
Facebook: ABETO•აბეტო
ინსტაგრამი: abeto_official
- რას გეგმავთ სამომავლოდ?
- სამომავლი გეგმებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა დიდი სურვილი მაქვს გავხნა საკუთარი შოურუმი, სადაც მომხმარებელი შეძლებს დაათვალიეროს, აირჩიოს, მოიხდინოს და ისე შეიძინოს აქსესუარი.
Comments
Post a Comment