Casberia - ახალი ქართული ბრენდი მამაკაცებისთვის.



 და აი როგორც იქნა , დადგა დღეს, როდესაც ვიღაცამ ქართული მამაკაცის ბრენდის გაკეთება გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ეს არ არის პირველი ქართული მამაკაცის ბრენდი, თუმცა ბოლო დროს გავრცელებული ქალისა და ბავშვთა ბრენდების დაარსების ტენდენციის მიღმა რჩება უამრავი ქართველი მამაკაცები, რომლებსაც ქალბატონების მსგავსად უნდათ ეცვათ #MadeinGeorgia. 
 ქეჟუალ სტილი, ქართული ელემენტებით … საინტრესოა არა? - ეს არის ბრენდი “Casberia”, რომელმაც შეკრული , დახვეწილი კონცეფციით და ახალი დიზაინით უკვე მიიქცია ჩვენი ყურადღება.




- მომიყევით თქვენ შესახებ, რას საქმიანობთ და როგორ გაგიჩნდათ მოდის სფეროში მოღვაწეობის სურვილი?

- მე ვარ სალომე თანდაშვილი, “ქეჟბერიას” დიზაინერი. ბავშვობიდან მქონდა სურვილი, რომ დიზაინერი ვყოფილიყავი. ასაკის მატებასთან ერთად, ვიღრმავებდი ცოდნას მოდის სფეროზე, ტელევიზიისა და სოციალური ქსელების საშუალებით. საბოლოოდ, დიდი ძალისხმევის შედეგად, დავიწყე სწავლა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და წელს დავამთავრე მოდის დიზაინის ფაკულტეტი.  

- როდის დაარსდა ბრენდი, რა არის ბრენდის კონცეფცია?

- “ქეჟბერიას” შექმნის იდეას საფუძველი ჩაეყარა 2020 წელს. მე და ჩემმა მეგობარმა, გიგა ახვერდაშვილმა, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ქართული მამაკაცის ტანსაცის ბრენდი და შემოგვეტანა სიახლე ქართულ ბაზარზე. საბოლოო რეალიზაცია კი 2021 წლის ოქტომბერში მოხდა. კონცეფცია თავიდან ბოლომდე აგებულია ქართულ სტილზე, ეროვნული სამოსის დეტალებით გათანამედროვებასა და ისტორიული ფაქტების გაცოცხლებაზე.

- რამდენად მოთხოვნადია დღეს საქართველოში მამაკაცის სამოსი?როგორ ქმნით დიზაინს?

- დღესდღეობით, ქართულ ბაზარზე კონკრეტულად მამაკაცის სამოსის და თანაც, ქართულ ბრენდს, ნაკლებად შევხვდებით.რატომღაც, დიზაინერთა და ბრენდთა უმეტესობა აქცენტს ქალების სამოსზე აკეთებს და მამაკაცის სამოსი მხოლოდ ქალთან ერთად გვხდება. შესაბამისად, არც ისე აქტუალურია. 

- დიზაინის შექმნამდე ვაყალიბებთ კონკრეტული კოლექციის კონცეფციას. აღსანიშნავია ის, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, თავი ავარიდოთ მოდურ ტენდენციებს, თუმცა არა- მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. კონცეფციიდან გამომდინარე, გამოვყოფთ საკვანძო სიტყვებს, სიტყვათა ჯაჭვების და ვიზუალური მასალით ვაწყობთ განწყობის გვერდებს, საიდანაც ყალიბდება ფერთა პალიტრა და აქცენტირებული დეტალები. შემდეგ მოდის ფორესკიზების სერია და საბოლოო ესკიზების დამტკიცება, მოცემული სეზონის მიხედვით.

- რა მატერიებს იყენებთ? თუ ხდება ინდივიდუალური შეკვეთა?რომელიმე ქვეყნის კულტურა ხომ არ არის თქვენი ინსპირაცია?

- გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უდიდესი სურვილია გავითვალისწინოთ მდგრადი მოდის ასპექტები და ჩვენი სამოსის ჩაცმა საკმაოდ დიდი ხნით იყოს შესაძლებელი, ვცდილობთ, შევარჩიოთ ისეთი მატერია, რომელსაც დიდ ხანს შეუნარჩუნდება ხარისხი. ასევე, ვითვალისწინებთ ფუნქციურ ნაწილს, სეზონიდან გამომდინარე და ვიყენებთ ქარგაუმტარ, წყალგამძლე ქსოვილებს. 

- “ქეჟბერია” მომხმარებელს ნაწარმს სხვადასხვა ზომაში (S, M, L, XL, XXL) სთავაზობს, თუმცა შესაძლებელია ინდივიდუალურად მორგებაც, საჭიროების შემთხვევაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი ისნპირახია ქართული კულტურაა.

-რა ფუნქცია აქვს თქვენს ბრენდს დღევანდელ ქართულ ბაზარზე, რა არის თქვენი მიზანი?

- ბრენდის მიზანია, ქართულ ბაზარზე დაამკვიდროს ქეჟუალ სუბკულტურა. ჩაანაცვლოს ბაზარზე არსებული, შემოტანილი და დამკვიდრებული ბრენდები, ხარისხიანი და ქართული პროდუქტით. 

-როგორ ახერხებთ თქვენი საქმიანობის და ბრენდის მართვის შეთავსებას? თუ გეხმარებათ ვინმე?

-  ამ ეტაპზე, ბრენდს ვმართავთ მე და გიგა. ფინანსურ მხარდაჭერას არავისგან ვიღებთ. გვეხმარებიან მეგობრები, ისეთ საკითხებში როგორიცაა გრაფიკული დიზაინი, სოც. მედიის მენეჯმენტი, ფოტო და ვიდეო გადაღება.

- როგორ შეიძლება შევიძინოთ პროდუქტი?

- ამ ეტაპზე, ჩვენი პროდუქტის შეძენა შესაძლებელია Facebook Shop-ის, Instagram-ისა და Phubber-ის საშუალებით. თუმცა გვაქვს შემოთავაზებები სხვადასხვა ტანსაცმლის მაღაზიებისგან და იმედი გვაქვს მათთან თანამშრომლობის, რაც მომხმარებელს მისცემს პროდუქტის ადგილზე შეძენის საშუალებას.

- რას გეგმავთ სამომავლოდ?

- ვგეგმავთ, რომ ჩვენი სტარტ-აპ იდეა გადავაქციოთ სრულყოფილ ბიზნესად და მომხმარებელს შევთავაზოთ მეტად საინტერესო და ფართო ასორტიმენტი. ასევე, ვითანამშრომლოთ ქართული წარმოების ბრენდებთან.


Comments