SCODE - უნიკალურობის კოდი.


 

და მაინც რა არის სტილის მთავარი არსი ? - სამოსის მეშვეობით საკუთარი შინაგანი სამყაროს გამოხატვა. - ამისთვის კი ინდივიდუალურობა საციცოხლოდ მნიშვნელოვანია. ინდივიდუალურობა ჩაცმის სტილში ერთგვარი წარმატების ფაქტორია არა მხოლოდ კონკრეტულ სოციუმში თავის დასამკვიდრებლად, არამედ თქვენს ცხოვრებაში , სამსახურში, უახლოეს გარემოში. ასე, იყო სალი ჩაჩუას შემთხვევაშიც. მისმა ინდივიდუალურობამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და ასე დაიბადა “SCODE” სამოსი, რომელიც შტრიხ-კოდებივით ინდივიდუალურია.

- მომიყევით თქვენ შესახებ, რას საქმიანობთ და როგორ გაგიჩნდათ მოდის სფეროში მოღვაწეობის სურვილი?

- პროფესიით ვარ ფსიქოლოგი, დიდი დრო დავუთმე ამ პროფესიას, მიმუშავია არაერთ კომპანიაში, თუმცა მიუხედავად ამისა ჩემი სურვილი იყო მეკეთებინა ის საქმე, რაც ყოველთვის ძალიან მიყვარდა. მინდოდა შემექმნა ჩემი ბრენდი. ჩემს ოჯახში კერვას ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა, ბავშვობიდან ვქმნიდი ჩემთვის სასურველი დიზაინის ტანისამოსს. იმ დროს, როცა ქსოვილების არჩევანიც თითქმის არ იყო ჩვენს ბაზარზე, ყოველთვის ვცდილობდი, რაიმე გზით განსხვავებული ტანსაცმლის შექმნას. აქედან გამომდინარე ყოველთვის ჩნდებოდა ინტერესი იმის თუ სად ვყიდულობდი ტანისამოსს, გარდა მეგობრებისა და ახლობლებისა დიდი ინტერესი მოდიოდა სრულიად უცხო ხალხისგანაც, როდესაც იგებდნენ რომ ესა თუ ის სამოსი იყო ჩემი დიზაინით შექმნილი მთხოვდნენ, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ შემეკერა და შემექმნა მასიურად ისე რომ მათაც შეძლებოდათ შეძენა, რაც მე კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევდა. რაც უფრო მეტ კომპლიმენტს ვიღებდი, მით უფრო მეტად მიჩნდებოდა იმის სურვილი რომ ჩემი შექმნილი ტანისამოსი სხვის ტანზეც მენახა. დიდი ხანი იყო ეს ჩემი ოცნება, ყოველთვის წარმომედგინა რას , როგორ გავაკეთებდი და ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მე ამას აუცილებლად შევძლებდი და 2021 წელს ჩემი ოცნება და ძალიან დიდი სურვილი რეალობად ვაქციე.

- როდის დაარსდა ბრენდი, რა არის ბრენდის კონცეფცია?

ბრენდი დაარსდა 2021 წლის გაზაფხულზე. ჩემი ბრენდის კონცეფცია და მთავარი მიზანი არის რომ ძალიან ბევრ გოგოს შეეძლოს ქართული ბრენდის ყიდვა და იყოს ხელმისაწვდომი. ლოგოც მინდოდა ისეთი ყოფილიყო, რომელიც ბრენდის სახელწოდებას მაქსიმალურად გამოხატავდა, სწორედ ამიტონ გამიჩნდა შტრიხკოდის დიზაინის იდეა. როგორც კოდია ყველასთვის უნიკალური, ასევე მინდოდა რომ ჩემი ტანისამოსიც ყოფილიყო ყველა გოგოსთვის უნიკალური, მხოლოდ მისთვის შექმნილი. მაქსიმალურად ვცდილობ ისეთი დიზაინი შევქმნა რომ ყველასთვის იყოს ინდივიდუალური, ერთი და იგივე მოდელიც კი შესაძლებელია ისე მოირგო, ნამდვილად წარმოადგენდეს შენი გემოვნებისა და სტილის უნიკალურ კოდს.

- რამდენად მოთხოვნადია დღეს საქართველოში მსგავსი სამოსი და აქსესუარები?როგორ ქმნით დიზაინს?

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცხოვრების ტემპი უფრო და უფრო ჩქარდება, სპორტული ტანსაცმელი რა თქმა უნდა მით უფრო მოთხოვნადი ხდება, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ კლასიკური ლუქიც, სწორედ ამიტომ შევქმენი 2 ხაზი და ჩემს მომხმარებელს ვთავაზობ როგორც სპორტულ, ასევე კლასიკურ ორეულებსაც, ასევე ჩვენს კოლექციას მეტი მრავალფეროვნებისთვის შევმატეთ ფერადი ქუდები, რომლებიც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ინდივიდუალურობას. მაქსიმალურად ვითვალისწინებ მოთხოვნებს და ვცდილობ, ჩემი სამოსი იყოს რაც შეიძლება კომფორტული და მარტივად მოსარგები. დიზაინს ვქმნი თავად და შემდეგ მის განხორციელებაში უკვე მეხმარება ჩემი მკერავი, ცოტა თუ მეგულება მსგავსი პროფესიონალი საქართველოში და დიდი მადლობა მას ამისთვის .

- რა მატერიებს იყენებთ? თუ ხდება ინდივიდუალური შეკვეთა?რომელიმე ქვეყნის კულტურა ხომ არ არის თქვენი ინსპირაცია?

-  ვიყენებთ 100% -ით ნატურალურ ქსოვილებს და მიხარია რომ საქართველოში უკვე გვაქვს ამის შესაძლებლობა რომ ადგილობრივ ბაზარზე მოხდეს შესყიდვა მატერიის. ამ ეტაპზე ინდივიდუალურ შეკვეთებს არ ვიღებთ, ჩვენი ტანისამოსი იკერება ზომებში და მომხმარებელს ვეხმარებით სასურველი ზომის შერჩევაში. რაც შეეხება ინსპირაციას, კონკრეტულად რომელიმე ქვეყანას ვერ გამოვყოფდი თუმცა ზოგადად მოგზაურობა ხშირად ყოფილა ჩემთვის ინსპირაციის წყარო და ხშირად სწორედ ამ დროს ჩნდება ახალი იდეებიც.

- რა ფუნქცია აქვს თქვენს ბრენდს დღევანდელ ქართულ ბაზარზე, რა არის თქვენი მიზანი?

- ვიტყოდი რომ ჩვენი მიზანიც და ფუნქციაც არის ის რომ ბევრ გოგოს შეეძლოს ჩაიცვას ქართული ბრენდი და იყოს ხელმისაწვდომი ყველა კატეგორიისთვის, მიხარია რომ ბევრი ლამაზი მომხმარებელი გვყავს საქართველოში და არა მარტო საქართველოში, რადგან გვყავს ერთგული მომხმარებლები საზღვარგარეთაც რითიც ძალიან ამაყი ვარ.

- როგორ ახერხებთ თქვენი საქმიანობის და ბრენდის მართვის შეთავსებას? თუ გეხმარებათ ვინმე?

- ამ ეტაპზე ბრენდს ვმართავ დამოუკიდებლად პირადად მე. როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებ ვფიქრობ, მარტივია პირადი საქმიანობის და ბრენდის მართვის შეთავსება. რა თქმა უნდა, რიგ საკითხებში მეხმარებიან ოჯახის წევრებიც და რომ არა მათი გვერდში დგომა აქამდე ნამდვილად ვერ მოვიდოდი.

- როგორ შეიძლება შევიძინოთ პროდუქტი?

- ჩვენი კოლექციის შეძენა ხდება ონლაინ გვერდების საშუალებით. გვაქვს როგორც FB, ასევე ინსტაგრამ გვერდი. შეძენის შემთხვევაში ამანათს ვგზავნით მეორე დღესვე საქართველოს ნებისმიერ წერტილში სრულიად უფასოდ. ასევე ვაგზავნით საზღვარგარეთაც.

Facebook https://bit.ly/3vVyOXE

Instagram https://bit.ly/3mwMWnv

- რას გეგმავთ სამომავლოდ?

ამჟამად ვმუშაობთ ზამთრის კოლექციაზე და სულ მალე დაგვემატება ახალი სპორტული ორეულები და დუტის ქურთუკები. მაქსიმალურად ვმუშაობ ბრენდის განვითარებაზე და სამომავლოდ ჩემი მიზანია გავხსნა შოურუმი, სადაც უკვე მომხმარებელს შეეძლება ადგილზე ნახოს და შეარჩიოს მისთვის სასურველი ტანისამოსი. იმედი მაქვს, ძალიან მალე თავად ვუმასპინძლებ ჩემ გოგოებს S'CODE- ის მაღაზიაში.

Comments