Comfy wear - შემოდგომის ტრენდული სამოსი.



ხარისხიანი, კომფორტული და ტრენდული - რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესო?! კიდევ ერთი “სტარტ აპი”, რომელიც ჩვენი ყურადღების ქვეშ მოექცა არის “Comfy wear”, რომელიც პატარა დეტალების გათვალისწინებით და ჩვენი ვარაუდით ძალიან მალე განვითარდება და ქართული წარმატებულო ბრენდების რიცხვს შეუერთდება. შემართება ? - შემართება და მოტივაცია ის არის, რაც ბრენდის დამფუძნებელს ნამდვილად არ აკლია, გთავაზობთ ინტერვიუს.

- მომოყევით ორიოდე სიტყვით ბრენდზე.

- Comfy wear - ეს არის ბრენდი, რომელიც შეიქმნა იმ მომხმარებლისთვის, ვისთვისაც ხარისხი,კომფორტი და დახვეწილობა ერთნაირად მნიშვნელოვანია.

- როდის დაარსდა ბრენდი, რას ნიშნავს ბრენდის სახელი?

- ახლახანს შეიქმნა. შეიძლება ითქვას, რომ ეს დასაწყისის დასაწყისია. ძირითადად, სპორტულ სამოსს შევთავაზებ ჩვენს მომხმარებელს. სპორტული სამოსი, ვფიქრობ, პირველ რიგში, ასოცირდება კომფორტთან და ბრენდის სახელიც შესაბამისია.

- საიდან იღებთ ინსპირაციას? როგორი სტილის სამოსს კერავთ?

- ინსპირაციის კონკრეტული წყარო არ მაქვს . სპორტულ სამოსს ძალიან დიდ პატივს ვცემ , აქტიური მომხმარებელი ვარ და ვფიქრობ, რომ უნდა ასოცირდებოდეს როგორც კომფორტთან და ყოველდღიურობასთან, ასევე სრულიად შესაძლებელია, რომ დახვეწილი და განსხვავებული დეტალებით გავხადოთ ის უფრო მეტი, უფრო საინტერესო, ვიდრე უბრალოდ სპორტული ყოველდღიური სამოსი. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ პანდემიის პირობებში საკმაოდ მოთხოვნადი გახდა სპორტული ორეულები. 

- რამდენად რთული აღმოჩნდა საქართველოში “სტარტაპერობა” მოდის სფეროში? რას ურჩევდით თქვენი გამოცდილებით დამწყებებს?

- ვფიქრობ, საქართველოში " სტარტაპერობა" საკმაოდ რთულია. როგორც კი საზოგადოება გაგიცნობს და შეგიყვარებს , შემდეგ ყველაფერი შედარებით მარტივია. საკუთარი  გამოცდილებიდან გამომდინარე, მხოლოდ იმის რჩევა შემიძლია , რომ დასაწყისი არის საკმაოდ რთული, ბევრი წარუმატებლობით და იმედგაცრუებით, თუმცა დანებება გამორიცხულია! დრო სჭირდება იმას , რომ გარკვეულ წარმატებას მივაღწიოთ. იქიდან გამომდინარე რომ , მეც დამწყები ვარ , მიზნად დავისახე ისეთი ერთგული მომხმარებლები, რომლებიც ისევე შეიყვარებენ ჩემს ორეულებს , როგორც მე მიყვარს. მანამდე კი ნებისმიერი დაბრკოლებისთვის მზად ვარ.

-ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია? მომხმარებელი?

- იქიდან გამომდინარე , რომ დღევანდელ რეალობაში დიდი მნიშვნელობა მიენიჭა სპორტულ სამოსს, ვფიქრობ, კონკრეტული სამიზნე აუდიტორია არ მყავს, პირიქით, მრავალფერონავ მომხმარებელს ვისურვებდი. ასე უფრო საინტერესოა. 

- რომელი მოდელია ყველაზე გაყიდვადი? რაზეა დიდი მოთხოვნა?

- ყველაზე დიდი მოთხოვნა არის შავ ფერზე . 

- სამი სიტყვა, რომელიც მარტივად აღწერს თქვენს ბრენდს?

- ხარისხიანი,კომფორტული და დახვეწილი.

- რას გეგმავთ სამომავლოდ?

- სამომავლო გეგმებზე ფიქრი ჯერ ადრეა, თუმცა იმას დანამდვილებით გეტყვით , რომ გვეყოლება ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი . 


Comments