Tini.Handmade - ინტერვიუ დამფუძნებელთან



დღეს გვინდა კიდევ ერთი სულ ახალი ქართული სტარტ აპი გაგაცნოთ. მის დაარსებას მცირე დროის გამო ჯერ-ჯერობით ისტორიას ვერ დავარქმევთ, მაგრამ ერთი ამბავი ნამდვილად აღსანიშნავია. ბრენდი მთლიანად დაფუძნებულია საქველმოქმედო იდეაზე, ამიტომ გაყიდული აქსესუარებიდან შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდება საქველმოქმედო ფონდს.

- მოგვიყევით პირველ რიგში თქვენზე.

- ერთერთ კომპანიაში ვმუშაობ ეიჩარის პოზიციაზე, რაც შეეეხება მოდის სფეროს   სულ მინდოდა საკუთარი რამ გამეკეთებინა. ყოველთვის მეხერხებოდა,  ამიტომ გადავწყვიტე და ვცადე დანარჩენს თუ როგორია ბრენდი ხალხი შეაფასებს.      

- რამდენი ხნისაა ბრენდი?

 -  ახალი წამოწყებაა ჩემს ცხოვრებაში სულ რაღაც 2 თვის თუმცა მანამდე სულ ვაკეთებდი   სხვადასხვა აქსესუარებს ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის .

- რამდენად მოთხოვნადია დღეს მსგავსი აქსესუარები?

-   ვთვლი  რომ მოთხოვნადია და კიდე უფრო დავრწმუნდი, რადგან ამ მოკლე დროში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა ჩემს აქსესუარებს.

- რა მატერიებს იყენებთ კოლექციის შესაქმნელად?

 - ძირითადათ ვმუშაობ  “სვაროვსკის” “სტრაზებით” . მატერიას , რაც შეეხება ბაკარდი, ატლასი  და ვაპირებ  ბეწვეულის გამოყენებას .                 

- რა არის თქვენი მიზანი? 

- ჩემი მიზანია შევქმნა ის, რაც მომწონს და რაც მთავარია , ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად.  

    


   - ვისგან შედგება თქვენი გუნდი და როგორ შეიძლება პროდუქტის შეძენა?

- საინტერესო კითხვაა    აქსესუარებს,  რათქმაუნდა, მარტო ვაკეთებ , თუმცა  ჩართულები არიან ჩემი საუკეთესო მეგობრები და ცდილობენ, ბევრმა ადამიანმა ნახოს ჩემი ნამუშევრები. ყველა სოციალურ ქსელში აქტიურად ვპოსტავთ ასევე ფასიანი რეკლამები             

- რას გეგმავთ სამომავლოდ?

   - ჩემი სამომავლო გეგმაა  შევიტანო ჩემი აქსესუარები  სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში.

Comments