რატომ უნდა ვიცნობდეთ ლაშა დევდარიანს ?
Cover photo Grigor Devejiev
კამერები არ უყვარს, ქართულ შოუ-ბიზნესზე ეღიმება და სახელისთვისაც დიდად არ იბრძვის. ის უბრალოდ ჭეშმარიტი შემოქმედია, რომელიც სიამოვნებას იღებს თავისი საქმით. ცხადია, აქვეა კომერციული ინტერესი, რომლის გარეშეც დღეს მოდა არ არსებობს.
არ ერიდება იმის გახსენება, რომ მიმტანად მუშაობდა და არც ის დაუმალავს, თუ როგორ იყო მისდამი განწყობილი ბევრი ქართველი „მოდის მოყვარული“.
მოკლედ, თუ სამოტივაციოდ რაიმე კარგ თემას ეძებდით, სწორედ იქ მოხვდით, სადაც საჭიროა.
Photocredit Vazhak
ცოტამ თუ იცის, რომ ჯერ კიდევ წლების წინ ქართველი მოდის სფეროს წარმომადგენლები დამწყებ დიზაინერს დიდად არ აფასებდნენ. ლაშა ამას არც ითხოვდა და საზოგადოების აზრი არც არასდროს არ ადარდებდა. თუმცა, ერთ დღეში შექმნილმა პირველმა საკონკურსო კონცეპტუალურმა კოლექციამ ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობადი, თბილისში სტუმრად ჩამოსული დემნა გვასალიას მოწონება დაიმსახურა.
Photocredit Vazhak
ლაშას ეს კოლექცია იმ პერიოდში ტენდენციური დეტალებისგან არაგამოყვანილი სილუეტებისა და მონოქრომული ფერებისგან შედგებოდა. პოდიუმზე იდგა შეზღუდული ქალი, რადგან სამოსი მის სხეულს არ გამოხატავდა.
ლაშა დღემდე თვლის, რომ დემნას მისდამი სიმპათიამ დიდად იმოქმედა ქართველთა შეხედულებაზე. სწორედ, დემნა იყო პირველი ადამიანი, ვინც ლაშას შემოქმედებაში დიდი პოტენციალი შენიშნა.
Photocredit Vazhak
2013 წელს გამართულ „Benext"-ზე ლაშამ რიგით მეორე კოლექცია წარმოადგინა და პრიზად ფლორენციაში სწავლა დაუფინანსეს.
მეორე წელს კონკურსზე კვლავ მიიღო მონაწილეობა. კონკურსს ესწრებოდა გურამ გვასალია, რომელიც იმ პერიოდში პარიზში რია ქებურიას ბრენდ-მენეჯერი იყო. ლაშამ გურამის პრიზი, პარიზში სტაჟირება მოიგო.
პარიზიდან ლაშამ ლონდონში გადაინაცვლა, სადაც გურამ კოტეტიშვილთან ერთად კოლაბორაციული კოლექცია წარმოადგინა ეთნიკურ თემაზე. ასევე, მიიღო შემოთავაზება სარა მაუერისგან.
Photocredit Vazhak
მოგვიანებით მიხვდა, რომ ფოლკი და ტექსტილი ბაზარზე ყველაზე კარგად იყიდებოდა, ამიტომ შეცვალა ბრენდის კონცეფცია და გააკეთა გამოფენა იაპონიაში. იაპონურმა კულტურამ ასევე დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე.
Photocredit Zaqaria Chelidze
ამ ეტაპზე დიზაინერის სამოსი ყოველდღიური, ბოჰემური და თავისუფალია. მის მომხმარებელს საკმაოდ გამოკვეთილი პერსონა აქვს, რადგან თუნდაც შავი ფერის ხალათი ქუჩაში დიდ ყურადღებას იქცევს.
ბოლო კოლექცია ლაშამ თბილისის მოდის კვირეულზე „პერფორმანსის“ სახით წარმოადგინა. კოლექცია იტალიისა და იაპონიის "Vogue"-მა დადებითად შეაფასა.
ერთი სიტყვით, ლაშა დევდარიანს დღეს მსოფლიო მაშტაბით ბევრ ქვეყანაში იცნობენ და კონცეპტუალურ დიზაინერთა შორის გამოარჩევენ.
დიზაინერის ნიშა ეთნიკური თემა , იდეა და რთულად ხელმისაწვდომობაა. ლაშამ კარგად იცის, რომ საზოგადოებას ყოველთვის რთულად ხელმისაწვდომი ნივთები და სამოსი იზიდავს. ის მუდმივად სწავლობს და მოდას ფეხდაფეხ მიყვება. თავისი თემატიკითა და ინტუიტური ჭვრეტის უნარით ლაშა დროს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს.
Photocredit Vazhak for City Magazine
თბილისის მოდის კვირეულზე მისმა გამოჩენამ დაადასტურა, რომ მის შემოქმედებაში აქტიური პერიოდი დაიწყო და დიზაინერი მზად არის ცვლილებებისთვის. ალღოს აღება - აი, ყველაზე ფასეული უნარი დღეს. ვფიქრობ, ლაშამ იპოვა ის ხელწერა, რომელიც დაეხმარება მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმულობაში თუ არა, გაყიდვების ზრდაში მაინც. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ დიზაინერმა შესაძლოა გარკვეული ტიპის ცვლილებებიც შეიტანოს კონცეფციაში, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით.
Photocredit Vazhak
მოკლედ, თუ ჯერ კიდევ მის შემოქმედებას არ იცნობთ კარგად ჩაინიშნეთ ეს სახელი და გვარი. მალე ლაშა დევდარიანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი კონცეპტუალური მოდის დიზაინერი გახდება.
Photocredit Giorgi Kardava
Comments
Post a Comment