"პორტფოლიო" - მატილდა გვარლიანი.

ფოტო: იკა ხარგელია, Buyers Magazine

მატილდა გვარლიანი "Baby face" - ასე ეძახიან სამოდელო ბიზნესში მოდელებს, რომლებსაც პატარა შეხუდელება აქვთ. ჩვენთან არა ერთი "Baby face" გვყავს, თუმცა მათგან გამორჩეულად დასამახსოვრებელი მოდელი, მატილდა გვარლიანია. სიმართლე, რომ ვთქვათ მის შეხედულებას არა ასაკი, არამედ თანდაყოლილი ბავშვური ნაკვთები განსაზღვრავენ, რომლებიც ვფიქრობ, რომ კიდევ დიდხანს უცვლელად დარჩება.



Breast : 86
waist : 58
hips : 88 
წონა : 52
სიმაღლე : 1,76
ეროვნება: ქართველი
ასაკი : 16
ზოდიაქო : კურო



ფოტო: იკა ხარგელია, Buyers Magazine


 როგორც მოდელი, ჩემთან საუბარში აღნიშნავს ამ პროფესიის დაუფლებაზე ყოველთვის ოცნებობდა.თუმცა, როდესაც პირველად სააგენტოში მივიდა ძალიან პატარა იყო და მოცდა გადაწყვიტა.მისი პირველი გადაღება "Look models management"-ს და იმ დროს, სააგენტოს პედაგოგს და ფოტოგრაფს ,დათუნა გიორგაძეს უკავშირდება.14 წლის მატილდა თამუნა ინგოროყვას "Look-book"-ისთვის გადაიღეს.მიუხედავად იმისა რომ ძალიან ნერვიულობდა, მატილდა სწორედ ამ მომენტში მიხვდა, რომ მოდის სფეროში მოღვაწეობას კიდევ დიდხანს გააგრძელებდა. სააგენტომ და ნინო ცქიტიშვილის ხედვამ მატილდა ორ წელში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი გახადა.

მატილდა
: "ნინო სააგენტოში მყოფ ყველა მოდელს მუდმივად რჩევებს გვაძლევს.ზუსტად ისეთია, როგორც "Mother agency"-ს დირექტორი უნდა იყოს, შვილებივით გვექცევა."


ფოტო: იკა ხარგელია, Buyers Magazine 

  მატილდას, ასევე კარგად ახსოვს მისი დებიუტიც პოდიუმზე, იტალიაში:

მატილდა
: "ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ პოდიუმზე გასვლისთანავე გაქრა ეს ემოცია და ჩემში დადებითმა გრძნობებმა დაისადგურეს."
 ფლორენციაში დებიუტის შემდეგ წარმატებამ არ დააყოვნა და 15 წლის მატილდა, "PULL&BEAR"-ის ზამთრის სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს. ბრენდის ბილბორდები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში განთავსდა.დღეს მატილდა ჩვენი რუბრიკის სტუმარია. გთავაზობთ ინტერვიუს მოდელთან.



- მატილდა, პირველრიგში მინდა, გკითხო რა მოგწონს და რა არ მოგწონს შენს პროფესიაში ? 

- ძალიან მომწონს ის, რომ მიწევს მოგზაურობა და უამრავი ადამიანის გაცნობა. შეიძლება ითქვას ,რომ უარყოფით მხარეებს ვერ ვიხსენებ.

- შენი აზრით, რა უნდა იცოდეს ყველა მოდელმა ?

 - რა თქმა უნდა, ენა უნდა იცოდეს. უნდა შეგეძლოს, რომ ელემენტარულად, კლიენტებთან, სტილისტებთან , თუნდაც მოდელებთან დაამყარო კონტაქტი.

- ქართველმა მოდელებმა რა უნდა გამოასწორონ ?


- ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ. ზოგადად, შრომისმოყვარეები უნდა იყვნენ .

 - ძალიან მცირე დროში სუპერ-პოპულარული გახდი. შენი აზრით, რამ გამოიწვია ეს ?
 - ალბათ, არასტანდარტულმა სახემ და გაყოფილმა კბილებმა. 

Photocredit Adam Katz Sinding

- რამდენად კომორტულია შენთვის ფოტოგრაფებთან მუშაობა ?

- ფოტოგრაფებთან მუშაობა არ მიჭირს, რადგან ძალიან კონტაქტური და უშუალო ადამიანი ვარ. მთავარია, ფოტოგრაფმა მიმართულება მომცეს. მე სულ ვცდილობ, ისე მოვიქცე, როგორ სამოსსაც ვირგებ. მაგალითად, ჯაბა დიასამიძის სამოსში სხვანაირად ვპოზირებ და ავთანდილისაში - სხვანაირად.

 - თუ გქონია, "ბექსთეიჯში" კრიზისული სიტუაცია. მაგალითად, როდესაც სამოსი და ფეხსაცმელი დაიკარგა ან რამე მსგავსი, ყოველთვის მაინტერესებდა ამ დროს როგორ იქცევით მოდელები ?

- კი, რამდენიც გინდა. ასეთი შემთხვევები სულ ხდება. მაგალითად, ერთ-ერთ ჩვენებაზე მოდელს გადაუტყდა ქუსლი და ფეხი იტკინა, ვერ დადიოდა. ფეხი 37 - ჰქონდა, მე კი 40 ზომა მაქვს. სულ ორადორი "ლუქი" იყო, რომელსაც ეს ფეხსაცმელი უხდებოდა. ძალიან ცოტა დრო გვქონდა, ამიტომ პოდიუმზე გასვლა ქუსლმომტვრეული, 37 ზომის ფეხსაცმელით მომიწია. 

- რამდენად შესაძლებელია სწავლისა და შენი პროფესიის ერთმანეთთან შეთავსება ?
- რეალურად, ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული. როდესაც, რაიმე გინდა, რაც არ უნდა რთული იყოს,  მისთვის დროს მაინც გამონახავ. მე ვიცი, რომ შრომისა და გარჯის გარეშე არაფერი თავისით არ მოვა, ამიტომ არ მიჭირს სწავლის, ვარჯიშისა და მუშაობის შეთავსება ერთმანეთთან.

- შენი ერთი დღე როგორია ?

-
დილით ადრე ვდგები და ღამე გვიან მოვდივარ სახლში. ვემზადები მასწავლებლებთან, მაქვს გადაღებები, "ქასთინგები", ვვარჯიშობ და ამასთან ერთად, ვცდილობ, რომ გარკვეული დრო ოჯახთან ერთადაც გავატარო. აქედან გამომდინარე ყოველთვის გრძელი დღე მაქვს. 



Mathilda Gvarlani


for N-DUO

- შენი Icon მოდელი ვინ არის ?
- ჩემი Icon მე ვარ მომავალში. (იცინის) ესე არავინ არ მყავს. არ მინდა, ვინმეს ასლი ვიყო. ზოგადად თუ ვინმეში რამე მომწონს, ვცდილობ, რომ ეს თვისება ჩემს თავში მეც განვავითარო.

- და ზოგადად ქართულ მოდაზე რას ფიქრობ ?
- ვფიქრობ, რომ ქართველი დიზაინერები არაფრით ჩამოუვარდებიან უცხოელ დიზაინერებს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი საშუალება არ გვაქვს მაინც ვცდილობთ, რომ განვავითაროთ ეს სფერო. იგივეს თქმა შემიძლია ვიზაჟისტებზე, სტილისტებსა და ფოტოფრაფებზე.



Mathilda Gvarlani
for N-DUO

7 ფაქტი, რომელიც საზოგადოებამ არ იცის მატილდა გვარლიანზე :
1. ის ძალიან ელასტიურია.
2. უყვარს და შესანიშნავად გამოსდის ხატვა.
3. ძალიან კარგად სრიალებს გორგოლაჭებზე.
4. ხშირად დადის ლაშქრობებზე.
5. უსმენს კლასიკურ მუსიკას.
6. ძალიან უყვარს ძაღლები.
7. რამდენიმე წლის წინ აკომპლექსებდა თავისი კბილები.



Interviewed by Giga Uchuvatov

Comments