თბილისის მოდის კვირეულის პირველი დღე.


    თბილისური მოდის ზეიმის პირველი დღე

მოდის კვირეულის პირველ დღეს ჩვენება ლაკო ბუკიამ,ჩუბიკამ და დალოოდმა გამართა.



    

C H U B I K A

დღეს და ახლა,ქართველმა ქალმა თავისი ისტორიით დატვირთულმა უნდა იაროს.კოლექცია მკვეთრი ფერებით გამოირჩეოდა.შესაძლოა ეს დიზაინერის ინსპირირების წყაროც ყოფილიყო.მკვეთრ ფერებს ჟაბოები და ქართული ტანისამოსის განუყოფელი ატრიბუტიკა -შავი ფაფახი ამშვენებდა,რომლითაც დიზაინერმა ქალი კოსმიური რეალობისთვის მოამზადა.ტანისამოსმა მოდის კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა,ყველამ ერთხმად აღნიშნა,რომ ჩუბიკას ჩვენება მოდის ფარგლებს სცდებოდა.დარბაზში მითქმა-მოთქმა და აპლოდისმენტების ხმა,ჩვენების დასრულების შემდეგაც ისმოდა.გთავაზობთ ჩვენი ბლოგის მიერ გადაღებულ ფოტომასალას ნინო ჩუბინიძის ექსტრავაგანტული ჩვენებიდან:




















LAKO BUKIA


ნათელი ფერებით ქართველი დიზაინერის,ლაკო ბუკიას ჩვენებაც გამოირჩეოდ.ფერადი ტყავის ნაჭრით შეკერილმა კაბებმა და კოსტიუმებმა უმალ მოიგეს ქართველი და არამხოლოდ - "ფეშენისტების" გული.




















მოდის კვირეულის პირველი დღე დალოოდის მასშტაბური ჩვენებით დასრულდა,რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდა.სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მოდელები სხვადასხვა ლუქებს წარადგენდნენ.მაკა კვიციანმა კოლექცია ნოსტალგიით შექმნა.ფართომხრებიანი პიტჯაკები,შარვლები და მასიური ქამრები - სამოსი მსოფლიო მოდის ტენდენციებსაც პასუხობდა.კოლექციაში სხვადასხვა ქსოვილი ერწყმოდა ერთმანეთს,თუმცა ტყავი მაინც ჭარბობდა.ასეა თუ ისე,პირველი დღე წარმატებით დასრულდა,ჩვენებებმა უცხოელი სტუმრების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

Comments