თბილისის მოდის კვირეულის მეორე დღე.
წარმატებული პირველი დღის შემდეგ,წარმატებითვე დაიწყო თბილისის მოდური "არეულობის" მეორე დღეც. LALO,LTFR,Dalood,Inky Gold და Salome Gviniashvili - აღნიშნულმა დიზაინერებმა დამსწრეთა მოდურ განწყობაზე იზრუნეს და შესანიშნავი კოლექციები წარადგინეს.
LALO
ლალომ მოდისმოყვარულებს სადებიუტო პერფორმანსი აჩუქა.კლოდ მონეს თემატიკით ინსპირირებულმა დიზაინერმა, ყველა ნამუშევარი ერთად გამოფინა.დამთვალიერებელს კოსტიუმების ახლოდან ხილვა და შეხებაც შეეძლო.ტანისამოსის ტექსტურა ბადე გახლდათ.ხელნაქარგ,ნაქსოვ კოლექციაში გამოყენებულია ბევრი ძაფი და სირაქლემის ბუმბულები.გთავაზობთ ჩვენი ბლოგის მიერ გადაღებულ ფოტომასალას თბილისის მოდის კვირეულიდან:

INKY GOLD
თბილისის მოდის კვირეულზე ინკი გოლდის კოლექციის დებიუტიც შედგა.დიზაინერებმა ტანისამოსი მოზრდილი ქალებისთვის შექმნა.ტანსაცმლის ხაზს თან სდევდა ელეგანტურობა და სისადავე.ნაჭრების კომბინაცია კი შესანიშნავ სინთეზს ჰქმნიდა.დიზაინერის ინსპირაციის წყარო მიკ ჯაგერი და როკ-ენ-როლია.ლიკა გოგიძე და ანუკა მჭედლიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას ნაჭრის ფერს და ნატურალურობას აქცევენ.
SALOME GVINIASHVILI
თბილისის მოდის კვირეულის მეორე დღე ყოფილი მოდელის და ახლა უკვე დიზაინერის,სალომე ღვინიაშვილის სადებიუტო კოლექციის ჩვენებით დასრულდა.დიზაინერის სამთვიანმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და ღვინიაშვილის ტანსაცმლის ხაზმა ფურორი მოახდინა.თავად აცხადებს,რომ კოლექციის ინსპირაციას ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები წარმოადგენს.

ალბათ,დამეთანხმებით,რომ კოლექციები შესანიშნავია ჩვენ კი რაღა დაგვრჩენია გარდა იმისა რომ მორიგ ჩვენებებს დაველოდოთ და საამაყო ქართველ დიზაინერებს ბევრი ინსპირაცია ვუსურვოთ.

Comments
Post a Comment