თბილისის მოდის კვირეულის მეოთხე დღე.DIPHYLLEIA/TAMANINI/ATELIER 27/GEORGE SHAGASHVILI
3 აპრილს თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში რვა ჩვენება გაიმართა.დღე გახსნა უკრაინულმა ტანსაცმლის ბრენდმა,DIPHYLLEIA.განსხვავებულმა პერფორმანსმა ჩვენი ბლოგის დიდი მოწონება დაიმსახურა.კოლექციაში შესანიშნავად იყო შეხამებული კლასიკური,ქეჟუალ და ქუჩის სტილი.ბოტასები,ჯინსები,კლასიკური პიტჯაკები და მოსასხამები.კოლექციაში წითელი და შავი დომინირებდა.გთავაზობთ ჩვენი ბლოგის მიერ გადაღებულ ფოტომასალას:
კვირეულის მეოთხე დღეს TAMANINI-ს ჩვენებაც გაიმართა.თაკო ლეკიშვილის კოლექციის ოცამდე ლუქმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.ხასხახა ფერებმა თვალი მოგვჭრა.დიზაინერის პალიტრაზე ყვითელი,თეთრი,ცისფერი და ვარდისფერი დომინირებდა.ატლასის ქსოვილი ჭარბობდა.საინტერესო გახლდათ კოლექციის თემატიკაც,ჟაკეტებზე,კაბებსა თუ მაისურებზე მედუზები ეხატა.გამჭირვალე,სიფრიფანა,ნათელი ქსოვილები,ასევე სქელი და მუქი ნაჭრები შესანიშნავად ერწყმოდნენ ერთმანეთს და საბოლოოდ ექსტრავაგანტული ჩვენება ვიხილეთ.ჩვენი ბლოგი დაესწრო ჩვენებას და საინტერესო ფოტომასალა მოგიმზადათ:

ATELIER 27
ჩვენება ჩვენთვის კარგად ნაცნობა Atelier 27-მაც გამართა.კოლექციაში თეთრი და წითელი ჭარბობდა.დახვეწილი ქალის სილუეტს თხელი,გამჭირვალე ქსოვილი მეტად სექსუალურს ხდიდა.
თბილისის რიგით მეცამეტე მოდის კვირეული გიორგი შაღაშვილის ჩვენებით დასრულდა.2016/17 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში ტრადიციულად შავი ფერი დომინირებდა.ცნობილი ქართველი დიზაინერის ინსპირაციას "ამომავალი მზის ქვეყანა" იაპონია და მისი ტრადიციული კიმონო წარმოადგენდა.იოიო კუსამას შემოქმედებით აღფრთოვანებულმა დიზაინერმა კოლექციაში კოპლები შემოიტანა.ჩვენების ბოლო აკორდი პოდიუმზე თაკო ჩხეიძის გამოჩენა გახლდათ.



































Comments
Post a Comment