More is Love/Materiel By Lika Chitia თბილისის მოდის კვირეულის მესამე დღე.
2 აპრილს თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში რვა ჩვენება გაიმართა.მოდისმოყვარულები ორ საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში შეიკრიბნენ.ქართველმა დიზაინერმა და ფოტოგრაფმა ირმა შარიქაძემ პერფორმანსი გამართა,რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაგვამახსოვრდება.
ოთხ ცეკვაში მოყოლილი ქალის ცხოვრება,ხელოვანმა საკუთარი კოლექცია ჰაეროვანი ტანგოს მეშვეობით წარმოგვიდგინა.თავად ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად იცეკვა და ორი ახალი პროფესიაც მოირგო .კოლექცია აბრეშუმის ძაფისგან შეიკერა და სიჭრელით გამოირჩეოდა.დიზაინერის აზრით ქალს მეტი ჰაეროვნება ესაჭიროება.
სასტუმროში "Rooms Hotel" მარიამ გვასალიას,Mach & Mach-ის,კრისტინა ჟღენტის ,More is Love-ის და Material By Lika Chitia-ს ჩვენებები გაიმართა.ჩვენი ბლოგი More is Love-ს და Material-ის ჩვენებას დაესწრო.
Materiel by Lika Chitaiaკოლექციაში შავი,ნაცრისფერი,თეთრი,ნარინჯისფერი და ცისფერი ნაჭრები ჭარბობდა.ნაცრისფერისა და ნარინჯისფერის,ნაცრისფერისა და ცისფერის კონტრასტი შასანიშნავ გამას ქმნიდა.ქალის სილუეტი ფართო მხრებიანი პერანგებითა და ხალათებით შეიმკა.ნაჭრების და ფერების კომბინაციამ კოლექციას შესანიშნავი ელფერი შესძინა.
More is Love
კოლექციამ ჩვენს,არამხოლოდ მოდურ არამედ პოზიტიურ განწყობაზეც იზრუნა.მრავალფეროვნება More is Love თითქმის ყოველ კოლექციას ახასიათებს.ბუმბულებიანი პერანგები,ვარდისფერი კაბები თუ კოსტუმები,პატარა დისკოებით გაფორმებული კაბები.More is Love-მ ფურორი მოახდინა.ჩვენებაში მონაწილეობას არამხოლოდ მოდელები,არამედ ბრენდის კრეატიულ დირექტორთა მეგობრებიც იღებდნენ.მაგალითად რუსკა მაყაშვილი,რომელმაც შესანიშნავად გაიარა პოდიუმზე და ჩვეული პოზიტივით დაფიქსირდა ფოტოგრაფების წინაშე.
პოდიუმზე მოდელმა და ახლა უკვე დიზაინერი სალომე ღვინიაშილმაც გაიარა,მან ყველა ჰაეროვანი კოცნით დაგვაჯილდოვა და გაგვიღიმა.შეგვიძლია ვთქვათ,რომ სალომე არაფრით ჩამოუვარდებოდა "victoria's secret"-ის ნებისმიერ ანგელოზს.გთავაზობთ თვალისმომჭრელი სალომეს და სხვა მოდელების ფოტოებს,რომლებიც ჩვენმა ბლოგმა გადაიღო:
აღსანიშნავია,რომ More is Love-ის შავი დისკოებით გაფორმებული პალტო ვარსკვლავმა ნინა სუბლატმაც მოირგო ჟურნალ OK!-ის აპრილის ნომრის ფოტოსესიისთვის.





























Comments
Post a Comment