TAMANINI - თაკო ლეკიშვილის საინტერესო ინტერვიუ.


 თაკო ლეკიშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში.30 წლის ქართველმა დიზაინერმა დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „ტანსაცმლის და დიზაინის ტექნოლოგია“. დასაოჯახებელია.
ნინო გოგიძე დაიბადა ქალაქ თბილისში.ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.თაკო და ნინო ერთად სწავლობდნენ უნივერსიტეტში და იქ დამეგობრდნენ.
 სწავლის პერიოდშივე გეგმავდნენ საერთო ბრენდის შექმნას.2011 წელს შექმნეს ბრენდი TAMANINI,რომლის კოლექციაც თბილისის რიგით მეცამეტე მოდის კვირეულზე ვიხილეთ.
ჩვენ დავუკავშირდით თაკო ლეკიშვილს და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით:
-საიდან გაჩნდა ბრენდის სახელწოდების იდეა?
-ჩვენი სახელებიდან გამომდინარე (იღიმის)


-სულ რამდენი კოლექცია შექმენით და როგორ ეწყობით ერთმანეთს,ხომ არ გიწევთ რაიმე დეტალზე დავა?
-პირველი კოლექცია თბილისის მოდის კვირეულზე ვაჩვენეთ 2011 წელს,ერთად ვიმუშავეთ.მეორე ჩვენებაც
TFW 2011/12-ზე გავმართეთ.მე და ნინო ძირითადად ერთ აზრზე ვართ,ერთმანეთის აზრის გათვალისწინებას ვცდილობთ და საკმაოდ კარგად ვეწყობით ერთმანეთს,აზრებშიც და იდეებშიც.თუ რაიმე განსხვავებული აზრი ჩნდება,მუშაობის პროცესიც უფრო საინტერესო ხდება.

    
 -რომელ კოლექციას გამოარჩევდით?
-ალბათ,პირველ კოლექციას.ორივე კოლექციაზე ერთად ვიმუშავეთ.ყოველთვის ვცდილობთ, რომ სამოსი იყოს ახალგაზრდული.ორივე კოლექციის შემთხვევაში აქცენტი გავაკეთეთ,ფერებზე და ქსოვილის ხარისხზე.ტანისამოსს ძირითადად,კრეატიული და სიახლეების მოყვარული ქალებისთვის ვქმნით.





                     






 -მესამე კოლექციაზე მარტომ იმუშავეთ,რა იყო თქვენი ინსპირაციის წყარო?
-მესამე კოლექციის ინსპირაცია ოკეანე იყო.ჩემი აზრით,ეს თემა უსასრულოა,მაგრამ ვეცადე 24 ლუქში ჩავტეულიყავი,გადმომეტანა რაღაც ნაწილი.მედუზების პრინტები და წყალმცენარეები მქონდა.წყლის ეფექტისთვის ქსოვილებიდან ორგანზა ავარჩიე.სეზონის გათვალისწინებით გამოვიყენე,ასევე ბარხატი და შალი.

                         




-რას შეცვლიდით ქართველი ქალის გარდერობში და როგორი ტანისამოსი ჭარბობს თქვენსაში?არის რაიმე,რასაც ვერასდროს ჩაიცვავთ?
-ქართველი ქალის გარდერობში მუქ ტანისამოსს შევცვლიდი (იღიმის).რაც შეიძლება ჭრელი და ფერადი ტანისამოსი მომწონს.ორივეს თავისუფალი სტილი გვაქვს.მე ძალიან მომწონს კაბები და ვერასდროს ჩავიცვავ მომდგარ და არაკომფორტულ სამოსს.
-მოდის კუმირი თუ გყავთ და დიზაინერობის გარდა კიდევ რითი ხართ დაკავებული?
-რამდენიმე ბრენდი მომწონს,გამოვარჩევდი  "dries van noten "-ს.როგორც საქმე მხოლოდ ამ სფეროში ვართ.ისე კი მიყვარს ფოტოების გადაღება,მაგრამ ამბიციური არ ვარ,ჩემთვის ვიღებ და ვხატავ.

-სამომავლოდ რას გეგმავთ?
-მომავალში ვგეგმავთ კოლექციის გაკეთებას და ბრენდი
“TAMANINI”-ს მაღაზიის გახსნას.(იღიმის)


Comments