A Studio თბილისში.როგორ შეხვდა ქართველი მსმენელი ქეთა თოფურიას?
"თქვენ ძალიან კარგად იცით,რას ნიშნავს ჩემთვის A studio,მე ისინი ძალიან მიყვარს.
ეს არის მთელი პლანეტა.მათ არ ჰყავთ კონკურენტები" - თქვა ერთხელ ალა პუგაჩოვამ.A Studio მართლაც ყველასთვის საყვარელი ჯგუფია.ლეგენდარული კოლექტივი,უნიკალური სტილითა და დახვეწილი მუსიკით.ჯგუფმა არაერთხელ გაიმარჯვა სხვადასხვა კონკურსზე,სხვადასხვა ნომინაციაში.
2004 წლის ბოლოს,ჩვენმა ნაცნობმა - ცნობილმა ქართველმა პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ - შემოგვთავაზა მოგვესმინა დისკი,რომელზეც ქეთა თოფურიას სიმღერები იყო ჩაწერილი" -იხსენებს ბაიგალი სერკებაევი.
აგერ უკვე რამდენი წელია,ქეთა თოფურია ჯგუფის სოლისტია.მან დიდ წარმატებას მიაღწია რუსეთში და არა მხოლოდ...
დიდი წარმატების მიუხედავად,ქეთას ქართველი მსმენელი არ დავიწყებია და 10 მაისს თბილისში ჩამოვიდა,განუყრელ კოლექტივთან ერთად.
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.ყველა ღელავდა და პირზე რამოდენიმე სიტყვა : "ქეთა" და "A studio" ეკერათ.
თავისთავად,ქეთაც განიცდიდა სცენაზე გასვლის წინ,მაგრამ მისმა ჩვეულმა პოზიტივმა და დარბაზში მსხდომთა ოვაციებმა სიტუაცია განმუხტა.კონცერტი საათსა და ოც წუთს გაგრძელდა.მოვისმინეთ ჯგუფის სხვადასხვა სიმღერები.მაგალითად :Так же как все,Папа, мама (Ты и Я),Вот она любовь.მაგრამ მსმენლის განსაკუთრებული მოწონება ჯგუფის ჰიტმა Улетаю დაიმსახურა.დარბაზი ფეხზე იდგა,აპლოდისმენტები არ წყდებოდა.გარკვეული შოუ მაყურებელმაც მოაწყო.ჯგუფის ერთ-ერთი სიმღერაზე დარბაზი განათდა.მსმენელმა სანათებით გამოხატა სიმპატია ჯგუფის მიმართ.სცენიდან ულამაზესი სანახაობა გადაიშალა.
აღსანიშნავია ისიც რომ,ჯგუფის დამაარსებელმა,ბაიგალი სერკებაევმა სახალხოდ კიდევ ერთხელ მოუხადა მადლობა პარტერში მჯდომ,ნატო დუმბაძეს,წვიმიან ამინდში,სტუდიაში მოტანილი ქეთა თოფურიას სიმღერათა დისკისთვის.
ჩვენი ბლოგი დაესწრო კონცერტს.გთავაზობთ ფოტომასალას :

Comments
Post a Comment