ჯგუფმა "A'Studio" ბათუმში კონცერტი გამართა.

13 ივლისს ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე A'studio-ს სოლო კონცერტი გაიმართა.ეს A'studio-ს რიგით მეორე კონცერტია საქართველოში.შეგვიძლია ვთქვათ,რომ 2016 წელი ჯგუფის ქართველი მსმენელისთვის იღბლიანი აღმოჩნდა. კონცერტი,როგორც ჯგუფს ახასიათებს, საათ ნახევარი გაგრძელდა.შეასრულეს,როგორც ძველი ჰიტები,ასევე ახალი სიმღერებიც.აღსანიშნავია ისიც,რომ ქეთა თოფურიამ რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული სიმღერა "ჩიტო-გვრიტო" იმღერა,რომელიც ფილმ "მიმინოდან" გვახსოვს.სიმღერას განსაკუთრებული ოვაციები და აპლოდისმენტები მოჰყვა.
მოდის მოყვარული და გემოვნებიანი ქეთა თოფურიას სასცენო იმიჯი საქვეყნოდ ცნობილია,როგორც რუსეთში,ასევე საქართველოში.აღსანიშნავია,რომ მომღერალი მუდამ შეუდარებლად გამოიყურება.ასე მოხდა დღესაც.ქეთამ მოკლე შავი კაბა მოირგო,რომელსაც წელს ქვევით ლურჯი ნაჭრის ორნამენტი ამშვენებდა.შეგახსენებთ რომ მომღერალმა საკუთარი პრემიუმ-კლასის ტანსაცმლის ბრენდი - KETIone შექმნა,რომელმაც ათასობით ქალის გული დაიპყრო.კონცერტის შემდეგ "Casino International Batumi"-ში After party გაიმართა.





Comments
Post a Comment