თამო ვაშალომიძე მოდისა და მისი კარიერის შესახებ.
თამო ვაშალომიძე ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ფოტო მოდელია,რომელიც ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.კონკურსში "მის ბიკინი" მონაწილეობამ თამოს გამარჯვების ნაცვლად პოპულარობა მოუტანა.მოდელზე უამრავი სტატია იწერება,მისი განხვილვა აქტუალურობას არ კარგავს,განიხილავენ თამოს გარდერობს ,გოტიეს კაბიდან დაწყებული ბიკინით დამთავრებული,აქვეყნებენ მის ახალთახალ ფოტოებს აუზიდან,წერენ მის წარსულზე და მომავალ გეგმებზე.მოკლედ თამო ვაშალომიძე ის ფოტო მოდელია,რომელსაც მთელი საქართველო იცნობს,ამიტომ გასაკვირი არ არის,რომ ჩემი ბლოგი დაუკავშირდა თამოს და რამოდენიმე კითხვა დაუსვა.
სახელი: თამო ვაშალომიძე
დაბადების თარიღი: 12/07/1991 ჰოროსკოპი : კირჩხიბი დაბადების ადგილი : თელავი პროფესია,საქმიანობა : ფოტო მოდელი წონა: 62 კგ. სიმაღლე : 172 სმ.
-როგორ გახდი მოდელი და როგორი იყო შენი პირველი სამუშაო დღე? -ჩემი ფოტო მოდელობა მის ბიკინიდან დაიწყო,პირველი დღე ცოტა დაძაბული ,მაგრამ სასიამოვნო იყო. (იღიმის) -სად ატარებს თამო ვაშალომიძე დროის დიდ ნაწილს და რის/ვის გარეშე ვერ წარმოუდგენია თავი? -ყველაზე დიდ დროს თავის მოვლას ვუთმობ.ჩემი ახლობლების გარეშე თავი ვერ წარმომიდგენია. -რა არის შენი სილამაზის საიდუმლო? -ჩემი სილამაზის საიდუმლო ჯანსაღი ცხოვრების წესია.
-ვინ არის შენი საყვარელი დიზაინერი და რომელ ბრენდთან ითანამშრომლებდი სამომავლოდ? -დიზაინერებიდან დახვეწილი და გამორჩეულია "ANOUKI" ,სიამოვნებით ვითანამშრომლებდი"Yamamay"-ის ბრენდთან.
-რომელი სტილია შენთვის მეტად კომფორტული და რას ვერ ჩაიცმევ ვერასდროს ? -სტილს რაც შეეხება შესაბამისად მაცვია.ყოველდღიურად,სპორტულ სტილში კომფორტულად ვარ,საღამოებზე და გადაღებებზე კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით და კლასიკური კაბებით ვიწონებ თავს.ვერასდროს ვერ ჩავიცმევ დიდი ზომის ტანსაცმელს.
-მოდის სფეროს გარდა კიდევ,რით ხარ დაკავებული და რას გეგმავ სამომავლოდ? -ჩემი საქმე მაქვს.კერძოდ,პატარა ტურისტული კომპანია და სამომავლოდ მის გაფართოებას ვაპირებ.
4)

3)









Comments
Post a Comment