გილოცავთ ახალ 2 0 1 7 წელს !
მინდა,რომ ახალი სეზონი იმ თემაზე საუბრით
გავხსნა,რომელიც ყველას გვაინტერესებს.ამბობენ,ახალ წელს როგორც შეხვდები ისეთი წელი
გექნებაო.მოდით გავიგოთ,როგორ შეხვდნენ ახალ წელს მოდისა და შოუბიზნესის ქართველი წარმომადგენლები
და რა რჩევებს გვაძლევენ ისინი საახალწლო ჩაცმულობასთან დაკავშირებით.
მარკუს მეტრეველი/მომღერალი : ჩემთვის ახალი წელი ასოცირდება ბედნიერ,ბრჭყვიალა ემოციებთან,სიყვარულით და სიხარულით გაჟღენთილ გრძნობებთან,საჩუქრებთან...იმდენად მიყვარს წინა საახალწლო პერიოდი,რომ რამოდენიმე თვით ადრე ვიწყებ მზადებას.ნაძვის ხე,ჩურჩხელები და გოზინაყი - ჩემი საახალწლო გარემოს განუყრელი ატრიბუტებია.ვფიქრობ,რომ ეს დღესასწაული უფრო გვაახლოებს ერთმანეთთან.
ახალ წელს ყოველთვის სცენაზე,კულისებში ან გზაში ვხვდები.წელსაც არ დავარღვიე ტრადიცია და სცენაზე შევხვდი.
მარკუს მეტრეველი/მომღერალი : ჩემთვის ახალი წელი ასოცირდება ბედნიერ,ბრჭყვიალა ემოციებთან,სიყვარულით და სიხარულით გაჟღენთილ გრძნობებთან,საჩუქრებთან...იმდენად მიყვარს წინა საახალწლო პერიოდი,რომ რამოდენიმე თვით ადრე ვიწყებ მზადებას.ნაძვის ხე,ჩურჩხელები და გოზინაყი - ჩემი საახალწლო გარემოს განუყრელი ატრიბუტებია.ვფიქრობ,რომ ეს დღესასწაული უფრო გვაახლოებს ერთმანეთთან.
ახალ წელს ყოველთვის სცენაზე,კულისებში ან გზაში ვხვდები.წელსაც არ დავარღვიე ტრადიცია და სცენაზე შევხვდი.
რაც შეეხება სხვა ტრადიციებს:ახალი წლის დადგომამდე ფურცელზე ვწერ 10 უარყოფით ფაქტს ძველ წელთან დაკავშირებით, ბოლო 15 წუთის განმავლობაში ვწვავ და ფერფლს ფანჯრიდან ვყრი,შემდეგ ვწერ 10 სურვილს და ახალი სურვილებით ვეგებები წელს.
ახალი წლის დღეებში აქტუალურია : წითელი,თეთრი,შავი,მწვანე,ლურჯი და ვერცხლისფერი.
მეც წითელი ფერით შევხვდი ახალ 2017 წელს.
ყველას გისურვებთ სულიერ კომფორტს,ჯანმრთელობას,ბედნიერებას და ერთმანეთის სიყვარულს,არა მხოლოდ ახალ წელს,არამედ ყოველდღიურადაც.
ნათია რაზმაძე/“Bessarion STORE“-ს დირექტორი: ეს ახალი წელი განსაკუთრებული იყო ჩვენი ოჯახისთვის.ყველა ერთად შევხვდით.წლებია ამას ვერ ვახერხებთ,რადგან ჩემი ძმა,ბესარიონი საქართველოში არ ცხოვრობს და ყოველთვის მოსკოვში ხვდებოდა ახალ წელს,ჩვენ კი აქ,საქართველოში.ასე რომ,წელს უზომოდ ბედნიერები ვართ.
რაც შეეხება ტრადიციებს,ნაძვის ხეს მთელი ოჯახი ერთად ვრთავთ,ოჯახის თითოეული წევრი ვიღებთ მონაწილეობას მორთვის პროცესში.როგორც ყველა,ჩვენც სახლში შევხვდით ახალ წელს და საჩუქრებით გავახარეთ ერთმანეთი.
გირჩევთ,რომ ჩაიცვათ ლამაზი სვიტრები და დაიხუროთ ლამაზი ქუდები.არჩევანი შეაჩერეთ იმაზე რაც გიხდებათ და თბილია.
მე კი დაგიმატებთ რომ მაღაზიაში,რომელიც ფალიაშვილი 47-ში მდებარეობს ბევრი სიახლე გელოდებათ.ახალი ტანისამოსი და ეს მოდური “Clown“ სვიტრები.
ნატო დუმბაძე/პროდიუსერი: ახალ წელს ძალიან მხიარულად შევხვდი.თოვლის ბაბუამ დააგვიანა.ორი წუთი ეკლდა თორმეტს,რომ შემოვიდა და სახლში ჟრიამული ატყდა.
ტრადიციას,რაც შეეხება მეკვლეს ვირჩევ და ველი ხოლმე.ვუმზადებ საჩუქარს და ყველას ვაფრთხილებ,რომ მეკვლეს მოსვლა არ დაასწრონ.
გილოცავთ ახალ წელს საყვარელო ადამიანებო!მინდა სულ ასეთი გაბრწყინებულები,ლამაზები,ბედნიერები და გაბარაქიანებულები იყოთ.გვიყვარდეს ერთმანეთი და მუდამ ბედნიერები ვიქნებით.
გივი რაზმაძე/ Streetstyle.ge-ს რედაქტორი: ახალი წელი, ეს ფაქტობრივად თავადვე ასოცირდება კარგ განწყობასთან და ალბათ, ამიტომ ვცდილობთ ყველაფრის მიუხედავად გვქონდეს და შევიქმნათ იდეალური განწყობა. ამიტომაც ვგეგმავთ სხვადასხვა პოზიტიურ აქტივობებს. მეც ისევე, როგორც ყველა, ახალი წლის ღამისთვის ვამზადებ სამოსს, ვგეგმავ თუ როგორ და სად შევხვდები ახალ წელს და რა გახდის ჩემს განწყობას განუმეორებელს. ყოველთვის ვხვდები სახლში ოჯახთან ერთად, რაც უცვლელი ტრადიციაა და ფაქტობრივად, ჩვენი საახალწლო შეკრება ჰგავს ამერიკული მადლიერების დღის სუფრას,რადგან ყველა ვიკრიბებით და ვცვლით გასული წლის ინფორმაციას ერთმანეთთან და ვულოცავთ ახალი წლის შემოსვლას.შემდეგ, მეგობრებთან ერთად, რომელიმე ივენთს ვსტუმრობ, სადაც მათთან ერთად ვქმნი კიდევ ერთ კარგ საახალწლო მოგონებას და ვიმუხტები მომავალი ერთი წლის ემოციით.
რაც შეხება 2017 წლის ტენდენციურ სამოსს, რაღა თქმა უნდა რიგ ღონისძიებებსა და ლოკაციებს, რომელსაც აუცილებლად სჭრიდება კლასიკური სტილი უცვლელი დარჩება.
ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყველაზე ტენდენციური ვეტმენსის და ბალენსიაგას სტილია, რომელსაც ჩვენი ქართველი მეგრელი დემნა გვასალია ქმნის. ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა, იყოს ქართველი ტრენდი! და ამავდროულად ინსპირაცია სხვა დიზაინერებისთვის რაც უკევე არაერთგზის შემჩნეულა. არაფერს ვამბობ მხოლოდ მისი სტილის ატაცებაზე, პლაგიატიზმიც გავრცელდა დემნას გამო.მოკლედ ვფიქრობ, რომ ამ წელს და კიდევ უახლოესი რამოდენიმე წელი ის აქტუალურობას არ დაკარგავს. რაც შეხება ფერებს : ქალბატონებში ზურმუხტისფერი და ლაჟვარდისფერი მიმაჩნია შესამჩნევად. მამკაცებთან კი საკითხი სხვაგვარად დგას. ვფიქრობ ყავისფერი და ჩალისფერი, შეხამებული სხვადასხვა ფერებთან ,თუნდაც შავთან, ყოველთვის დადებით განწყობას გამიჩენს მისი ლუქის მიმართ.
თაკო ლეკიშვილი/ დიზაინერი “TAMANINI”-ში : ვფიქრობ რომ ყოველი დღე ახალი წლის დასაწყისია და მაინცდამაინც ოცდათერთმეტს არ უნდა ველოდებოდეთ ახალი რამის მოლოდინში.ძალიან მომწონს საჩუქრების ტრადიცია.იქიდან გამომდინარე,რომ ხმაური არ მიყვარს სახლში ოჯახთან ერთად ვხვდები.ტრადიციად მაქვს სუნამოს ყიდვა.
ჩაცმულობას რაც შეეხება ფერებს გირჩევთ: ვერცხლისფერს,ოქროსფერს,მაქსიმალურად ბრჭყვიალა ფერებს და თუ ვინმესთვის მამლის წელს რამე დატვირთვა აქვს - წითელს.
ახალ წელს ტრადიციულად ოჯახთან ერთად შევხვდი სახლში, თან ჩემი ძმა იყო ჩამოსული საქართველოში და ეს კიდევ ერთი დიდი სიხარული იყო ჩვენი ოჯახისთვის.როგორც ბავშობაში ამ ახალ წელსაც მთელი ოჯახი ისევ ერთად შევიკრიბეთ. დაახლოებით პირველი საათის შემდეგ როგორც წესი გავდივართ ჩვენს მეგობრებთან ერთად და წელსაც ანალოგიურად მე და ჩემი მეუღლე, გიგი წავედით მეგობრების წრეში აღსანიშნად. განსაკუთრებული ტრადიცია ალბათ ისევე როგორც ყველას ნაძვის ხის ქვემოთ დაწყობილი საჩუქრების გახსნაა , რასაც ყოველ წელს ისევ ბავშური მოუთმენლობით ველოდები ხოლმე.
რაც შეეხება ფერებს,არავითარ შემთხვევაში შავი და მუქი ფერები და მნიშვნელობა არ აქვს რისი წელი მოდის.თუმცა წელს ძალიან აქტუალურია ბრჭყვიალა ნაჭრის სამოსი.










Comments
Post a Comment