2017 წლის მთავარი ტენდენციები.


2017 წელს დიზაინერებს უფრო ძლიერი ქალის დანახვა სურთ - განიერი მხრები და მაღალი პლატფორმები.სხვადასხვა ჩვენებებზე ნანახიდან გამომდინარე შეგვიძლია გავიხსენოთ მთავარი ტენდენციები,რომლებიც ძალიან მალე ქუჩებშიც გავრცელდება.
ლეგინსები
ისინი ბრუნდებიან.სწორედ ის ლეგინსები,რომლებიც 80-იანების სპორტული გადაცემის წამყვან,აერობიკის მასწავლებელ ქალებს ეცვათ ხოლმე.ლეგინსებმა პოდიუმიდან რეალურ ცხოვრებაშიც გადმოინაცვლეს.მათი ტარება კაბის შიგნით შეგიძლიათ.მოდაშია ასევე ველოსიპედისტების შორტებიც,მაგრამ ეს საზოგადოების გამბედავ წარმომადგენლებს ეხებათ.
 ნეონი
ნეონი ახალ სეზონზე წარმოუდგენლად ქალურად იქცა.მყვირალა წარწერები და ყოველგვარი პრინტები წარსულს ჩაბარდა,ახლა ყველაზე ქალური ორნამენტების დრო დადგა.წელს დიზაინერები ნეონის „ყვავილოვან ნიმუშებს“ გვთავაზობენ.გასაკვირი არ არის,რომ პირველად დემნა გვასალია წარადგინა „ყვავილოვანი ნიმუშები“ „ბალენსიაგას“ ჩვენებაზე.


ნეილონი
დემნას დამსახურებით ნეილონი წლის ყველაზე მოთხოვნად ნაჭრად იქცა.ახლა ის ყველა თავმოყვარე დიზაინერის არსენალშია.თქვენც გირჩევთ,რომ ნეილონის არ შეგეშინდეთ.დავამატებ,რომ თუ გსურთ წელს ყველაზე მოდურად გამოიყურებოდეთ ყურადღება მიაქციეთ „ბალენსიაგას“ ნეონის ბოტფორტებსა და ლეგინსებს.


 
ფართო მხრები
  კუთხოვანი და გასაოცრად ძლიერი მხრები - მთავარია! იფიქრეთ თქვენი სადა,კლასიკური კოსტიუმისა და მოკლე შავი კაბის გადაკეთებაზე.ეცადეთ რაც შეიძლება სკულპტურული ფორმა მისცეთ.


რაც არ უნდა გეცვათ გახსოვდეთ,რომ დიზაინერების მიერ შექმნილ თითოეულ დეტალს თავისი ისტორია აქვს - 2017 წელს ისინი გვიყვებიან ლამაზი და წარმოუდგენლად ძლიერი ქალის ისტორიას.წელს წინა პლანზე იქნებიან ისეთი ქალბატონები,როგორებიც არიან ანჯელინა ჯოლი და ვიქტორია ბექჰემი.დაიმახსოვრეთ,მაშინაც კი თუ უბრალო მაისურის ჩაცმას გადაწყვეტთ,შეურჩიეთ შესაბამისი,სადა წარწერა,ყოველგვარი სულელური შეძახილების გარეშე.


Comments