2017 წლის "ოქროს გლობუსის" წითელი ხალიჩა.



დღეს ღამით (თბილისის დროით) ლოს-ანჯელესში "The Beverly Hilton Hotel"-ის სასტუმროში მსოფლიო კინოს ყველაზე გლამურული და პრესტიჟული დაჯილდოვება გაიმართა."ოქროს გლობუსის" წლევანდელი ფავორიტები გახდნენ : " La La Land ", "Moonlight" და "Manchester by the sea".

  2016 წლის ნოემბერში შევიტყვეთ,რომ მერილ სტრიპს მიენიჭა სესილ დემილის პრესტიჟული ჯილდო,კინომატოგრაფიის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის.2017 წელს ნომინაციით - "მის ოქროს გლობუსი" სილვესტერ სტალონეს სამივე ქალიშვილი დაჯილდოვდა.




ცერემონია მიყავდა ჯიმი ფელონს ( შესაძლოა სწორედ იგი ვიხილოთ "ოსკარის" დაჯილდოვებაზეც).ტრადიციისამებრ,ჯილდოს მოწვეული სტუმრები არიგებდნენ.
ჰიუ ლორს ,როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვან მსახიობს,მინი-სერიალსა და ტვ-ფილმში ჯილდო გადასცეს ნაომი კემპბელმა და მეთ ბომერმა.
 ტელეფილმის/მინი-სერიალის საუკეთესო მსახიობი გახდა ტომ ხიდლსტონი.ჯილდო მამაკაცის საუკეთესო როლისთვის (კომედია/მიუზიკლი ) მიენიჭა რაიან გოსლინგს,საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი ( კომედია/მიუზიკლი) გახდა ემა სტოუნი.დემიენ შაზელმა მიიღო წლის საუკეთესო რეჟისორის ტიტული,ხოლო თავად ფილმა "საუკეთესო მიუზიკლის ან კომედიის" ჯილდო აიღო.მოკლედ, "La La Land"-მა ყოველგვარი რეკორდი მოხსნა.

ვულოცავთ ყველა იღბლიან გამარჯვებულს და გთავაზობთ ფოტოებს დაჯილდოვების წითელი ხალიჩიდან.



ემა სტოუნი/VALENTINO



სიენა მილერი/Michael Kors



ნიკოლ კიდმანი/Alexander McQueen


ბლეიკ ლაივლი/ATELIER VERSACE


ევან რეიჩელ ვუდი/Altuzarra


ჯესიკა ჩესტეინი/ Prada


ნატალი პორტმანი/Prada



ლოლა კერკი/Andrew Gn


ნაომი კემპბელი/ATELIER VERSACE


ემი ადამსი/Tom Ford


სარა ჯესიკა პარკერი/Vera wang


გვენდოლინ კრისტი/Vivienne Westwood Couture


ლილი კოლინზი/Zuhair Murad


 რაილი კიო/Chanel Haute Couture


ჯესიკა ბილი/Elie Saab


მიშელ უილიამსი/Louis Vuitton


რიზ უიერზპუნი/ATELIER VERSACE


მონიკა ბელუჩი/Ralph Lauren




Comments