მიშო ბეგაშვილის "ფოტოობიექტივი".



 ფოტოგრაფია არის შეგრძნების, შეხების სიყვარულის გზა. ის , რასაც შენ აღბეჭდავ ფირზე გაგახსენებს იმ პატარა მოგონებებს, რომლებიც შენ აღარც კი გახსოვს.კამერა ადამიანის თვალზე განსხვავებულად ხედავს სამყაროს და ზოგჯერ სწორედ ეს განსხვავება ხდის ფოტოს მიმზიდველს.
 მოძღვრებას,რომელიც მეცხრამეტე საუკუნის აღმოჩენად ითვლება საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ისტორია აქვს,მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს.დღეს მინდა გაგაცნოთ ქართველი ფოტოგრაფი - მიშო ბეგაშვილი,რომელიც ერთი წელია გამოჩნდა ქარველ ფოტოგრაფთა ასპარეზზე და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს.
  -რას საქმიანობ და როდის გაგიტაცა ფოტოგრაფიამ ?
  - 
ამჟამად ჩემი საქმიანობა არის ფოტოგრაფია, მაგრამ არ ითვლება პროფესიად. ვსწავლობ შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში ,ტურიზმზე. დამთავრების შემდეგ ეს იქნება ოფიციალური პროფესია. ფოტოგრაფიით ერთი წლის წინ დავინტერესდი და პირველი წარმატებული კადრიც მალევე გამოვიდა,როდესაც გადავუღე თამო ვაშალომიძეს,ამ ფოტოებს რამოდენიმე დღიანი განხილვა მოჰყვა და მოწონებაც დაიმსახურა.
-გარდა იმისა რომ ფოტოგრაფი ხარ,თავადაც პოზირებ კამერის წინ,შენი ფოტოების უმრავლესობა,ძირითადად თამამია და ხაზს უსვამს შენს ათლეტურ აღნაგობას.რა რეაქციას აქვს საზოგადოებას და რას ფიქრობ ამაზე თავად ?


-პოზირება ისევე მიყვარს როგორც სხვისი გადაღება.ჯერ-ჯერობით ჩემს თამამ ფოტოებს საზოგადოების აგრესია არ გამოუწვევია.პირიქით,აღნიშნავენ,რომ ძალიან მოსწონთ.როდესაც მონაცემები ხელს გიწყობს გამოჩენისაც არ უნდა მოგერიდოს.მთავარია,ესთეტიურად მიუღებელი არ იყოს.





-ვინ/რა ხვდება ყველაზე ხშირად შენს ობიექტივში და გაქვს თუ არა განსაკუთრებული ნიშან-თვისება,რომელიც სხვა ფოტოგრაფებისგან გამოგარჩევს?
-ჩემს ფოტოობიექტივში ძირითადად ქართველი ფოტო-მოდელი,თამო ვაშალომიძე ხვდება. - გამომდინარე იქიდან რომ,მისი პირადი ფოტოგრაფიც ვარ.
 ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებული ხელწერა მაქვს.ყველა ფოტოგრაფს სხვადასხვა ხედვა აქვს,რაც ერთმანეთისგან განგვასხვავებს.


-რომელი ან როგორი აპარატით გადაღება არის შენთვის მეტად კომფორტული?
-ჩემთვის მოსახერხებელია ციფრულით გადაღება,ფირით არასდროს არც ერთი კადრი არ გადამიღია.
-როგორ ფიქრობ საქართველოში ნიჭიერი ფოტოგრაფები გვყავს და რა რჩევას მისცემდი მათ?
-საქართველოში ჩემთვის არის რამოდენიმე ნიჭიერი ფოტოგრაფი,თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უნაკლო ნამუშევრებს სთავაზობენ საზოგადოებას.

 რჩევას ვერც ერთ ფოტოგრაფს ვერ მივცემ, რადგან რჩევის მიცემა პროფესიული კუთხით ჩემთვის დაწუნებასთან ასოცირდება და გემოვნება რაც შეეხება საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მოეწონება, გარკვეულს - არა. ყველას თავისი გემოვნება აქვს და რადგან იღებენ ასეთ სტილში,ეს მათი ხედვის წყაროა.
-რამოდენიმე წინადადებით დაამსხვრიე ან მხარი დაუჭირე ქართულ სტერეოტიპს : "აპარატი იყიდა და ფოტოგრაფი გახდა".
-ეს სტერეოტიპი ნამდვილად გავრცელებულია საქართველოში.დამწყებ ფოტოგრაფებს,სწორედ ამ ფრაზით აკრიტიკებს საზოგადოება.რაც ჩემთვის მიუღებელია.ვთვლი,რომ ნებისმიერი წამოწყება დასაფასებელია.



-როგორი უნდა იყოს ადამიანი,რომ მისი გადაღება მოგინდეს და სამომავლოდ რა გეგმები გაქვს ?
-
მე რომ ადამიანის გადაღება მომინდეს აუცილებლად უნდა იყოს სექსუალური მონაცემების მქონე და ეშხიანი.სამომავლოდ ძალიან კარგი გეგმები მაქვს და აუცილებლად განვახორციელებ.ჯერ-ჯერობით გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ. უბრალოდ საზოგადოება უნდა დაელოდოს .


ინტერვიუს ბოლოს გთავაზობთ მიშოს ნამუშევრებს :











Comments