ცნობილი ქართველი ქალების ახალი წელი.



 მიუხედავად იმისა რომ ჩვენს გარშემო საახალწლო ეიფორია ნელნელა ქრება,ჩვენი ბლოგი ცდილობს შეგინარჩუნოთ განწყობა და საახალწლო რუბრიკის ფარგლებში კიდევ ერთ სტატიას გთავაზობთ.

 დამეთანხმებით რომ ახალი წლის მოახლოება ზოგიერთი ქალისთვის დიდი ტვირთია.ქართველი ქალისთვის ახალი წელი ხშირ შემთხვევაში საჭმლის მზადებასთან და სახლის ლაგებასთან ასოცირდება,მაგრამ საინტერესოა როგორ ხვდებიან ახალ წელს ცნობილი ქართველი ქალბატონები.

თეა აგლაძე/ჟურნალ "ბომონდის“ მთავარი რედაქტორი :
“ახალი წლისთვის მზადება უფრო მომწონს ვიდრე თავად დღესასწაული. განსაკუთრებულად არ ვიმოსები, ახალ სამკაულს ვყიდულობ  ყოველთვის.  მთავარი კარგი განწყობა და სწორი სურვილების ჩაფიქრებაა!“



იუნა შაფათავა / მსახიობი : ახალი წლისთვის ნიუ იორკში ჩამოვედი.ტაიმზ-სქვერზე მინდოდა ყოფნა,მაგრამ გადავიფიქრე.ჩემმა ქართველმა მეგობრებმა ერთ ცნობილ კლუბში დამპატიჟეს და ვინაიდან ეს ჩემი პირველი ახალი წელი იყო ნიუ იორკში წასვლა გადავწყვიტე. კლუბში “Lavo New York” ნამდვილი საგიჟეთი იყო.ძლივს გადავრჩით,მაგრამ ცოტაოდენი შამპანურის,არყისა და კოქტეილების შემდეგ ჩვენც გავგიჟდით და დილამდე ვიმხიარულეთ.ძალიან კარგად გავერთე.მხარზე ნაკაწრი,ფეხები დალურჯებული - სამაგიეროდ old lang syne-ზე დავითვალეთ ...კარგი იყო.
ტრადიციულად, უნდა ვიყო ახალ ადგილას,კარგ, კეთილ ადამიანებთან ერთად-ეგ ავისრულე.,უნდა დავწერო სურვილი ქაღალდზე,დავწვა ის ქაღალდი,ჩავაგდო შამპანურში ფერფლი და დავლიო - და მერე ვკვდები იმ ფერფლისგან, მაგრამ ამჯერად ამას იმ საგიჟეთში ვერ შევასრულებდი.
ჩაცმას რაც შეეხება,ვის როგორ ურჩევნია.ყველა ცდილობს ახალი ჩაიცვას, მეც ასევე,წელს ყელსაბამი ამოვიჩემე,მგონი,კაბაზე დიდი იყო.მთავარია განწყობა...თუ შეიძლება,ყველას მინდა ვუსურვო ბედნიერება, გეგმების და ოცნებების ასრულება.დიდი მადლობა.



 მერსი სულხანიშვილი / ჟურნალისტი :
ახალი წელი ჩემთვის ცვლილებებთან ასოცირდება პირველრიგში. განსაკუთრებით მიყვარს, მართლაც ჯადოსნური ღამეა. მაქვს ჩემი რამდენიმე ტრადიცია, რომელსაც სულ ვასრულებ. უკვე ტრადიციულად მერამდენე წელია ახალ წელს, როგორც თითქმის ყველა ჩემი კოლეგა მეც გარეთ ვხვდები სამუშაო გარემოში. ახალი წლის დღეებში კარგი იქნება თუკი ექსტრავაგანტულად შეიმოსებით. აქცენტი გააკეთეთ ბრჭყვიალა სამოსსა და მაკიაჟზე. კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს ხვავს, ბარაქას, სიკეთეს, სიყვარულს და რაც ყველაზე მთავარია ღიმილიან სახეებს გისურვებთ!







მარიტა ჯანაშია/მოდელი :
ახალ წელს ჩემს მეგობრებთან ერთად შევხვდი ბაკურიანში. ზოგადად ჩემ
ოჯახში ახალ წელზე მეტად ჩემი დაბადების დღე აღინიშნება ხოლმე, ამიტომ მეც ვიბნევი რომელი უფრო მიხარია ხოლმე ვეღარ ვხვდები. წელს წითელზე შევაჩერე არჩევანი თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ რა მეცმევა თქო რომ ვთქვა, არ იქნება მართალი. ძირითადად რის ხასიათზეც ვარ იმაზე ვაკეთებ არჩევანს. წელს ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი ახალი წელი იყო და კარგი იქნება თუ ტრადიციასავით დაიგეგმება ბაკურიანში აღნიშვნა.




Comments