დოუცენ კრუზი : " გასულ საღამოს შევცოდე..."


რა ტანია!როგორი გასაოცარი ფიგურა...
 პარიზი.პატრიკ დე მარშელიეს ფოტო-სტუდია,სადაც ოცდათერთმეტი წლის დოუცენ კრუზი ფოტოსესიისთვის ემზადება.მან უნდა მოირგოს ვიწრო ტყავის ჟაკეტი და მჭიდრო,მოტკეცილი კაბა.
 "გასულ საღამოს მე შევცოდე" - იღიმება დოუცენ კრუზი.პარიზი - ჩემთვის ვნების ქალაქია.მოდელი არა - მამაკაცებსა და ცეცხლოვან კანკანს,არამედ უგემრიელეს,მაგრამ ცხიმიან კამბალას გულისხმობს.შესცოდა,მერე რა მოხდა ,მაგრამ სუპერმოდელი ამბობს - "მე ის ვარ,რასაც ვჭამ.მე ყურადღებით ვარჩევ ყველაფერ იმას,რის მირთმევასაც ვაპირებ.ასე გამზარდეს"


                                                 ბუმბულებიანი ბიუსჰალტერი და შორტები - Prada.
                                                 ლაქის,ტყავის ფეხსაცმელი - Botegga Vaneta.


 მუსიკოს და დიჯეი ქმართან,ჯიჯი სანერი ჯეიმსთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ,მაგრამ მიატოვეს სახლი ტრიბეკაში და ამსტერდამში გადავიდნენ.ასე რომ მოდელი ველოსიპედით გადაადგილდება.ასევე უყვარს იოგა და პილატესი. - "მინდა,რომ მეტი ვივარჯიშო".
 დილაობით ადრე ადგომა უწევს,რათა თავისი შვილი,ფილენი საბავშვო ბაღში მიიყვანოს. - "მასთან ერთად აბაზანას ვიღებ,ვიხეხავ კბილებს,მაგრამ მაკიაჟის გაკეთებისთვის დრო არ მრჩება".
როდესაც სახლში ბრუნდება,ორი წლის მილენა უკვე გაღვიძებული ხვდება. საუზმედ - სტაფილო,ისპანახი და სმუზი ლიმონით. - " ყოველივე ამას მე ვუმატებ ქოქოსის წვენს.ბოსტნეული შეიცავს ბევრ ვიტამინებს,სასარგებლოა როგორც დიდებისთვის,ასევე პატარებისთვის და დილითაობით ადვილი მისაღებია." 

როგორც მოდელებს ახასიათებთ,დოუცენ კრუზსაც ღრმად სწამს ვიტამინების აუცილებლობისა: "ვიტამინი D მნიშვნელოვანია,ის ქალებს იცავს მკერდის კიბოსგან.ასევე,საჭიროა მაგნიუმი და ვიტამინი C".
 ეს ყოველივე არ ნიშნავს,რომ დოუცენ კრუზი ასკეტურია : "თუ კაპუჩინოს მივირთმევ,აუცილებლად ვურევ full fat milk-ს,რათა სრულყოფილად შევიგრძნო გემო.მაგრამ მე არ მჭირდება დღეში ათი ჭიქის დალევა,ერთიც საკმარისია.როდესაც მე მინდება კარტოფილი ფრი,რა თქმა უნდა მე მას მივირთმევ,მაგრამ არა მთელ ტაფას.ზომიერება და პროპორციის დაცვა ყველაფერშია საჭირო".




                                                                           ტყავის ქურთუკი და კაბა - Gucci.

დოუცენი - ძუძუთი კვების მომხრეა და შვილებს იმდენს აჭმევდა,რამდენიც შეეძლო.როგორც ამბობს,თავისი სამსახური იმიტომ მოსწონს,რომ ხანდახან აქვს დრო დაისვენოს დედის მოვალეობებისგან: " უკვე დიდი ხანია ბავშვებს ფოტოსესიებზე არ ვატარებ.დილაობით,მათთვის უკეთესია საკუთარ ლოგინში გაღვიძება,მე კი მრჩება დრო სასტუმროს ნომერში ნებივრობისთვის".
 თუ შესაძლებლობა აქვს სძინავს მინუმუმ შვიდი საათი.გვიანობამდე ძილი არ უყვარს. - "ძალიან ადრე ვდგები,დილას,ისე ვატარებ,რომ არსად არ მეჩქარება და თავს თავისუფლად ვგრძნობ."
 მაშინ,როდესაც მეუღლე გადაღებებზეა სახლის პატრონობა მოდელის ქმარს უწევს : "ქმარი ვალდებულია,რომ ხანდახან შვილებთან დარჩეს.მე მაქვს ჩემი ცხოვრება,გატაცებები და სამსახური.ეს მნიშვნელოვანია,რადგან ოჯახში ახალი წევრის გაჩენის შემდეგ,ხშირია მომენტები,როდესაც დედები თავს  კარგავენ და ცხოვრებას მთლიანად შვილებს უძღვნიან.ბალანსი სამსახურსა და სახლს შორის უსაფრთხოების შეგრძნებას განიჭებთ."



                                       კაბა,ქუდი და მუხლამდე ტყავის ფეხსაცმელი - Gucci.

მოდელი იშვიათად მოგზაურობს და მეტ დროს უთმობს საკუთარ თავს - "საჭიროა დიდი რაოდენობით წყლის და სწორი ცხიმების მიღება.ყველა სახის სალათში ავოკადოსა და ქოქოსის ზეთს ვუმატებ".
 
ის ისეთი თავდაჯერებული ჩანს,მაგრამ საეჭვოა ცხოვრებაში რამე აწუხებდეს.ის ხომ ხუთ ყველაზე მდიდარ,ათ ყველაზე სექსუალურ და ას ყველაზე მოთხოვნად მოდელთა სიაში შედის : "როგორ დარჩე თავდაჯერებული ? მე თითქოს შუშის ვიტრინაში ვცხოვრობ და ყველა ამბობს :შეხედეთ,ის შესანიშნავია! მაგრამ რას ნიშნავს ყოველივე ეს ? საღამოს,როდესაც სახლში ბრუნდები შენ ხვდები,რომ ეს არაფერს არ ნიშნავს.
 ჩვენ თაობას ცუდ პერიოდში მოუწია ცხოვრება: ყველაფერი გაფუჭებული და დაზიანებულია,ყველაფერი ცარიელია.ადამიანებმა ბედნიერების გრძნობა დაკარგეს.მაგრამ ჩვენ ხომ ყველაფერი გვაქვს!უნდა ვიყოთ მადლიერნი,მეც ვცდილობ ვიყო მადლიერი".
- დოუცენი ჟურნალისტს ემშვიდობება და პატრიკისკენ მიემართება.ის უკვე დიდი ხანია ელოდება.


                                            ბრჭყვიალა აბრეშუმის  კაბა - Ralph Lauren Collection
                                            საყურე - Lutz Huelle
.


Comments