შუპეტ ლაგერფელდი - ყველაზე მოდური კატა გალაქტიკაში.




 წმინდა ბეწვი,ღრმა ლურჯი თვალები და წარმოუდგენელი დახვეწილობა ფოტოკამერის წინ...ამ კატას 90 ათასი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.გასაკვირი არც არის,მისი პატრონი ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პიროვნება - კარლ ლაგერფელდია,რომელიც ყველასთვის საყვარელი მოდის სახლის " CHANEL" კრეატიული დირექტორია. მის საყვარელ სპორტის სახეობაზე და საჭმელთან დაკავშირებულ ჩვევებზე შუპეტ ლაგერფელდის პირადი ძიძა ფრანცუაზა საუბრობს.


სპორტის საყვარელი სახეობა :
შუპეტი - სუპერენერგიული კატაა.უყვარს,როდესაც სხვა კატებს დასდევს,ხტუნავს და იმალება.როდესაც,ასე ერთობა მე მისი პირადი მწვრთვნელი ვხდები.გარდა ამისა,ხშირად დაკავებულია იოგით : კატის პოზა, პოზა - " ძაღლი სახით დაბლა " , კობრას პოზა...ძირითადი ბარიერული ასანები ათვისებული აქვს.





აბრეშუმისებრი ბეწვის და წმინდა შეხედულების საიდუმლო:
ჩვენ ერთად ვწმენდთ ბეწვს დღეში დაახლოებით, ექვსჯერ.მას ეს მოსწონს.ძალიან უყვარს მასაჟი კისრის და მკერდის მიდამოებში.რაც შეეხება თვალებს,ჩვენ ყოველდღე ვამოწმებთ მათ და ვიწვეთავთ Ocryl-ს.




სპეციალური დიეტა :
შუპეტს მოსწონს ორი სახეობის მშრალი საკვების ნარევი Hill’s Science Plan-სგან.
პირველი ზრუნავს მისი ბეწვის სირბილესა და ბრწყინვალებაზე.მეორე - გაუმჯობესებაზე.ხანდახან,თავს უფლებას აძლევს მიირთვას ქათმის ნამცხვარი,მას ჩვენ ვეტერინარულ მაღაზიაში ვყიდულობთ.შუპეტი მხოლოდ გაფილტრულ წყალს სვავს.პირდაპირ გრაფინიდან.



მცირე დანაშაულებზე:
ოდესღაც მას უყვარდა კრევეტები,ახლა პატრონის ზეთის ლოკვა ურჩევნია.



საყვარელი ადგილი რელაქსაციისთვის:
შუპეტს ყველაზე მეტად კარლის გარდერობი უყვარს.ხშირად,ისვნებეს მის ქურთუკებს შორის.მან იცის,რომ ეს ყველაზე წყნარი ადგილია მთელ სახლში,ამასთან ერთად მოსწონს სიბნელე.



საყვარელი ონლაინ-მაღაზია:

მუყაოს ფრჩხილები,რომლებსაც ვყიდულობთ  cat-on.fr-ზე,იდიალურად მიდის მის ექსპრეს მანიკურზე.


სავალდებულო რიტუალები დაძინებამდე:
მისი ღამის ქოთანი კარლის საძინებელში დგას.შუპეტს პატრონის მხართან სძინავს.როგორც ყველა აქტიური კატა,შუპეტიც ადრე იღვიძებს,დაახლოებით დილის შვიდის ნახევარზე და ელოდება,როდის მოუმზადებს კარლი საუზმეს.

Comments