ქეით მოსმა თაყვანისმცემლის წერილს უპასუხა,რომელიც ოცი წლის წინ დაიწერა.

"სჯობს გვიან ,ვიდრე არასდროს "


90-იანების შუალედში ქეით მოსი მოდის ინდუსტრიის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. - გასაკვირი არ არის,რომ ის ხშირად იღებდა წერილებს თაყვანისმცემლებისგან.თუმცაღა,მოდელი გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებდა ყველასთვის პასუხის გაცემას.
 როგორც ჩანს,ქეით მოსი თვლის,რომ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.ამ დღეებში,მოდელის ინსტაგრამზე -
Kate Moss Agency ,გამოჩნდა წერილის ფოტო,რომელიც მოსის ფანის,ფიონას მიერ არის დაწერილი 1994 წელს.მიზეზი,თუ რატომ მიაღწია წერილმა ადრესატთან 20 წლის მერე - დაუდგენელია.შესაძლოა წერილი უბრალოდ არქივში დაიკარგა.აღსანიშნავია,რომ მოსმა წერილის ავტორი უყურადღებოდ არ დატოვა,რაზეც ფოტოს ქვეშ,წარწერაც მეტყველებს.სუპერ მოდელი ფანისთვის საკუთარი წიგნის გაგზავნას აპირებს,ავტოგრაფით.ამდენი წლით დაგვიანების გამოსასყიდად.


Comments