საუკეთესო ქურთუკები ლონდონის მამაკაცთა მოდის კვირეულიდან.
მამაკაცთა მოდის კვირვეული ლონდონში დასრულდა და არ შემიძლია არ ავღნიშნო,რომ ის გადატვირთული იყო პოლიტიკური მესიჯებით.ჩვენ ვიხილეთ გიგანტური ფიგურები,რომლებიც დამზადებული იყო პაპიე-მაშესგან (ერთ-ერთი მათგანი შეღებილი იყო ამერიკის დროშის ფერებში) MAN-ის ჩვენებაზე.ასევე სიმბოლოებიც,რომლებიც გამოხატავდნენ ადამიანის დანაშაულს ან ჩვენს შიშებს.მეთიუ მილერის მოდელები დროშებით დააბიჯებდნენ პოდიუმზე,მათი სახეები წითელი მაკიაჟით ბრწყინავდა.ასეთი "Make-Up" მოდელების სახეს,დალურჯებისა და იარების ელფერს სძენდა.კოლექციით დიზაინერმა ცენზურის ქვეშ გაზრდილი თაობა დაგვანახა,რომელმაც იცის რომ უნდა იმოქმედოს,რაღაც უნდა შეცვალოს,მაგრამ ეშინია.იაპონელმა მიხარა იასუხირომ რევოლუციის თემა წამოჭრა და საზოგადოებას მიანიშნა,რომ დროა ისეთი ტანსაცმლის მორგება,როგორსაც ჩე გევარა ატარებდა.
ტანისამოსი ის არის,რაც ყოველთვის ჩანს და ყურადღებას იქცევს,ამიტომ პოლიტიკური განცხადების ინსტრუმენტიც შეიძლება გახდეს,მამაკაცების შოუ კი - კარგი ტრიბუნა.
კოლექციის შესწავლის შემდეგ მივხვდი,რომ ყველაზე მეტად პალტოებით მოვიხიბლე.
თქვენს წინაშეა,ორი ათეული მამაკაცის პალტო,ახლახან ჩატარებული ლონდონის მოდის კვირეულიდან.კლასიკური ქურთუკები ქამრით.ტყავის და ტვიდის ნაჭრისგან,ერთი ტონალობის,ზოლიანი და კუბოკრული - ერთი მეორეზე უკეთესია.
ქურთუკთა დიდი ზომის გამო მის შიგნით სქელი სვიტრის ჩაცმა შეგვიძლია.ასევე შესაძლებელია ქურთუკის მხარზე მოგდება,რაც ორმაგად მოდური და ტენდენციურია.მოკლედ,ეს პალტოები არა მხოლოდ მოდური,არამედ საჭიროცაა.გარდა ამისა მამაკაცის პალტოში გამოწყობილი ქალბატონიც,რაღაც მხრივ - რევოლუციონერია.
Agi&Sam შემოდგომა-ზამთარი 2017
E.Tautz შემოდგომა-ზამთარი 2017
JOSEPH შემოდგომა-ზამთარი 2017
Graig Green შემოდგომა-ზამთარი 2017
Miharayasuhiro შემოდგომა-ზამთარი 2017
J.W Anderson შემოდგომა-ზამთარი 2017




















Comments
Post a Comment