მარიამ ციმინტია - მერილინ მონროს ქართველი ორეული.


   ჩვენ ვსაუბრობთ მერილინზე,როგორც კონკიაზე,ღარიბ ოჯახში დაბადებულ პატარა გოგონაზე,რომელიც ერთ დღეს მეჯლისზე წავიდა,ოღონდ მის ამბავს ტრაგიკული ბოლო აქვს,ის კვდება.კვდება სიმარტოვეში.ეს ამბავი ბერძნულ ტრაგედიას ჰგავს.ძველ ბერძნებს ოიდიპოსი ჰყავდათ,ჩვენ კი მერილინი გვყავს.
 მონრო დღემდე ჩვენს გონებაში ბინადრობს,როგორც ცოცხალი.ის უფრო მეტადაა ცნობილი,ვიდრე რომელიმე სხვა მსახიობი,მსოფლიო ლიდერებისა და თუ სხვა პერსონების უმრავლესობა,არადა მერილინის იშვიათად აღიქვამდნენ იმდენად სერიოზულად,რომ დაფიქრებულიყვნენ - რატომ წარიმართა  მისი ბედი ასე?
  მიუხედავად ყველაფრისა მერილინ მონრო დღემდე ატარებს ამერიკის სექს სიმბოლოს ტიტულს.მისი სტილი,სიარულის და საუბრის მანერა,თმის ფერი,რომელიც ცხრა სხვადასხვა ტონალობისგან მიიღეს - განუმეორებელია.დღემდე დაობენ მის რომანებზე.დღემდე,მთელი ტირაჟით იყიდება ის ჟურნალ-გაზეთები,რომლის ყდაზეც მერილინია.
 მერილინმა თავად შექმნა ეს ტიპაჟი „ მერილინი „ ,რომელიც ძალიან სექსუალური,ნაზი და დაბნეულია,მაგრამ სინამდვილეში ის სხვა ადამიანი იყო.თვალისმომჭრელი ღიმილის უკან იმალებოდა სევდა და ტკივილი.
 მერილინზე საუბარი უსასრულად შეიძლება.მასზე 1000 წიგნი დაიწერა და ყოველ წელიწადს მათი რიცხვი იზრდება.ამდენად საინტერესო იყო მისი სული,ასეთი იყო მერილინი...
   წლების განმავლობაში ტელეეკრანებზე ხშირად ვხვდებით ცნობილ,ხანდახან კი უცნობ ქალბატონებს მერილინის იმიჯით.ქალბატონების უმრავლესობას სურს იყოს მისნაირი,მაგრამ რთულია ხარისხიანად იმის გადაკოპირება,რაც ორიგინალური და ინდივიდუალურია.მერილინის სტილი მხოლოდ მისია და მონრო მხოლოდ ერთია.
 მინდა გაცნობოთ,რომ საქართველოშიც გვყავს მერილინ მონროს მსგავსი ქალბატონი,მარია ციმინტია (ბლონდი),რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინად გამოჩნდა ტელეეკრანებზე.თუ ჯერ კიდევ ვერ მოასწარით მისი გაცნობა,გთავაზობთ ჩვენი ბლოგის ინტერვიუს მარიასთან.


-პროფესიით ვინ ხართ და რას საქმიანობთ ?
-პროფესიით ვარ მხატვარი და მსახიობი.დავამთავრე სამხატვრო აკადემია და თეატრალური კოლეჯი.ამჟამად მაქვს სამი სამსახური:გრაფიკოს-დიზაინერი,პოლიგრაფია,ვებ-ანიმატორი,ვებ-გვერდების შექმნა,კორპორატიული სტილი.
ვარ მომღერალი და მსახიობი.ვმღერი კორპორატიულ საღამოეებზე,კონცერტებზე,ვწერ მუსიკას,მაქვს გადაღებები რეკლამებში და კლიპებში.
 მაქვს ჩემი ივენთ სააგენტო MCFUN ,სადაც მენეჯერი ვარ.

-როდის გაჩნდა პირველი იდეა თქვენი და მერილინ მონროს მსგავსების შესახებ?
-დაახლოებით 5 წლის წინ,იმიჯის შეცვლის შემდეგ,ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა,რომ მერილინს ვგავდი,ამან სერიოზულად დამაფიქრა.
-როგორ ფიქრობთ რთულია,როდესაც საზოგადოება ლეგენდარული ქალბატონის ორეულად აღგიქვავთ ?
-რთული არ არის, პირიქით.ჩემთვის სასიამოვნო იქნება,თუ ამერიკის სექსსიმბოლოს ოდნავ მაინც მიმამსგავსებენ.თუმცა მე სულ სხვა ადამიანი ვარ,მსგავსება მხოლოდ ვიზუალურია.



-როგორც ვიცი ადრე წითური თმა გქონდათ,როგორც ნორმა ჯინს ,შემდეგ ქერად შეიღებეთ და ამან საკმაოდ წარმატებული გაგხადათ,როგორც მერილინი.რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმიჯს ადამიანის ცხოვრებაში?
-იმიჯის შეცვლა კარგია,მაგრამ გააჩნია რა მხრივ.მთავარია უარესობისკენ არ შეიცვალოს ადამიანი.ჩემს შემთხვევაში ვფიქრობ,რომ ახალი იმიჯი მომიხდა.ამის შემდეგ უფრო თავდაჯერებული გავხდი.თუმცა, ადრე თუ გვიან წითური თმითაც მივაღწევდი მიზნებს.
-მერილინის წარმატებასთან დაკავშირებული საზოგადოების აზრი,ძირითად შემთხვევაში ორგვარია.თქვენ როგორ თვლით რამ გახადა მერილინი პოპულარული იმიჯმა თუ ტალანტმა?

 -ჩემი,აზრით მერილინმა თავისი ქალური შარმითა და სილამაზით მიაღწია ყველაფერს.ეშხი,სილამაზე და მიმზიდველობა - ეს სამი თვისება მთავარ როლს ასრულებს კინოინდუსტრიაში და არა მარტო...


 
-ამბობენ რომ ადრე თუ გვიან ყველა ქალი შეიღებავს თმას ქერად,წაისმევს წითელ ტუჩსაცხს და სახეს გაიფითრებს.რამდენად ეთანხმებით,იმ აზრს,რომ მერილინის სტილი უკვდავია ?
-მერილინ მონროს სტილი უკვდავია,როგორც 40-იანების რეტრო,მაგრამ არ მგონია ყველა ქალბატონს მოეწონოს.ყველას თავისი გემოვნება აქვს,ზოგი მოიხდენს ,ზოგი -ვერა .
-როგორ ფიქრობთ,ასეთი წარმატებული ადამიანის როლის მორგება,მომავალში სერიოზულ ცვლილებებს ხომ არ გამოიწვევს თქვენს ცხოვრებაში,რას გააკეთებთ სამუდამოდ მერილინის როლის მორგება რომ მოგინდეთ?
-ამ ბოლო დროს ჩემი ცხოვრება შეიცვალა,მერილინის სტილი ძალიან მეხმარება ჩემს პროფესიაში,თუმცა მუდამ მის ამპლუაში არ ვაპირებ ყოფნას.მე მარიამი ვარ და არა მერილინი - მომღერალი და მსახიობი,რომელიც ამერიკელი სექსსიმბოლოს როლს თამაშობს.მომავალში ვაპირებ ორეულების შოუს გაკეთებას,როგორც ლას ვეგასში.მეყოლება უამრავი ტიპაჟი,ბევრი მსახიობი,მომღერალი და მოცეკვავე.



 
-და ბოლოს როგორ ფიქრობთ ბრილიანტები ქალების საუკეთესო მეგობრები არიან ?
-ყველა ქალის აზრი არ ვიცი.ბრილიანტები რა თქმა უნდა კარგი რამაა,მაგრამ ჩემი აზრით,ყველაზე კარგი მეგობარი ქალისთვის მისი შვილია.ჩემს შემთხვევაში ჩემი ქალიშვილი.ის სიყვარულით და სითბოთია სავსე, ქვებისგან განსხვავებით. (იღიმის) .

Comments