"რა დროს ძილია" - ოლგა ბაბლუანის ახალი საავტორო გადაცემა.
ჟურნალ "OK!"-ის მთავარი რედაქტორი ოლგა ბაბლუანი ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ახალ საავტორო გადაცემას წაიყვანს. "რა დროს ძილია" - ასე ერქმევა გადაცემას,რომელიც 7 იანვრიდან ყოველ შაბათს 21:30 სთ-ზე გავა ეთერში.
- თავდაპირველად,მინდა თქვენს ახალ წელზე გკითხოთ.როგორ შეხვდით ახალ 2017 წელს ?
-ახალ წელს ჩემს შვილებთან, მშობლებთან და მერე მეგობრებთან ერთად შევხვდი. ახალი წელი , ბავშვურად მიხარია. ბავშვობის სიხარულები წაუშლელად რჩება და ახალი წელი ერთ ერთი ასეთი დღეა.
თოვლის ბაბუა რამდენადაც კომიკური არ უნდა იყოს, მაინც სერიოზულად მაცინებს დანახვისას : კაცი მთელი ცხოვრება თოვლიან მიწაზე ცხოვრობს და ბავშვებისთვის საჩუქრებს აგროვებს, რადგან იცნობს მილიარდობით ბავშვს! არც დრო ეხება და არც სურვილები ეცვლება.
ნაძვის ხე ჩემმა დეიდაშვილის შვილმა მიყიდა: როგორც მწვანე მესიას ისე ველოდებოდი. საკმაოდ რაიციონალური ,პრაგმატული მეჩვენება თავი. ხემ და სათამაშოებმა ჩრდილოეთი დამაკარგინა.
შვილებმა , ბუნებრივია თოვლის ბაბუას რომ მე ვცვლი დიდი ხანია სწორად გაითავისეს: არ დაიზარეს, რაც შეიძლება მეტი საჩუქარი მიეღოთ ჩემგან.
შვილებმა , ბუნებრივია თოვლის ბაბუას რომ მე ვცვლი დიდი ხანია სწორად გაითავისეს: არ დაიზარეს, რაც შეიძლება მეტი საჩუქარი მიეღოთ ჩემგან.
წელს თბილისში შევხვდით , პარიზის ახალ წელს მიჩვეული ვართ - სიხარულის ფესტივალია. თბილისს თავისებური მყუდრო და სახალისო შარმი აქვს.
-რა დროს
ძილია , კულტურულ
შემეცნებითი გადაცემაა
ყველასთვის. დემოკრატიული
, თავისუფალი
მედია-სივრცე
განსხვავებული სოციალური
სფეროსა და
პროფესიის ადამიანები
ვსაუბრობთ საზოგადოებისთვის საინტერესო
თემებზე.
ჯანსაღი საუბრები ქმნის საერთო აზრთაცვლას და მერე ამ მსჯელობით ხდება მენტალური წინსვლა.
ნებიამიერი სფერო პოლიტ-პარაზიტირებულია. ეს არ არის საზოგადოების განვითარებოსთვის პოზიტიური: ადამიანებზე , როგორც სრულფასოვან მოქალაქეებზეა საჭირო ფიქრი. საკუთარი ცხოვრების კულტურა სჭირდება ნებისმიერ მოქალაქეს: რატომ დგება დილით, რა სჭირდება საარსებოდ კარგად რომ იგრძნოს თავი, რა მოსწონს და რა სწყინს, რომ ამ ყველაფრისთვის თვითონვე უნდა იფიქროს და იბრძოლოს... არასოდეს საკუთარი პროვნების წინ არავინ უნდა დააყენოს...

-გარდა გადაცემისა,რა სიახლეებს უნდა ველოდოთ 2017 წელს ჟურნალი “OK!”-სგან?
-ჟურნალ "OK!" რედაქტორი ვარ რამდენიმე თვეა. ჟურნალი გავხადეთ "საზოგადოების ერთერთი ტიპი" , რომელიც ჩვეულებრივი ადამიანივით სასიამოვნო ამბებს ყვება და სოციალურ აქციებს აკეთებს ( მაგალითად : okBookparty - ამბასადორში გავაკეთეთ საღამო სადაც სტუმრებს მოჰქონდათ წიგნები და გადავეცით უწერის ბიბლიოთეკას.
თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორისთან ერთად ვეწვიეთ ვაზიანის ბატალიონს , ვაჩვენეთ ფილმი „მანდარინები“ და გავათამაშეთ საჩუქრები. მაგარი ბიჭები არიან ჯარში- საქართველო ჯერ ისეთი ქვეყანაა, სადაც ძალიან დაბალი სოციალური სფეროს ადამიანები ჭარბობენ ჯარში ისევ.
ბიჭები ჩვენი ქვეყნის მოწას იცავენ, სხვას კი არ ართმევენ ... მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან , აუცილებელი ჟესტია.ახლა გვაქვს ახალი გეგმა - ახალ საინტერესო ივენთს ვაწყობთ ... მალევე გაიგებთ.
-დიდი მადლობა ინტერვიუსთვის,წარმატებებს გისურვებთ!

Comments
Post a Comment