ირინა შეიკის ყველაზე სექსუალური კაბები.


 

 ირინა შეიხისლამოვა,მეტად ცნობილი როგორც ირინა შეიკი რუსეთში,ჩელიაბინსკის ოლქში ცხოვრებისას, ვერც კი წარმოიდგენდა,რომ ოდესმე გახდებოდა "Armani"-ს და "VOGUE"-ს სახე,რომანს გააბავდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფეხბურთელთან,ითანამშრომლებდა ყველა წამყვან მოდის სახლთან და გახდებოდა "Victoria's secret" -ის ანგელოზი.
 "ვაჩვენოთ ყველაფერი,რაც დაფარულია" - ეს ირინას დევიზია.კაბის არჩევისას ტოპ მოდელი უპირატესობას სექსუალურ სილუეტსა და გამჭირვალე ქსოვილს ანიჭებს.
 დამეთანხმებით,რომ თუ ირინა შეიკის მსგავსი ტანი გექნებოდათ,თავადაც არ იტყოდით უარს სხეულის დემონსტრაციაზე.
 გადავწყვიტე,რომ თქვენთვის ირინას 5 "ლუქი" მეჩვენებინა,რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოირგო.
 შენიშვნა : გირჩევთ კაბების დაკოპირებაზე არც კი გაიფიქროთ,ზოგიერთი კაბა კი მართლაც მოგხიბლავთ.

  

"GIVENCHY"


      

 ცნობილია,ირინას და "GIVENCHY"-ს კრეატიული დირექტორის,რიკარდო ტიშის მეგობრობის ამბავი.ირინას არაერთხელ გაუვლია აღნიშნული მოდის სახლის პოდიუმზე და თამამი "ლუქებით" მოდის მოყვარულებიც გაუოცებია.ასევე "GIVENCHY"-ს ფრანგული მოდის სახლის სახეც იყო.
 ცოტა ხნის წინ "Victoria's secret"-ის
ჩვენების შემდეგ გამართულ წვეულებაზე,სადაც მისი ორსულობის ამბავიც გაირკვა ,ირინა შავ და თეთრ ზოლებიანი კაბით წარსდგა - ვიქტორიას პოდიუმის თამამი თეთრეულისგან განსხვავებით რიკარდოს კაბა,მოხერხებულად ფარავდა მოდელის პატარა მუცელს.

" ALEXANDRE VAUTHIER"

         


Alexandre vauthier-ის მიერ შექმნილი,ნამდვილი კრისტალებით გაწყობილი კაბა მოდელისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.აღსანიშნავია,რომ კაბას სექსუალურობა "Intimissimi"-ს თეთრეულმა შემატა.

"MISHA NONOO"

       




ასაკის მატებასთან ერთად,ოცდაათი წლის ირინა შეიკის სტილიც იცვლება.მოდელისთვის კომფორტი უფრო მნიშვნელოვანი გახდა,ამიტომ მის გარდერობში კომბინიზონებიც გამოჩნდა.სწორედ კომფორტული კომბინიზონით წარსდა, CFDA-ს დაჯილდოვებაზე.მე ვიტყოდი,რომ საუკეთესო არჩევანია! - კომბინიზონი მისაღებია საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებსა და შეხვედრებზე,მათ შორის დაჯილდოვებებზეც,გარდა ამისა ხაზი გაუსვა მოდელის მკერდსაც.

"MIU MIU"

  


ირინა შეიკი ინტერვიუებში ხშირად იმეორებს,რომ ყოველდღიურ ჩაცმულობაში უპირატესობას მოკრძალებულ და კომფორტულ ტინასამოსს ანიჭებს."Miu Miu"-ს ამ კაბის არჩევით მოდელმა ფანები გაახარა და კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ნამდვილი შოუ დადგა.მაყურებელმა მიიღო ის,რასაც შეიკისგან მუდმივად ელოდა - წინიდან კაბა თითქმის მთლიანად დახურული იყო.უკნიდან კი ღრმა ჭრილი ჰქონდა კაბას,რომელიც ხაზს უსმევდა მოდელის წელის მოსახვევებს.კაბის შლეიფი გაწყობილი იყო "არ-დეკოს" სტილში,რაც შესანიშნავ სანახაობას ქმნიდა.ბრავო!
"ATELIER VERSACE"
    

სექსუალურ კაბები ძირითადად მსგავსი ნიშნებით ხასიათდება - ღრმა დეკოლტე და ჭრილი თეძოებთან.ვარსაჩეს ეს ვარდისფერი კაბა ეშმაკურადაა შექმინილი - ასიმეტრია,ჯერსის ტიპის ნაჭერი და მაღალი ყელი.ვერ ვიტყვი,რომ ეს ირინა შეიკის საუკეთესო "ლუქია" ვერსაჩესგან,მაგრამ გამბედაობისთვის ტოპ მოდელს 5+ ვუწერ.











Comments