Lename911 - ჩემი რჩეული ქართული ბრენდი.
ელენე გიორგაძე ბრენდის "Lename911" დამფუძნებელი და მეპატრონეა.პროფესიით დიზაინერია.
ბრენდი დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა.სახალწოდების მოფიქრება ელენესთვის რთული არ აღმონჩნდა.მისი სახელიდან გამომდინარე Lename-ს საყვარელი რიცხვები დაუმატა და გამოვიდა - "Lename911".
ქართული ბრენდს მომხმარებელი,არა მხოლოდ საქართველოში,არამედ საზღვარგარეთაც ჰყავს,ძირითადად რუსეთში.ელენეს შექმნილ ტანისამოში ჭარბობს ქეჟუალ სტილის ლუქები.რაც შეეხება ნაჭრებს,დიზაინერი მაქსიმალურად ბუნებრივი ქსოვილების გამოყენებას ცდილობს.
იქიდან გამომდინარე,რომ დიზაინერს კონკრეტული ფერები არ აქვს ამოჩემებული,კოლექციაც ფერადი გამოდის.ელენესთვის ინსპირაციის წყარო,ნებისმიერი თემა შეიძლება აღმოჩნდეს.
მომავალში მამაკაცის კოლექციის შექმნასაც გვპირდება და თვლის,რომ ტანისამოსი მეტად მრავალფეროვანი იქნება.გაზაფხულისთვის უნდა ველოდოთ ფეხსაცმლის ხაზსაც.გეგმაში აქვს მოდის კვირეულზე ჩვენების გამართვაც.
თვლის,რომ ქართველებს კარგი გემოვნება გვაქვს. : " - რაც მთავარია,შავის ეპოქიდან ნელ-ნელა გამოვდივართ და ვეჩვევით ფერებს,კარგი იქნება თუ ცოტა ინდივიდუალიზმსაც დავუმატებთ."
შემიძლია თამამად გავუწიო რეკომენდაცია ქართულ ბრენდს "Lename911",რომელიც სასწაულ ლუქებს გვთავაზობს.სიმართლე გითხრათ,დიდი ხანია ასეთი გაოცებული და მოხიბლული არ დავრჩენილვარ ქართველი დიზაინერის ნამუშევრებით,ამიტომ გირჩევთ ესტუმროთ ბუტიკს ბარნოვის 57-ში,ყოველდღე 12სთ-დან 8 სთ-მდე.















Comments
Post a Comment