Zuhair Murad Couture - იაპონური ფოიერვერკით ინსპირირებული ლიბანელი დიზაინერი.


ენიფერ ლოპესი,ბლეიკ ლაივლი,დიტა ვონ ტიზი,პრიანკა ჩოპრა - ეს მხოლოდ დასაწყისია Zuhair Murad-ის ვარსკვლავური თაყვანისმცემლების სიიდან.
 როგორც ჩანს,ლიბანელმა დიზაინერმა, ზუჰაირ მურადმა შეძლო იდეალური ფორმულის გამოყვანა წითელი ხალიჩისთვის.მისი კომპონენტები ისედაც აშკარაა:სექსუალურობა,ქალურობა,მდიდრული ქსოვილები,მდიდრული დეკორი.


 კოლექციის ინსპირაცია ტრადიციული, წითელი ფოიერვერკია,რომლის გასროლის დროსაც იაპონელები სურვლის იფიქრებენ.
 ფერადი და ვერცხლისფერი ლაქები ძალიან მოუხდა დეკოლტიან კაბებს.კოლექციაში წარმოდგენილი იყო საღამოს კაბები დისკოს სტილში,წაწვეტებული მხრებით,ასევე - კომბინიზონები.
 კოლექციის ხასიათის კიდევ ერთი ნიშანი დიდი ზომის ბაბთებია,რომლებიც დიზაინერის გადაწყვეტილებით მხრებსა და წელზე მოთავსდა.ვარდისფერმა,ცისფერმა და იისფერმა და მწვანე ბაბთებმა ბარბის თოჯინის ეფექტი შექმნეს.
 შეგახსნებთ,რომ ქართველმა მოდელმა ,თაკო ნაცვლიშვილმა 2016 წელს ზუჰაირ მურადის საქორწილო კაბების შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის გამართულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.



    




 


 





Comments