წითელი და ყვითელი - მთავარი ფერები მილანის მოდის კვირეულზე.

Max Mara, Bottega Veneta, Jil Sander და Alberta Ferretti შემოდგომა-ზამთარი 2017
 ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ გაზაფხულის სეზონზე აქტუალური იქნება ვარდისფერი, თუმცა მომავალში უნდა ველოდოთ ორ ძირითად ფერს, ყვითელსა და წითელს. 
 წითელი ფერის შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია. ცხადია, იტალიელები ამ ტონალობას ვერ დათმობდნენ და მილანის მოდის კვირეულზე წარმოდგენილ კოლექციებში აქტუალური იყო ალისფერი , მაგრამ ყვითელი ფერი ნამდვილად სიურპრიზი იყო. ამ პოზიტიურ და ენერგიულ ფერს დიზაინერთა პალიტრაში იშვიათად ვხვდებით, თუმცა თუ მილანის მოდის კვირეულის ტენდენციებით ვიხელმძღვანელებთ გარდერობში აუცილებლად უნდა შევიტანოთ ყვითელი ფერი. 
 აღსანიშნავია, რომ ერთ ტონალობაში გამაწყობა ისევ ტენდენციურია. ასე რომ შეადგინეთ ტანსაცმლის კომფლექტები, რაც შეიძლება ღია ფერებისგან. წითელ კაბას ან კოსტიუმს შეურჩიეთ იგივე ან რამდენიმე ტონით მუქი ფერი. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ტენდენციურია წითელი ფეხსაცმელებიც. რაც შეეხება ყვითელს, შეგიძლიათ ჩაატაროთ ნებისმიერი სახის ექსპერიმენტი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ღია ფერის კანზე მიდის ცივი ტონალობები, ხოლო შავგვრემნებს უხდებათ შედარებით თბილი ფერები.


 
FENDI




JIL SANDER




JIL SANDER


 
FENDI


 
JIL SANDER


 
JIL SANDER



FENDI


 
MAX MARA 



 
FENDI




JIL SANDER

Comments