ნატალია ვადიანოვა : ქველმოქმედებაზე, ოჯახზე, საყვარელ პარიზსა და ქალურ დეტალებზე.






 რამდენიმე დღის წინ ნატალია ვადიანოვას 35 წელი შეუსრულდა, მოდელს კი უკვე დადებული აქვს სარეკლამო კონტრაქტი Louis Vuitton-სა და Guerlain-თან. მოდელი არა ერთხელ მოხვდა ჟურნალის Forbes სხვადასხვა სიაში და ჟურნალ VOGUE-ს გარეკანზე. დაამშვენა Pirelli-ის კალენდარი. მონაწილეობა მიიღო ისეთი მოდის სახლების ჩვენებებში, როგორებიცაა : Chanel, Christian Dior, Gucci, Alexander McQueen, Hermès და ა.შ. 
  ყოველივე ამის უკან ნატალია დაკავებული არის ქველმოქმედებით . მისი მეშვეობით სიკვდილს გადაურჩა უამრავი ადამიანი. ნატალიას უნდა მივაწეროთ ათასობით საქველმოქმედო ინიციატივა, რის გამოც ხშირად იმსახურებს ბავშვთა ღიმილს. 
 ნატალია ვადიანოვა იმ ჭკვიან მოდელთა სიაში შედის, რომელთა ფრაზები და ციტატები შეიძლება ცხოვრებაშიც გამოგვადგეს. მოდით დავიწყოთ : 


" პარიზი - ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩემს ცხოვრებაში. დღემდე, როდესაც მივდივარ de la Concorde-ზე , მდინარე სენას მარცხენა სანაპიროზე, სილამაზისგან გული მეკუმშება " .


" პარიზში დრეს-კოდი მოითხოვს უბრალოებას ".

" მივირთმევ კურდღლის, ცხვრის და ინდაურის ხორცს. ვეგეტარიანელობა ? არა. 


" ჩემთვის მთავარია ვიყო კარგი დედა. პატარაობაში არ ვიცოდი თუ ცნობილი გავხდებოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ვიქნებოდი კარგი დედა " .

" ის, რაც ჩემთვის ბედნიერებაა ვიღაცისთვის კოშმარია. მგონია, რომ თუ ერთი დღით ვინმე ჩემს სხეულში შემოაღწევს, იტყვის : - "ფუ ამის" .

" ჩემი დღის გრაფიკი გაწერილია წუთებით : საქმიანი შეხვედრები, ბავშვები, სკოლა, მაგრამ დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე, მაშინ , როდესაც ჩემი მეუღლე სახლში ბრუნდება, მე თავს ვიწესრიგებ, გვერდით ვდებ კომპიუტერულ ტექნიკას და თავს ვიკატუნებ, ვითომდა მთელი დღე მას ველოდებოდი . "


    

" არავინ არ აკეთებს სიკეთეს იმისთვის, რომ მადლობა გადაუხადონ".

" როდესაც ვფიქრობ იმაზე თუ, რატომ ვარ დაკავებული ქველმოქმედებით ინტერესის გრძნობა მიღვივდება, მაგრამ ვიცი, რომ ღრმა, შინაგანი მიზეზის გარეშე ამას ვერ გავაკეთებდი ".

" თუ დავკავდები კონკრეტულად, ერთი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენით ემოციურად ვერ გავუძლებ, ამიტომ ვაკეთებ ამას მასშტაბურად".

"მიყვარს წითელი ტუჩსაცხი. თავს პრინცესად ვგრძნობ ".

" მე ვტკბები და ვამაყობ ჩემი ქალურობით. "



" გუშინ ინსტაგრამის პოსტზე ერთმა ქალმა კომენტარი დამიტოვა. წერდა, რომ ახლოდან საშინლად გამოვიყურებოდი, მე მას შევპირდი, რომ არასდროს მივუახლოვდებოდი ".

" ვხვდები, რომ პატარაობაში ეზოში თამაში მაკლდა. დღეს, შეყვარებული ვარ ჩემს გასართობ მოედნებზე " .


Comments