თავსაბურავი - მომავალი სეზონის ყველაზე მოდური აქსესუარი.
Moschino,Balenciaga,Gucci
ჟაკლინ კენედი, ოდრი ჰეპბერნი, ბრიჟიტ ბარდო და რა თქმა უნდა, ელისაბედ II - ელეგანტური და ძლიერი ქალები. წლების განმავლობაში , თავსაბურავი - მათი ჩაცმულობის აუცილებელი კომპონენტი იყო. აღსანიშნავია, რომ ამ მოდურ აქსესუარს დიდი ისტორია აქვს საქართველოშიც. ქალების გარდა, მას იყენებდენ მამაკაცებიც. თავსაბურავები ქალს უფრო მიმზიდველსა და ლამაზს ხდიდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ყოველდღიური ჩაცმულობა უფრო პრაქტიკული და სპორტული გახდა დიზაინერებმა ისინი დროებით დაივიწყეს.
ყველასთვის ცნობილია, რომ Gucci-ს არ ეშინია ექსპერიმენტების, შეუსაბამოს სპორტული კლასიკურს. ცდუნებას ვერ გაუძლო ჯერემი სკოტმაც და Moschino-მ კლასიკური თავსაბურავები შემოგვთავაზა.
ერთი სიტყვით, გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ ამ მოდურ აქსესუარს, რომელიც ნებისმიერ სეზონზე საჭიროა. ზამთარში ის დაიცავს თქვენს ვარცხნილობას ქარისგან, ზაფხულში - მზისგან , შემოდგომით - წვიმისგან.





Comments
Post a Comment