უცნაური შარვლები - ეს მოდაშია.
ზედმეტად ფართო შარვლები ან მუხლებამდე სიგრძის "სულელური" შორტები - მათთვის, ვისაც სტანდარტები მობეზრდა .
მოდის კვირეულები ზრდიან ფანტაზიის უნარს. ამ სეზონზე დიზაინერებმა უკიდურეს ზომებს მიმართეს და რამდენიმე ექსპერიმენტს გვთავაზობენ, რომელსაც პირობითად შემიძლია ვუწოდო "გადაჭარბება". ექსპერიმენტის საგნად შარვლები იქცნენ. მაგალითად, ზედმეტად ფართო, ე.წ "პარაშუტის" სტილის შარვლები, რომლებსაც J.Crew, Nili Lotan და 3.1 Phillip Lim გვთავაზობენ.
რაც არ უნდა საშინლად გამოიყურებოდეს, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან კომფორტულია. ზაფხულში მსგავსი ტიპის შარვლებს შეურჩიეთ კედები ან სანდლები, შემოდგომაზე კი - მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
Simon Miller გვთავაზობს მოკლე შორტებს, რომლებსაც ძირითადად, მეტალისტები ატარებენ. შორტები შეიძლება შევავსოთ დახეული კოლგოტით, ბლეიზერით, პლასტიკური ბირკენშტოკით ან პანამით. მერწმუნეთ, გოპნიკების აღმავლობის პერიოდში ამგვარი ლუქი ყველა რეკორდს მოხნის.

ზემოთ აღნიშნული ორი "მოდური" ტენდენციისგან განხვავებით, შარვლებს, რომლებსაც Elizabeth and james და Theory გვთავაზობენ , ვერაფერს დავუწუნებ. ამ შარვლის ტარებას მხოლოდ ერთი სირთულე აქვს. მისი ჩაცმა შეუძლებელია მუხლს ქვევით მოთავსებული ელვა შესაკრავის გახსნის გარეშე. გამხდრებმა შეურჩიეთ მოტკეცილი პულოვერი , მაგრამ თუ თქვენი ფორმები არც თუ ისე შეესაბამება მოდელის პარამეტრებს , შეურჩიეთ ბლეიზერი ან გამჭირვალე კაბა.

Comments
Post a Comment