როგორ გახდა პერის ჯექსონი მოდელი.
თუ შენი მშობლები ცნობილი ადამიანები - ტოპ-მოდელები, მომღერლები თუ მსახიობები - არიან , ადრე თუ გვიან , მაინც მოგიწევს მოდის სფეროში მოღვაწეობა. ეს გოგონა მაიკლ ჯექსონის ქალიშვილია. მან ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ითამაშებს სერიალ "ვარსკვლავის" ახალ ეპიზოდში.
ვარსკვლავთა მთისკენ მიმავალ გზაზე ჯერ , ლილი როუზ დეპი შედგა. მას მიყვნენ უილ სმიტის და სინდი კროუფორდის შვილები, პერის ჯექსონი კი ჩრდილში რჩებოდა. წლების განმავლობაში ცისარტყელას თითქმის ყველა ფერი საკუთარი თმას შეუსაბამა , ყოველდღიურ ტანისამოსად კი სხვადასხვა ფერის მაისურებსა და დახეული ჯინსებს იყენებდა. აღმერთებდა ჯონ ლენონს და ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ხშირად დებდა ყვავილების ფოტოებს. ალბათ, მიხვდით ეს რისკენ მიგვითითებს. პრესა წერდა, რომ პერისი საერთოდ "წავიდა ხელიდან", აღარ უსმენდა არავის და აკეთებდა იმას, რაც უნდოდა.
წელს ყველაფერი შეიცვალა. მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა თმა ქერად შეიღება და ინტერვიუების მიცემა დაიწყო. მისი გამოსვლა Grammy-ს დაჯილდოვებაზე, თუმცაღა არ შეიცავდა პოლიტიკურ მესიჯებს, არაფრით ჩამოუარდებოდა მერილ სტრიპის გამოსვლას ოქროს გლობუსზე. პერისი აქტიურად იბრძვის სამხრეთ დაკოტაში ნავთობსადგურის შენების წინააღმდეგ.
პერისისთვის " შინაურული " ცერემონიების შემდეგ, მოდის კვირეულის დროც დადგა. თავდაპირველად, მაიკლ ჯექსონისთვის საყვარელი Givenchy-ს პარიზული ჩვენება. საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რიშელიეს ქუჩაზე , პერისი მოკრძალებული ჩაცმულობით გამოცხადდა — შავი სვიტრი, წარწერით I feel love, ლეგინსები და მინი-ჩანთა Horizon. ის იჯდა წინა რიგში კარინ როიტფელდთან ერთად.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, პერისი კარინთან ერთად შემთხვევით არ დამჯდარა. ჯექსონის ქალიშვილი მონაწილეობას იღებს ფრანგული CR- ს გადაღებებში ბელა და ჯიჯი ჰადიდებთან ერთად.






Comments
Post a Comment