" MARCUS METREVELI " - ახალი ბრენდი ქართული მოდის სფეროში.
მარკუს მეტრეველმა საკუთარი ბრენდი დაარსა. გასაკვირი არც არის, რადგან ქართველ მომღერალს საქვეყნოდ ცნობილი გემოვნება და სტილი აქვს. სადებიუტო კოლექციაზე მუშაობის დაწყება დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა, მაგრამ ვერ იცლიდა, რადგან ამ საქმეს მეტი დრო და გამძლეობა სჭირდება. საზოგადეობისთვის დადებული პირობით და მეგობრების დაჟინებული თხოვნით მარკუსმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა მსოფლიოს მოდის მწვერვალისკენ . ამაში უთუოდ შესანიშნავი და ძლიერი გუნდი დაეხმარა. ეკა მგალობლიშვილისა და ინგა შარვაძის დახმარებით მარსკუსმა გახსნა ატელიე გაგარინის 14/16-ში და პრეტ-ა-პორტე ლუქსის კოლექციაზეც დაიწყო მუშაობა.
მარკუს მეტრეველი დაიბადა 28 მარტს და მისი ასტროლოგიური ნიშანი ვერძია. ვერძი მისი ბრენდის ლოგოც გახდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სამოსის მატარებელი უნდა იყოს ძლიერი სულის მქონე ქალი და მამაკაცი.
აღსანიშნავია, რომ ბრენდი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც აპირებს მუშაობას. კითხავაზე დაცული იყო თუ არა სადებიუტო კოლექციაში მსოფლიო მოდის ტენდენციები, მარკუსტმა გვიპახუსა, რომ ტენდენციებს ქმნის დიზაინერი, მოდა კი უნდა გავიდეს ქუჩაში და არა პირიქით, ასევე ტენდენციაც და სტილიც.
რაც შეეხება,დიზაინერის სამომავლო გეგმებს მარკუსის კოლექციას PRIME MODEL MANAGEMENT - ის მოდელები იტალიაში, რომში, ხოლო საქართველოში სამოდელო სააგენტო კატრინის მოდელები წარადგენენ. შემდეგ , იგეგმება ჩვენება თბილისის მოდის კვირეულზეც.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ წარმატებები ვუსორვოთ მარკუსს ახალ ამპლუაში და დაველოდოთ დებიუტს.

Comments
Post a Comment