რუსკა ხვედელიძე - მიზანი ფასდება, როცა ხალხის კეთილგანწყობას გრძნობ.



 

 დიდი ხანი არ არის, რაც "Hello  თბილისის"  წამყვანი,  რუსკა ხვედელიძე  ეკრანზე გამოჩნდა, მაგრამ მან უკვე მოახერხა მაყურებლის გულის მოგება. სასიამოვნო გარეგნობა, დიქცია და იმიჯი რუსკას ბევრი სხვა ჟურნალისტისგან გამოარჩევს.
   თავისი პროფესია ძალიან უყვარს. წლების განმავლობაში სწორედ ამ განხრით მუშაობდა ტელეკომპანია "MusicBox"-ში და რადიოში, თუმცა ტელევიზიაში თავს უკეთ გრძნობს. ტელევიზიის გარდა, რუსკა მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში. აწყობდა შესანიშნავ წვეულებებს.
   რუსკას ძალიან უყვარს ფერები. იცმევს იმას, რაც ჰგონია, რომ უხდება. ვერასდროს ჩაიცმევს მონოტონურად და უყვარს ტანსაცმლის ფერების სინთეზი. უპირატესობას ქუჩის სტილს ანიჭებს, თუმცა გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე ხშირად უწევს კლასიკურად ჩაცმა.




   "Hello თბილისი" ხშირად აშუქებს სხვადასხვა საღამოებს და ვიტყოდი, რომ რუსკა საკმაოდ პროვოკაციულ კითხვებსაც სვამს. კითხვაზე მიიჩნევდა თუ არა საზოგადოება მას ეპატაჟურ ჟურნალისტად რუსკამ მიპასუხა : " მე ვსვამ ისეთ კითხვებს, რომლებზე პასუხიც საზოგადოებას აინტერესებს. ვერ ვიტყვი ვარ თუ არა ეპატაჟური , ეს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, თუმცა, უკეთესი შეფასება უფრო გამიხარდებოდა ხალხის მხრიდან".
  "Hello თბილისის" რომელიმე "Stand Up" თუ ნანახი გაქვთ, აუცილებლად გაგიჩნდებოდათ კითხვა რუსკას სპეციფიური სიარულის მანერის შესახებ. თავდაპირველად, ვიფიქრე, რომ რუსკა პარალელურად მოდელიც იყო და გამოცდილება დაეხმარა კამერის წინ დასამახსოვრებელი სიარულის მარენით მაყურებლის მოხიბვლაში. თუმცა, ასე არ აღმოჩნდა :
" სიარულის მანერა მართლაც დასამახსოვრებელია. ჩემი მეგობრები ხშირად მეხუმრებიან, კამერა ირთვება თუ არა არაფერი გეცვლება სიარულის მანერის გარდაო. არ ვიცი ასე რატომ ხდება, მაგრამ მეც ვხალისობ".




რუსკა მიზანდასახულია, თუმცა წარმატების გამო ვერავის ზიანს ვერ მიაყენებს და წინ ვერ გადაეღობება. არ შექმნის სიტუაციას, რომელში ყოფნა თავადაც არ მოეწონებოდა. თვლის, რომ მიზანი ფასდება, როცა ხალხის კეთილგანწყობას გრძნობ.
  ერთი სიტყვით, რუსკას გააჩნია ყველა ის სულიერი ფასეულობა თუ უნარი, რომელიც აუცილებელია წარმატების მიღწევისთვის.თქვენ კი, ვისაც განტვირთვა გჭირდებათ და ვერ ახერხებთ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებას, ყოველ კვირას, 22:00-ზე გადართეთ იბერიაზე და უყურეთ "Hello თბილისს".






 

Comments