Exclusive : ინტერვიუ ელინა ჰალიმი მეიმანთან.
თუ პარიზის , ნიუ-იორკისა და მილანის მოდის კვირეულებზე,
სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ „ქუჩის სტილის“ ამსახველ ფოტოებს ხშირად ათვალიერებთ,
წარმოუდგენელია, არ იცოდეთ ელინა ჰალიმი მეიმანის შესახებ.
ბაერის, მოდის კონსულტანტისა და სტილისტის, ელინა მეიმანის, სტილს უყურადღებოდ არც ერთი მოდის მოყვარული არ დატოვებდა. ის ყოველთვის ირჩევს ცნობილი დიზაინერების ტანისამოსს უახლესი კოლექციებიდან, თუმცა „ტოტალ ლუქის“ მორგებას ტანსაცმლის გამიქსვა ურჩევნია. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა ,სპეციალურად ჩემი ბლოგისთვის ელინა ინტერვიუზე დავითანხმე, რისთვისაც მადლობელი ვარ.

- მომიყევით თქვენს შესახებ, თქვენს ბავშვობაზე. როდის გაჩნდა მოდა თქვენს ცხოვრებაში?
- დავიწყებ ღრმა ბავშვობიდან. დავიბადე და გავიზარდე ბაქოში, ულამაზეს ქალაქში. მოდით ადრეულ ასაკში დავინტერესდი. დედაჩემი უნივესიტეტში ბიოლოგიასა და ქიმიას ასწავლიდა. ძალიან კარგად კერავდა, ამიტომ ალბათ, ბაქოში ყველაზე ლამაზად ჩაცმული გოგონა ვიყავი. დედა იხსენებს ხოლმე, როდესაც ოთხი წლის ვიყავი სკანდალს ვაწყობდი, მაგალითად , იმ შემთხვევაში თუ წინდები არ უხდებოდა კაბას.

-რაც შეეხება ახალგაზრდობას, სკოლა ბაქოში დაამთავრეთ ?
- დიახ, სკოლა იქ დავამთავრე და ჩავაბარე “ВГИК”-ში მოვხვდი, ალექსეი ბატალოვის შემოქმედებით ჯგუფში. ძალიან საინტერესო ისტორიაა, ისეთი, როგორც კინოში. ალექსეი საერთაშორისო ჯგუფს არჩევდა ბაქოში. ქუჩაში გამაჩერეს და მკითხეს, მინდოდა თუ არა „ВГИК“-ში სწავლა. რა თქმა უნდა, მინდოდა და დავთანხმდი. გადავედი მოსკოვში. ვფიქრობ, სტუდენტობის წლები გასაოცარი იყო. მყავდნენ შესანიშნავი პედაგოგები, ვსწავლობდი ცეკვას, ხელოვნებისა და კინოს ისტორიას, ლიტერატურას. იქ სწავლა რთული იყო, მაგრამ შესანიშნავი. ეს იყო ჩემი ცხოვრების პირველი ნაწილი.

- ამჟამად რას საქმიანობთ?
- პროფესიით მოდის კონსულტანტი და სტილისტი ვარ. ვმუშაობ მოდით დაინტერესებულ პირებთან და ვქმნი მათთვის „ლუქებს“. დიზაინერებს კოლექციის შექმნაში ვეხმარები. მთელი ცხოვრებაა ვმუშაობ როგორც ბაერი და მაქვს რამდენიმე „ლუქს“ მაღაზია. გარდა ამისა, ვმუშაობ როგორც მოდის ედიტორი ეველინა ხრომჩენკოსთან. მასთან ერთად ვამზადებ რეპორტაჟებს და ვგეგმავ ფოტოსესიებს, ასე რომ ესეც ჩემი საქმის ნაწილია

- როგორია თქვენი ყოველდღიური სტილი ?
- ჩემი ყოველდღიური სტილი ძირითადად ქეჟუალია. ჯინსები, ტყავის ქურთუკები და რაც მთავარია აქსესუარები. მიყვარს თავსაბურავები. ხშირად ვიხვევ ხელზე ან ყელზე. ასევე ვამაგრებ ჩანთებზე. შეიძლება ითქვას ეს ჩემი საფირმო სტილია. ცხოვრებაში ძალიან უბრალოდ მიყვარს ჩაცმა და ტანისამოსს ჩემი ხასიათი განაპირობებს.
- საყვარელი ბრენდი თუ გაქვთ და რომელმა ცნობილმა ქალმა იმოქმედა თქვენს სტილზე ?
- ე.წ “Fashion Icon” არ მყავს. ასე რომ არავის არ ვაკოპირებ. ვთვლი, რომ ინდივიდუალური სტილი მთავარია. როგორც კოკო შანელი იტყოდა : „ მოდა იცვლება, სტილი კი რჩება“. თუმცა, ჩემს სტილს მარლონ დიტრიხის სტილს მივამსგავსებდი. ვიტყოდი, რომ ის ჩემთვის მეოცე საუკუნის ყველაზე გემოვნებიანი ქალია. ძალიან მიყვარს ივ სენ ლორანი. თითქმის ყველაფერი, რაც დღეს ჩვენ გვაცვია მან შექმნა. თანამედროვე დიზაინერებიდან ვერ ვიტყვი, რომ რომელიმეს ფანი ვარ. მიუხედავად ამისა, მიყვარს ნიკოლას გესკიერი ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა ბალენსიაგაში იყო . ჩემი მაღაზიისთვის მის ტანისამოსს პირველივე სეზონიდან ვყიდულობდი და რა თქმა უნდა ვთლი, რომ ნიჭიერი დიზაინერია. მომწონს მაქუინი. ის გენიოსი იყო. მისი ჩვენებები იყო თანამედროვე ხელოვნების ნათელი მაგალითი. მისი ტანისამოსი ცდებოდა მოდის საზღვრებს.
ჩემი აზრით, ყოველი დიზაინერი სეზონისთვის რაღაც საინტერესოს ქმნის. მოდაში ყველაზე საინტერესო დიზაინერთა ტანისამოსის გამიქსვაა. არ უნდა გავჩერდეთ რომელიმე ერთი დიზაინერის „ტოტალ ლუქზე“ .

- ასეთ ლამაზ ქალბატონს თავის მოვლის საიდუმლოებიც
ექნება. როგორ უვლით თავს ? მიეცით რჩევა ჩემს მკითხველებს.
- უამრავი სილამაზის საიდუმლო მაქვს, რადგან თავს ძალიან ვუფრთხილდები. დაკავებული ვარ სპორტით. არ მიყვარს სპორტულ დარბაზებში სიარული. ვვარჯიშობ ჩემი სახლის გვერდით მდებარე შესანიშნავ პარკში. კარგად ვიცი როგორი ტიპის ვარჯიში სჭირდება ჩემს სხეულს, ამიტომ ვვარჯიშობ ინდივიდუალური მეთოდებით.
სახის კანის მოსავლელად მივმართავ მედიცინას. ვიკეთებ ნემსებს, ნიღბებს,ვიღებ ვიტამინებს, ვიკვებები ჯანსაღად. მივირთმევ ბევრ ხილსა და ბოსტნეულს. თითქმის ყოველდღე ვსვავ მწვანე „დეტოქს კოქტეილს“. ეს ძალიან სასარგებლოა კანისთვის. მე მომწონს როგორც გამოვიყურები ფოტოებზე, ამიტომ თავის მოვლა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ამასთან ერთად, მიყვარს თეთრი ღვინის დალევა და ცოტას ვეწევი კიდეც, თუმცა ჯანსაღი ცხოვრების წესი ამას აბალანსებს.

- თქვენ ხშირად სტუმრობთ მოდის კვირეულებს. ალბათ,
იცნობთ მსოფლიო მოდის ბევრ ვარსკვლავსაც . მოგვიყევით მათ შესახებ.
- მოდის კვირეულებზე ხალხი ნაკლებად კონტაქტობს. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ურთიერთობები ძალიან ზედაპირულია. ჩემთვის მსოფლიო მოდის მნიშვნელოვანი ფიგურა, ჩემი დაქალი, ეველინა ხრომჩენკოა. მე მომწონს ის, რასაც აკეთებს, როგორც საუბრობს, ყვება მოდაზე და ცხოვრებაზე. მე დავესწარი მის „მასტერ-კლასებს“ და ეს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი.
- ელინა, საქართველოშიც იყავით. დემნა გვასალიას და დევიდ კომას გარდა, რომელი ქართველი დიზაინერები იცით ? გაქვთ თუ არა გარდერობში მათი ტანისამოსი ?
- საქართველო დალოცვილი ქვეყანაა. შესანიშნავი მოდის კვირეულები გაქვთ. თითოეული მათგანი ჩემთვის ერთგვარი საჩუქარი და „მოდის ზეიმია“ .მეჩვენება, რომ ქართული მოდა დღითიდღე უკეთესი ხდება და მას დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ. მე ძალიან მომწონს ბესარიონი, ანუკი, დათუნა... თქვენ გყავთ დიზაინერების მასა. მე მათ ტანისამოსს ვატარებ და მიყვარს.

Comments
Post a Comment