ქართველი ცნობილი ქალები - მოდური ჰოროსკოპი.



 ბოლო პერიოდში ძალიან მოდური გახდა ჰოროსკოპი. ის კი , რაც მოდურია ჩემი განხილვის საგანია. ადამიანები დღითიდღე უფრო დიდ დამოკიდებულებას ავლენენ ვარსკვლავთა განლაგებაზე. ბევრმა უკვე შეიდგინა პირადი რუქა და გადაამოწმა მისი მომავალი. მე კი მინდა, შემოგთავაზოთ 12 წარმატებული ქართველი ქალის მოდური ჰოროსკოპი.

თევზები ( 18 თებერვალი - 20 მარტი) - თაკო გაჩეჩილაძე - "მოდურ სტერეოტიპებს მიღმა".







მოდა და ტენდენცია თევზებისთვის უცხოა, ვინაიდან ისინი კომფორტულობას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ. მათი გარდერობი სავსეა ნაქსოვი სვიტრებით, კარდიგანის ჟაკეტებით, კომფორტული ჯინსებითა და მაისურებით. თევზები "ლუქს" განწყობის მიხედვით აწყობენ. უყვართ სადა ფერები.





მერწყული ( 19 იანვარი - 18 თებერვალი) ნინა სუბლატი - "არასტანდარტული აზროვნება".


                   





ორიგინალური და არატრივიალური გადაწყვეტილებები "ლუქის" აწყობისას. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს იზიდავს მოდური ექსპერიმენტები, თუმცა აქვე არ ავიწყდებათ, რომ საზოგადოებისთვის დახვეწილი გემოვნების მაგალითად უნდა დარჩნენ. ასტროლოგები მერწყულებს ურჩევენ გამოიყენონ ლურჯისა და მწვანე ფერის ნებისმიერი ტონალობები. ასევე, ღია ვარდისფერი.
თხის რქა ( 22 დეკემბერი - 19 იანვარი ) ნინი ბადურაშვილი - "მოდური კონსერვატიზმი".






  ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს უყვართ მკაცრი, კლასიკური ჩაცმულობა. სხვა ნიშნებისგან არისტოკრატული გემოვნებით განსხვავდებიან. ყველაზე მეტად შეეფერებათ ბრიტანული სტილი. მათი ფერებია : შავი, რუხი, მწვანე და ყავისფერი.



მორიელი ( 24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი) მაკა ასათიანი.




ნათელი და დასამახსოვრებელი ტანისამოსი. Moschino - მათი საყვარელი ბრენდია, ხოლო სტილის მაგალითი ანა დელო რუსო. მათი საყვარელი პალიტრაა ნათელი ფერები და სხვადასხვა პრინტები.




 სასწორი ( 24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი) თაკო ნაცვლიშვილი - "სტილის შეგრძნება ყველაფერში".





სასწორის ცნობა ადვილია თანამედროვე და ტენდენციური "ლუქით". ასტროლოგები თვლიან, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აქვთ თანდაყოლილი სტილის შეგრძნება და გამორჩეული გემოვნება. სასწორები ირჩევენ ტანისამოსს უახლესი კოლექციებიდან. ითვლისწინებენ კომფორტულობას და თავისუფლებას. სასწორებს შეეფერებათ ნებისმიერი პასტელური ფერი.





ქალწული ( 24 აგვისტო - 23 სექტემბერი) ლიკა რიგვავა - "მუდამ ტენდენციური".




ტანისამოსის არჩევისას მათი ლოზუნგია : "მივყვეთ, მოდას ფეხდაფეხ! ". ყოველივე ტენდენციური მათია, თუმცა დიდად არ უყვართ ფულის გადაყრა ძვირფას, ბრენდულ ტანისამოსში. პრინტთა ნაირსახეობებიდან ქალწულები წვრილ,კობოკრულ ნაჭერს ირჩევენ.





ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო) ხატია შამუგია - "მდიდრული და გემოვნებიანი".




ლომთა გარდერობი აუცილებლად უნდა შედგებოდეს ძვირდასი, მბზინვარე და ეპატაჟური სამოსისგან. ლომებს უყვარსთ ძვირფასი, ნატურალური ბეწვი, ძვირფასეულობა და წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური სამოსი. მათი საყვარელი სტილია - გლამური. მათი საყვარელი ფერებია - შინდისფერი, ინდიგო და თბილი ყვითელის გამა.





კირჩხიბი ( 20 ივნისი - 22 ივლისი) ანუკი არეშიძე - "ელეგანტურობა".




კირჩხიბები აფასებენ უბრალოებასა და ელეგანტურობას. მათი სტილი კლასიკური ან ვინტაჟურია. ასტროლოგები მათ ურჩევენ მეწამულისა და ზურმუხტისფერის ტონალობებს.





 ტყუპები ( 21 მაისი - 20 ივნისი) ნუკი კოშკელიშვილი - "მეტი მოდური და უჩვეულო! ".



მათი ჩაცმულობა მოდური და ორიგინალურია. ჩაცმისას ყურადღებას აქცევენ უჩვეულო პრინტებს. უპირატესობას ანიჭებენ ტრენდულ, კუბოკრულ ქსოვილს. უყვართ პიტჯაკები. მათ გარდერობში ჭარბობს პასტელური ფერები. ტყუპების ფერებია ღია ყავისფერი და ყვითელი.



კურო ( 21 აპრილი - 21 მაისი) - თაკო ჩხეიძე - "ტვიდი, ქაშმირი და აბრეშუმი".




ხარისხიანი ქსოვილი კუროსთვის პრიორიტეტულია. ისინი ტანისამოსს გრძნობით არჩევენ. სტილის შეგრძნება ის არის, რაც კუროს ნამდვილად გააჩნია. ეს ნიშანი აფასებს კომფორტულ ტანისამოსს. მათი ყოველდღიური ჩაცმულობა შედგება : რბილი ქაშმირის სვიტრებისგან, ტვიდის კოსტიუმებისგან და ტრიკოტაჟის კაბებისგან. ფერებიდან მოსწონთ : ნაცრისფერი, ვარდისფერი და ლურჯი.




ვერძი ( 21 მარტი -20 აპრილი) -  ნინო ნადირაძე - "შოპოჰოლიკები".

         
 

ვერძები ყურადღებით ადგენენ თავის გარდერობს. შოპინგი მათთვის ერთ-ერთი მთავარი განტვირთვის საშუალებაა. ვერძებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებაში შთაბეჭდილების მოხდენა. მათ "ლუქებში" ჭარბობს ფერები, პრინტები,დეკორი, გაფორმება,დეტალები. თუ ნივთი ძალიან მოეწონებათ, საკუთარ თავს უარს ვერ ეუბნებიან. 



მშვილდოსანი ( 23 ნოემბერი - 21 დეკემბერი ) - ოლგა ბაბლუანი - "პრაქტიკულობა".




ვინაიდან, მშვილდოსანი საკმაოდ აქტიური და ენერგიულია, მუდმივად დინამიკაშია და მოძრაობს, მისთვის მნიშვნელოვანია, ისეთი სამოსი, რომელსაც ჩაცმიდან ორი საათის შემდეგაც პირვანდელი სახე ექნება და არ დაიკუჭება. მათთვის მთავარია, რომ ტანისამოსმა საქმეში კონცენტრაციისას ხელი არ შეუშალოს.

Comments