Aqua Centre & Fitness - აირჩიეთ საუკეთესო.







რა ხანია მოდა საკუთარ ჩარჩოებს გასცდა და ჩვენი ცხოვრება მოიცვა. მოდა ეს არ არის მოძღვრება ჩაცმის საკითხებზე, ეს არის ცხოვრების სტილი და სპორტიც. ცხადია, არ ვგულისხმობ მოდელ და სპორტსმენ წყვილებს, რომლებსაც რაღაც გაურკვეველი მაგნიტური ძალა ერთმანეთთან მიიზიდავს და ამის დამსახურებით ბევრი გვსმენია მსოფლიოს გახმაურებულ რომანებზე , ისეთი ცნობილი წყვილებისა , როგორებიც არიან : ირინა შეიკი და კრისტიანუ რონალდო, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, ტომ ბრედი და ჟიზელ ბიუნდჰენი ან მარკო იარიჩი და ადრიანა ლიმა.



 დიახ, მეგობრებო. სპორტისა და მოდის სინთეზის ზღვარი მხოლოდ წარმატებული ადამიანების პირად ცხოვრებაზე არ გადის. აღნიშნული კოლაბორაცია უკვე რამოდენიმე წელია შედგა და აქტიურად განაგრძობს სვლას მწვერვალებისკენ. პირველრიგში, უნდა აღინიშნოს, რომ უკვდავი მაღალი მოდა ყოველდღიურმა, სპორტულმა ქუჩის სტილმა ჩაანაცვლა. სპორტული "ლუქის" მოხდენა კი არც ისეთი ადვილია თუ სხეულიც არ გიწყობს ხელს.
 
სპორტი მხოლოდ ჩაცმაში არ დამკვიდრებულა. მას შემდეგ რაც ზომები შეიცვალა და "Plus size" მოდელებმა ( კიმ კარდაშიანისა და ნიკი მინაჟის მსგავსად) გამხდარ მოდელებს მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწიეს, ყველა გოგონამ თავისდაუნებურად, დაიწყო ვარჯიში პროპორციების გასაზრდელად. ამას დაემატა ცეკვის ახალი მიმდინარეობა "twerk"და ფიტნესი გოგონების ყოველდღიურ საქმიანობად იქცა.
  თუმცა, ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ და ცოტახნით გავცდეთ მოდის ჩარჩოებს შეგვიძლია ვთქვამ , რომ სპორტი ესთეტიკის განუყრელი ნაწილია. ჩვენი ორგანიზმი და ფსიქიკა პირდაპირ კავშირშია. თუ ნავარჯიშები, ძლიერი სხეული გაქვს , შესაბამისად არაფერი არ გაწუხებს და საკუთარ თავთან ჰარმონიული მდგომარეობით მუდამ პოზიტიურ განწყობაზე ხარ. ჩვენი პოზიტიური განწყობა მოქმედებს როგორც გარეგან, ასევე შინაგან სილამაზეზეც. ამიტომ სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი 2018 წელს პოპულარობის პიკს აღწევს. სატრენაჟორო დარბაზები სავსეა მეტამორფოზის მოლოდინში მყოფი ადამიანებით. მათ რიცხვში მეც აღმოვჩნდი. გადავწყვიტე, რომ უნდა დამეწყო ვარჯიში და ცურვა.



 მოტივაცია უკვე მქონდა, მთავარი იყო ადგილი სწორედ შემერჩია. ბევრი ძებნა არ დამჭირვებია, ძალიან სწრაფად აღმოვაჩინე Aqua Centre & Fitness. გლდანში, ხიზაბავრას 47-ში საოცრად სუფთა და კომფორტული გარემო დამხვდა. კომპლექსი მოიცავს საჭყუმპალაო და დიდ აუზს, სატრენაჟორო დარბაზს. ადგილი, სადაც შეგიძლიათ დაკავდეთ ფიტნესითა და აერობიკით, ასევე კრივით. ვარჯიშის შემდეგ , საუნასაც ესტუმრეთ და განიტვირთეთ.
 
Aqua Centre & Fitness-ში განთავსებულია მაღალხარისხიანი იტალიური ტრენაჟორები. 



დარბაზის სივრცე საკმაოდ დიდია, მოიცავს 70დან 80მდე სატრენაჟორო აპარატს და ყველა კუნთზეა გათვლილი. რაც მთავარია, ყველაზე დიდი კომფორტი ტრენერის მიერ შედგინლამ ინდივიდუალურმა პროგრამამ შემიქმნა. აქ დაგხვდებათ გაღიმებული და პოზიტიური ადამიანები. სასიამოვნო პერსონალი და ტრენერები. 





ყველაფრის მიუხედავად ყველაზე დიდ სიამოვნებას ცურვისგან ვიღებ. Aqua Centre & Fitness-ში შეგიძლიათ ისარგებლოთ აუზის ხუთი ბილიკით, რომელიც გათვლილია კლუბის წევრებისთვის ექვსი წლიდან ზევით. წყლის ტემპერატურა მუდმივად ერთნაირია.

აკვა ცენტრსა და ფიტნესში ფუნქციონირებს სპაც. იგეგმება სოლარიუმის გახსნაც. შეგიძლიათ გაიკეთოთ მასაჟი და განიტვირთოთ. თითოეული პოტენციური კლუბის წევრი სარგებლობს ექიმის კაბინეტით, რადგან კომპლექსი ზრუნავს თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე და შემოწმების გარეშე არავინ დაიშვება.
 ერთ კვირიანი ვარჯიშისა და ცურვის შემდეგ :

 • დამირეგულირდა ძილის რეჟიმი
 • გაქრა სტრესისა და დაღლის შეგრძნება
 • იკლო თამბაქოს და ყავის მიღების სურვილმა
 • განწყობა გამიუმჯობესდა
 • ვგრძნობ, რომ ენერგიით ვივსები
 • დატვირთულმა კუნთებმა ზომაში ზრდა იწყეს
 •  ცურვისა და სპა ცენტრის დამსახურებით გამიუმჯობესდა კანის მდგომარეობა , შეიცვალა ფერი და უფრო დარბილდა.
 •  თმა მეტად ბზინარე გახდა.
 •  გავიცანი კლუბის წევრები და მათი სახით გავიჩინე, თანამოაზრეები და კარგი მეგობრები.

  მე ვარჯიშს ვაგრძელებ და გირჩევთ, რომ თქვენც წამომყვეთ. დაიმახსოვრეთ, რომ მოდა მხოლოდ ტანისამოსი არ არის. მოდის შემადგენელი ნაწილია ესთეტიკა და მშვენიერება. სილამაზე კი ჯანსაღი ცხოვრების წესით მიიღება. იჩქარეთ, Aqua Centre & Fitness მომხმარებელს სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს.
 

Comments