Elizabeth Arden - March On.


Elizabeth Arden - კანადელი კოსმეტოლოგი და კოსმეტიკის იმპერიის დამფუძნებელი. მისი ისტორია 1907 წლიდან იწყება. მაშინ, როდესაც ელიზაბეტა ნიუ-იორკში ჩადის და იწყებს ინტენსიურ დაკვირვებას ამერიკელ ქალებზე. პირველი სალონი 1910 წელს გახსნა. სამოთახიანი სივრცის კარები წითლად შეღება და განმარტა, რომ მაღაზიის შესასვლელი შუქნიშანივით უნდა ანათებდეს. დროთა განმავლობაში, სახის კანის მოვლის საშუალებებთან ერთად, ელიზაბეტამ დაარსა ტანის კრემთა ხაზიც.


მან პირველად გამოიყენა კომერციული რეკლამა ფილმის მსვლელობისას კინო-თეატრში. მოგვიანებით ელიზაბას იმპერია აერთიანებს პარფიუმერულ ხაზსაც, რომელზეც მუშაობდნენ ჩვენი დროის ოსტატები კარლ ლაგერფელდი და ვალენტინო. 



Elizabeth Arden - ფემინისტი და ქალთა უფლებების აქტიური დამცველიც იყო. აღსანიშნავია, რომ 1912 წელს მეხუთე ავენიუზე მიმდინარე ქალთა უფლებების აქციის წევრებს სწორედ ელიზაბეტას წითელი ტუჩსაცხი ამშვენებდათ.
წითელი ტუჩსაცხის გამოყენება იმ პერიოდის სოციუმისთვის მიუღებელი იყო, თუმცა ქალთა ამ მარშის შემდეგ პოპულარული გახდა და დღემდე რჩება ქალის სიძლიერის სიმბოლოდ.

Reese   💓     Lipstick


დღესდღეობით, ბრენდი ამაყობს იმით, რომ ახალი კამპანიის March On სახე რიზ უიზერსპუნია. კამპანია ქალთა უფლებებითა და გენდერული ბალანსის დაცვითაა ინსპირირებული. ელიზაბეტა არდენის ტუჩსაცხი გამოხატავს ქალთა ძალას და შესაძლებლობებს.




როდესაც რიზს კითხეს თუ რას იტყოდა ელიზავეტას წითელი ტუჩსაცხის შესახებ, მან ასე უპასუხა : " სიმართლე, რომ გითხრათ მე მიყვარს წითელი ტუჩსაცხი. ის მაიძულებს თავი ვიგრძნო მებრძოლად. თითქოს მზად ვარ ნებიმიერი ცხოვრებისეული გამოწვევისთვის."


თუ გინდათ, რომ შეიგრძნოთ ქალის სილამაზისა და წითელი ფერის ძალა აუცილებლად, მიმართეთ პარფიუმერული ცენტრის "ლუტეცია" ნებისმიერ ფილიალს, სადაც დაგხვდებათ ყველასათვის საყვარელი ბრენდი Elizabeth Arden.

Comments