H&M-მა თბილისში პირველი CONSCIOUS EXCLUSIVE კოლექციის წარდგენა აღნიშნა
H&M-მ თბილისში პირველი Conscious Exclusive კოლექცია წარადგინა. კოლექციის შექმნის ინსპირაციას შვედი მხატვრების, კარინ და კარლ ლარსონების სახლი წარმოადგენდა.
კოლექცია გამორჩეულია იმითაც, რომ ხელს უწყობს სუფთა ოკეანეებისა და ხმელეთის არსებობას. პირველად კოლექციაში, H&M-მა წელს ორი ახალი მდგრადი მასალა წარმოადგინა: გადამუშავებული ვერცხლი და ECONYL®-ი – ბადეებისა და ნეილონის ნარჩენების 100%-ით გადამუშავებისაგან მიღებული ნეილონის ბოჭკო.
კოლექციაში
შეხვდებით როგორც ელეგანტურ კაბებს მაქმანებითა და ყვავილების პრინტით, ასევე - თანამედროვე,
ყოველდღიურ სამოსსაც. კოლექციის ფერთა გამა შედგება
მწვანე, მუქი ნაცრისფერი, თეთრი და შავი ფერებისაგან, რომლებსაც ვერცხლისფერი, მუქი ლურჯი და ბაცი ვარდისფერი დაჰკრავს და მას
დახვეწილობასა და ენერგიას მატებენ.










Comments
Post a Comment