"VERSACE Pour Femme DYLAN BLUE" – თქვენი ქალურობის გამოხატულება.


              
" VERSACE Pour Femme DYLAN BLUE" – ჩემი ქალურობის გამოხატულებაა. მე შევქმენი ძლიერი, მგრძნობიარე და ამავე დროს რაფინირებული არომატი ქალბატონებისსთვის, რომელთაც კარგად აქვს საკუთარი ძალაუფლება გააზრებული ".                                                                                 

                                         

  ახალი არომატის "VERSACE Pour Femme DYLAN BLUE" შექმნაში უშუალო წვლილი დონატელა ვერსაჩეს მიუძღვის, მას სურდა, რომ სუნამო მაქსიმალურად ქალური  ჟღერადობის ყოფილიყო.


 უნიკალურობა, ძალა, მგრძნობელობა და ელეგანტურობა  ოქროსფერისა და ლურჯის კომბინციით შექმნილ ფლაკონში ყვავილოვან-ხილოვანმა ინგრედიენტებმა , სწორედ ეს ფასეულობები გადმოგვცეს. კერძოდ კი, ზედა ნოტები : შავი მოცხარი, ვაშლი, "გრანი სმიტი", სამყურა; საშუალო ნოტები : ვარდი, ჟასმინი, ატამი და პეტალია ( პიონების სურნელით ) ; საბაზისო ნოტები : ფაჩული, გუნდრუკი, თეთრი მერქანი და მუშკი.



ინგრედიენტთა ერთიანობა წარმოქმნის ჰარმონიულ სურნელს, რომელიც თავბრუს ახვევს გარშემომყოფებს. განსაკუთრებულ ჟღერადობას იწვევს ვაშლისა და შავი მოცხარის კომბინაცია. არომატი დამატყვევებელი, მგრძნობიარე და ამაღელვებელია.




სუნამოს თბილისური პრეზენტაცია პარფიუმერულმა ცენტრმა "ისი-პარი" რესტორან-ლაუნჯ "დორსში", დიდ პრეს ოჯახთან ერთად აღნიშნა.
 სუნამოს შეძენა უკვე შეგიძლიათ "ისი-პარის" მაღაზიათა ქსელებში.





Comments