PANTHEON ROMA - მოგონებები, გრძნობები და უკვდავი სიყვარული...
ჩემი მკითხველი დამეთანხმება, რომ ინსპირაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ სფეროში , მათ შორის კი პარფიუმერიის სამყაროში. გენიალური სურნელის შესაქმნელად აუცილებელია არა მხოლოდ კარგი "ცხვირი", არამედ საინტერესო ისტორია, რომელიც საფუძვლად დაედება არომატს.
ამ მხრივ კი განსაკუთრებით, აღსანიშნავია რენესანსის ეპოქით ინსპირირებული იტალიური პარფიუმერული ბრენდი Pantheon Roma, რომლის ისტორიაც ასე იწყება :
აკრძალული სიყვარული სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს შორის ტრაგიკულად დამთავრდა. მათ ფარულად გაატარეს სასიყვარულო ღამე, მაგრამ ცეცხლოვანი ღამის შემდეგ რაფაელი გარდაიცვალა.
იგი რომაულ პანთეონში დაკრძალეს - ის ერთადერთი ხელოვანია, რომელსაც მსგავსი პატივი ხვდა წილად. მასზე შეყვარებულმა მარგარეტმა კი თავი მარადიულ სიყვარულს მიუძღვა და დარჩენილი ცხოვრება მონასტერში გაატარა.
იტალიური სუნამოს ქართული პრეზენტაცია კი L'AROME BOUTIQUE-ს ეკუთვნის. ბრენდი, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო ნიშურ პარფიუმს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია Cosi Blue
სუნამო გმაოხატავს რენესანსის პერიოდის მისტიციზმსა და თავისუფლებას. ეს არის ვერტიკალური ხედვა დედამიწისა და ცას, ბუნებრივსა და მისტიურს შორის. ლურჯი, როგორც ღვთიური ფერი და რენესანსის ფერწერა ქმნის უნიკალურ ფლაკონს. არომატი დაკავშირებულია სიმშვიდესთან, თავისუფლებასა და მისტიკურობასთან.
პრეზენტაციას ქართული მედია, მოდის ბლოგერები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები დაესწრნენ.




Comments
Post a Comment