როგორ მივაღწიოთ წარმატებას და ავიმაღლოთ თვითშეფასება ? - 10 მარტივი ხერხი, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
ბევრმა ჩვენგანმა არც კი იცის, რომ ყოვლისშემძლეა. არა და, სამყარო ყოველ ნაბიჯზე გვაძლევს მინიშნებას. გქონიათ შემთხვევა, როცა სამყარომ მოულოდნელად დაგაჯილდოვათ დიდი ძღვენით თქვენ კი დაუდევრობით ვერ ან არ მიიღით. რა თქმა უნდა, გექნებოდათ , რადგან ამ სტატიით დაინტერესდით და მის წასაკითხად მყურდროდ მოეწყვეთ.
დიახ, სამყარო ყოველ ნაბიჯზე გვაჯილდოვებს. თუმცა, რატომ არ შეგვიძლია ამის დანახვა და მიღება?
ყველაფერი ჩვენს გარშემო ჩვენმა ცნობიერმა დიდი ხანია, რაც შექმნა და ახლა გვაიძულებს ვიცხოვროთ მასში. თუ თქვენი ეკონომიური მდგომარეობა არამდგრადია ეს თქვენი დანაშაულია. თუ არ გაქვთ ბედნიერი პირადი ცხოვრება, ესეც თქვენი დანაშაულია. გამოიცანით, ვისი დამსახურებაა რომ წარუმატებლობას განიცდით ? - რა თქმა უნდა, თქვენი. ჩვენ ჩვენი აზროვნებით ვქმნით ჩვენს ცხოვრებას. არგუმენტად მთელი რიგი ფიზიკური და ქიმიური მოვლენების მოყვანა შემიძლია, თუ როგორ არის ელექტრო ველებით აზროვნება კავშირში კოსმოსთან, თუმცა უინტერესო და დამღლელი იქნება ჩემი მკითხველისთვის. ასე რომ, უბრალოდ გეტყვით, თქვენი ცხოვრება თქვენს ხელთაა.
გაიაზრეთ, რომ თქვენს ნაცვლად არავინ არ შეცვლის თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას. პასუხისმგებელი ხართ მხოლოდ თქვენ. დრო კი ძალიან ცოტაა. სულ მცირე 15 წელი სისტემატიური მუშაობაა საჭირო, რომ გახდე, შენი საქმის პროფესიონალი.
დაფიქრდით, რამდენ დროს ხარჯავთ უაზრო საუბარში, რაიმეს მტკიცებაში, სხვასთან ჯიბრითა თუ უბრალოდ ნეგატიური ემოციებით. დროის მენეჯმენტი წარმატების გზაზე გადამწყვეტი ფაქტორია. თუმცა, არსებობს საშუალებები, რომელთა გათვალისწინებითაც თქვენ მიიღებთ საუკეთესო შედეგს. მე ეს უკვე ვცადე, ახლა თქვენი დროა.
1. გაიაზრეთ, რომ თქვენი ცხოვრების შემოქმედი თქვენ ხართ.

რთული დასაჯერებელია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ხელთაა შესაძლებლობების ამოუწურავი მარაგი. თქვენ შეგიძლიათ, ყველაფერს მიაღწიოთ. ამას "ვიზუალიზაციას" უწოდებენ. თუმცა, მხოლოდ წარმოდგენა არაფერს შეცვლის, ცხადია, საჭიროა, შრომა. იფიქრეთ პოზიტიურად. დილიდანვე შთააგონეთ თავს, თუ როგორი წარმატებული, ჭკვიანი და ლამაზი ხართ. დაიჯერეთ საკუთარი თავის და სამყარო დაგიჯერებთ თქვენ.
ზოგიერთი წარუმატებლობის მიზეზი არა საკუთარი თავის რწმენაში, არამედ ფიქრის ტექნიკაშია. თუ გინდათ იყოთ წარმატებული, იაზროვნეთ საერთაშორისო დიაპაზონზე. დაუკავშირეთ თქვენი გემგები, მიზნები, პროდუქტი მსოფლიო ბაზარს. არ დაკმაყოფილდეთ მცირედით, არ შეგაჩეროთ მცირედმა წარმატებამ, თუმცა დააფასეთ ნებისმიერი წვრილმანი.
3 . მოუსმინეთ ადამიანებს, მიმართეთ საკუთარი სახელით და გაიღიმეთ.

არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანი მხოლოდ ორი მთავარი რამისკენ მიილტვის, ეს არის სექსუალური კავშირის ჟინი და საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება. მდიდრები მილიონიბით დოლარს ხარჯავენ , რომ მწერალმა მათ მიუძღვნას წიგნი ან ქუჩას დაერქვას მისი სახელი. მაშასადამე, ადამიანისთვის მისი სახელი ყველაზე ძვირფასია. მიმართეთ ადამიანს საკუთარი სახელით, მოუსმინეთ, რათა შეიგრძნოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის. რაც მთავარია, გაიღიმეთ. ხომ არ გინდათ, რომ ხალხმა დაგიმახსოვრონ, როგორც მოღუშული, სევდიანი ან ბოროტი ადამიანი ? გაიღიმეთ, ეს სასიამოვნოა და უფასო. თან მთქნარებაზე მეტად გადამდები.
4. გამოიყენეთ სხეულის ენა.

ჯანსაღი ცხოვრების წესი წარმატების თანმდევი პროცესია. ზოგიერთი ჩვენგანი , განსაკუთრებით ისინი, ვინც ოფისში მუშაობენ, დღის განმავლობაში მინიმუმადე იტვირთებიან. სტატისტიკურად კი ადამიანმა, დღეში 15 000-მდე ნაბიჯი უნდა გადადგას. დაიწყეთ მცირედით. აუცილებელი არ არის პირველივე დღეს გაირბინოთ 5 კილომეტრი. საღამოს ძილის წინ სუფთა ჰაერზე სწრაფი ნაბიჯით სიარული ან უბრალოდ სტუმრობა აუზზე, რადიკალურად შეგიცვლით განწყობას. სისხლის მიმოქცევის გამოუჯობესებასთან ერთად, აღიდგენთ ენერგიას, საგრძნობლად შეგეცვლებათ კანის ფერი და სტრუქტურა. იკვებეთ ჯანსაღად. ეცადეთ თქვენი რაციონი იყოს მრავალფეროვანი. ხილით, ბოსტნეულით და სხვა ორგანული ნივთიერებებით სავსე. სვით წყალი, რადგან წყურვილი უკვე " განგაშის ზარია ". დალიეთ წყალი მანამდე სანამ მოგწყურდებათ.
6. იყავით ინიციატივიანი.
3 . მოუსმინეთ ადამიანებს, მიმართეთ საკუთარი სახელით და გაიღიმეთ.

არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანი მხოლოდ ორი მთავარი რამისკენ მიილტვის, ეს არის სექსუალური კავშირის ჟინი და საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება. მდიდრები მილიონიბით დოლარს ხარჯავენ , რომ მწერალმა მათ მიუძღვნას წიგნი ან ქუჩას დაერქვას მისი სახელი. მაშასადამე, ადამიანისთვის მისი სახელი ყველაზე ძვირფასია. მიმართეთ ადამიანს საკუთარი სახელით, მოუსმინეთ, რათა შეიგრძნოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის. რაც მთავარია, გაიღიმეთ. ხომ არ გინდათ, რომ ხალხმა დაგიმახსოვრონ, როგორც მოღუშული, სევდიანი ან ბოროტი ადამიანი ? გაიღიმეთ, ეს სასიამოვნოა და უფასო. თან მთქნარებაზე მეტად გადამდები.
4. გამოიყენეთ სხეულის ენა.
სხეულის ენამ პოლიტიკიდან ეტაპობრივად რეალურ ცხოვრებაშიც გამოიდნაცვლა. ხშირია, როცა ჩვენი სფეროს წარმომედგენლები უგუნური საქციელით ცდილობენ ჩვენი იმიჯის შელახვას, არაჯანსაღი კონკურენციის გზით ცდილობენ ძალაუფლებით თამაშს. ამ დროს კარგი იქნებოდა სხეულის ენის რამდენიმე ჟესტის ცოდნა მაინც. განსაკუთრებით მაშინ , როცა საჯარო მოლაპარაკებებს ან შეხვედრებს ვმართავთ. ჩემი რეკომენდაციაა წაიკითხოთ ალან და ბარბარა პიზის "სხეულის ენა" და გამოიყენოთ დაკვირვება პრაქტიკაში.
5. სპორტი
6. იყავით ინიციატივიანი.

7. იყავით ლიდერი და არა "ბოსი".

თუ უკვე საკმაოდ წარმატებულად გრძნობთ თავს და საკუთარი კომპანია/ბიზნესი რა ხანია აღმავლობის პიკშია გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი არა მხოლოდ თქვენი არამედ თქვენი გუნდის დამსახურებაა. ერთპიროვნული წარმატება არ არსებობს. ამ გზაზე ყველა ერთმანეთს ვეხმარებით.
შეიმუშავეთ ლიდერისთვის საჭირო თვისებები, გაეცანით სხვადასხვა ლიტერატურას, დაიმახსოვრეთ ყველა თანამშრომლის სახელი და სახელით მიმართეთ მათ. გაუკეთეთ კომპლიმენტი, წაახალისეთ და აგრძნობინეთ თუ როგორი მადლიერი ხართ მათი.
8.დაისახეთ მიზანი ახლავე, აენთეთ იდეით და დაუთმეთ დრო მასზე მუშაობას.
ჩემი მოთხრობების კრებული დაახლოებით ორ კვირაში დავწერე და კეთილი ადამიანების დახმარებით მზის შუქს მოვფინე სანუკვარი ნაწერები. მთავარია გქონდეთ იდეა და მიზანი, რომლისკენაც მიილტვით. დაიმახსოვრეთ, არ უნდა შეჩერდოთ. შეასხით თქვენს შთაგონებას ფრთები. იარეთ წინ და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. არ მოუსმინოთ ხალხს. რეალურად, ადამიანების 85%-ს არ აინტერესებს სხვისი აზრი. მოუსმინეთ, მხოლოდ თქვენ საყვარელ ადამიანებს. მიზნის მისაღწევად მუშაობა ახლავე უნდა დაიწყოთ. შეპირდით თქვენს თავს, რომ დღეს ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად დაფიქრდებით თქვენს მომავალზე, ფურცელზე ჩამოწერთ გეგმებს და დღესვე შეუდგებით მუშაობას. ქართულში არსებობს კარგი გამონათქვამი - " გადადებული საქმე ეშმაკისააო" - გაიზრეთ, რომ ეს მართალია და არ შეჩერდეთ.
9. კამათში გამარჯვებული = კამათში დამარცხებული.

ხშირად, ადამიანები უამრავ დროს კარგავენ კამათში, არადა დრო ხომ ასეთი ძვირფასია. ყოველი წამი ბედნიერებაა, რადგან ვერც წარსული და ვერც მომავალი ვერ შეგძენთ ისეთი ბედნიერების შეგრძნებას როგორც აწმყო. ნუ დახარჯავთ დროს რაიმეს მტკიცებაში, უბრალოდ მიეცით თქვენს მეტოქეს საშუალება დააფიქსიროს აზრი და შემდეგ დაეთანხმეთ. რაიმეს მტკიცებით მოწინააღმდეგეს ჩვენდა უნებურად ვაჩვენებთ, რომ ის ცდება ჩვენ კი მასზე მნიშვნელოვნად გამოგვყავს თავი. არ ღირს. მიეცით საშუალება ადამიანებს იგრძნონ თავი მნიშვნელოვნად, თუნდაც იცოდეთ, რომ ის ცდება.
საბედნიეროდ, ეს თვისება ბევრ ჩვენგანს აქვს, თუმცა მაინც, ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც მუდმივად მომავალ გეგმებზე საუბრობენ. საქმე იმაშია, რომ ბევრი ადამიანი არ არის კეთილმოსურნე და ჩვენი ბედნიერი მომენტების გაზიარებით ხშირად, ვხდებით უაყოფითი ენერგეტიკის მსხვერპლი. იქნება ეს კარიერა თუ პირადი ცხოვრება, ძალიან გთხოვთ, დაიტოვეთ თქვენთვის. გაუძელით ცდუნებას, ნუ გამოაქვეყვნებთ სოციალურ ქსელში და ნუ ისაუბრებთ წინასწარ თქვენ გეგმებზე, რომლებიც გაბედნიერებენ. აჩვენეთ შედეგი და არა გეგმები.
დღეისათვის კი სულ ეს იყო. იმედი მაქვს, მოგეწონათ ბლოგი. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით და დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მომწეროთ "Facebook" გვერდზე - Giga Uchuvatov. წარმატების მიღწევის გზები ამოუწურავია, ამიტომ ამაზე კიდევ ბევრს დავწერ. წარმატებებს გისურვებთ ! სიყვარულით, გიგა უჩუვატოვი.
დღეისათვის კი სულ ეს იყო. იმედი მაქვს, მოგეწონათ ბლოგი. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით და დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მომწეროთ "Facebook" გვერდზე - Giga Uchuvatov. წარმატების მიღწევის გზები ამოუწურავია, ამიტომ ამაზე კიდევ ბევრს დავწერ. წარმატებებს გისურვებთ ! სიყვარულით, გიგა უჩუვატოვი.







Comments
Post a Comment