ისტორია X ანუ როგორ იქცა იხვის ჭუკი გედად.
თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს „იხვის ჭუკი“ და „გედი“. რაც გინდა ის უწოდეთ, თუნდაც „ჭუპრი“ და „პეპელა“ ან „თავკომბალა“ და „ბაყაყი“, „ბაყაყი“ და „პრინცი“, სულერთია, მთავარია მეტამორფოზის იდეა, რომელიც ყველა ადამიანმა თავის დროზე უნდა განიცადოს. ჩემთვის უკეთესია, რომ ჩვენში არსებულ იმ ნაწილს, რომელიც არ მოგვწონს დავარქვათ „იხვის ჭუკი“.
ადამიანი ჩვევათა ნაკრებია. ჩვევის ჩამოსაყალიბებლად 21 დღეა საჭირო. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერთი ან სულაც ორი წლის განმავლობაში, ყოველი გაღვიძებისას და სარკეში ჩახედვისას განიცდით უკმაყოფილებას თქვენი გარეგანი თუ შინაგანი სამყაროს მიმართ. ცხადია, დროთა განმავლობაში ნეგატიური შეგრძნებები უბრალოდ ჩვევად გექცეოდათ. დაკარგავდით ხალისს რაიმეს შეცვლისა. ნელ-ნელა დაიწყებდით რუტინულად მოქმედებას. ერთი და იგივე ადამიანები, გარემო, სამოსი, აზრი და ა.შ. რაიმეს შეცვლა თქვენთვის შეუძლებელი , წარმოუდგენელი და უმნიშვნელო გახდებოდა, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“.
ცვლილებები იწყება მაშინ, როცა ჩვენი ჩვევების წინააღმდეგ მივდივართ. წარმატების გზაზე მნიშვნელოვანია, როგორც სულიერი , ასევე გარეგნული სილამაზე, რომელიც ცხადია შიგნიდან მოდის, მაგრამ ერთი შეხედვით ეს რთული აღსაქმელია. ადამიანთა გაცნობისას პირველი შთაბეჭიდელება, მაინც გარეგნულია. პირველი შთაბეჭდილება კი გადამწყვეტია ბევრ საკითხში. დღეს მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი „იხვის ჭუკის“ შეცვლა შესაძლებელია. ამაში პრაქტიკამ დამარწმუნა და მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე საჭირო რჩევა.

შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ანა არის ტიპური „იხვის ჭუკი“. რეალურად, მასში ღვივის დიდი პოტენციალი წარმატებული ქალისა, თუმცა ის არაფერს არ აკეთებს ამ ქალის საზოგადოებისთვის გასაცნობად. რეალურად, ანა ხშირად ფიქრობს იმაზე, რომ მივიდეს კოსმეტოლოგთან, დაიწყოს ვარჯიში, იმუშაოს საკუთარ დიქციაზე და საბოლოოდ გააცნოს საკუთარი ნაწერები საზოგადოებას. რა უშლის ხელს ანას წარმატების გზაზე ? - პირველი ნაბიჯის გადადგმის შიში და შინაგანი განწყობა. მას არ სჯერა საკუთარი თავის. მისი გედი ჰგავს მისსავე იხვის ჭუკს. ანას ვერც კი წარმოუდგენია, როგორია მისი იდეალური „მე“.

ზემოთ ჩამოთვლილი ანას პრობლემების გადაჭრა ადვილია, თუმცა რა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში თუ ყველაფერთან ერთად ანას გენეტიკურად დიდი ცხვირი აქვს ?
უამრავი ადამიანი ასეთ დროს პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს, თუმცა სწორედ აქ უშვებენ შეცდომას. კარგად ვიცით თუ რა შედეგები მოაქვს პლასტიკურ ქირურგიას, ამის ნათელი მაგალითი დონატელა ვერსაჩეა. დონატელას შემთხვევაში მისი გარეგანი გედი, იხვის ჭუკად იქცა, თუმცა შინაგანი იხვის ჭუკი , ახლა ყველაზე მდიდარი და წარმატებული გედია მთელს მსოფლიოში.


ასე რომ თუ გამოუვიდათ სხვებს გამოგივათ თქვენც. დატოვეთ ყველაფერი, ისე როგორც არის და ნუ მიმართავთ პლასტიკურ ქირურგიას. მოდა და ტენდენციები მუდმივად იცვლება, თქვენ კიდევ შესაძლოა მსხვერპლი აღმოჩნდეთ. ორ-სამ წელში უკანალის და მკერდის დიდი ფორმები შესაძლოა მოდიდან გადავიდეს და საინტერესოა, რას გააკეთებს კიმ კარდაშიანი ან ნიკი მინაჟი ? სავარაუდოდ, მორიგ პლასტიკურ ქირურგიას გაიკეთებენ, ზედმეტი წონის მოსაშორებლად, რადგან ამის საშუალებაც აქვთ. თუმცა, რას გააკეთებთ თქვენ ? გიღირთ ამის გამო გარისკვა. მე ვფიქრობ, რომ არა. ეცადეთ შეცვალოთ თქვენი თავი მხოლოდ ჯანსაღი ხერხებით. სპორტით, ვარჯიშით, მცირე კოსმეტოლოგიური ჩარევებით. იპოვეთ თქვენში ნაკლი და აქციეთ ის ღირსებად. აღნიშნეთ, ყველგან, რომ თქვენ უზომოდ მადლიერი და კმაყოფილი ხართ , რომ ასეთი ცხვირი, ფეხის ფორმა, მკერდი თუ კბილები გაქვთ.

გარეგნული სილამაზის 40%-ზე თქვენი სტილი მოქმედებს. ბევრ ადამიანს უბრალოდ არ აქვს საკუთარი სტილი. მესმის, რომ ძალიან რთულია მისი პოვნა და წლები სჭირდება, თუმცა მარტივია იპოვო შენი სტილი ცხოვრების ამ ეტაპზე. უბრალოდ გადმოალაგეთ გარდერობიდან თქვენი ტანსაცმელი და გადაარჩიეთ მსგავსი კრიტერიუმით. დაფიქრდით, რამდენად კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობთ მასში თავს და შემდეგ ჩამოაყალიბეთ ერთი სტილი. ის უნიკალური უნდა იყოს და არ უნდა ჰგავდეს სხვებს. შექმენით რაღაც ახალი და საინტერესო.
შეიცვალეთ ვარცხნილობა. ამბობენ, როცა ქალი ვარცხნილობას იცვლის, მისი ცხოვრებაც იცვლებაო. როცა იმედგაცრუებულმა შანელმა, საყვარელი მამაკაცი , არტურ კაპელი დაკრძალა თმა ბიჭურად შეიჭრა და ამით საფუძველი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობას მსოფლიოში. მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვალა. არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების. მე არ გირჩევთ, რომ დაემსგავსოთ ლედი გაგას, მაგრამ თუ ეს თქვენთვის ორგანულია გააკეთეთ, იმოქმედეთ და გარისკეთ. შინიონები ემი ვაინჰაუსის სიმბოლოდ ითვლება დღემდე, როგორც მერილინ მონროს ქერა თმა. იპოვეთ ვარცხნილობის ის სტილი , რომელიც ყველაზე მეტად მოგიხდებათ. ნუ მოუსმენთ ხალხს. გამოდით "კომფორტ - ზონიდან" და გადაინაცვლეთ "რისკ-ზონაში" , რადგან წარმატების მიღწევის ყველაზე დიდი შანსი სწორედ აქ იმალება.
იმუშავეთ თქვენს მანერებზე , დიქციაზე, ხმაზე და ორატორულ ნიჭზე. მსოფლიოს სექს სიმბოლო , მერილინ მონრო ფაქტობრივად ამ მეტამორფოზის საუკეთესო მაგალითია. როდესაც ჰოლივუდში მივიდა საშინელი ხმა და მანერები ჰქონდა. არც სიცილის და სიარულის მანერა არ უვარგოდა. თუმცა, მოგვიანებით ბევრი მუშაობის შემდეგ , სწორედ ამ ღირსებებით იწონებდა ხოლმე თავს. მისი სიარულის მანერა უნიკალურია, სიცილი კი მომაჯადოვებელი.
უარი თქვით მავნე ჩვევებზე. „იხვის ჭუკი“ სხვა არაფერია, თუ არა მავნე ჩვევები. ის, რაც ჩვენ არ მოგვწონს საკუთარ თავში, იქნება ეს მოწევა, ალკოჰოლი, ფრჩხილების კვნეტა, ბილწსიტყვაობა თუ ასე შემდეგ , - ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია. ჩვენ არ დავბადებულვართ ამ ჩვევებით ჩვენ უბრალოდ შევიძინეთ ისინი.
დაიწყეთ საკუთარ თავზე მუშაობა დღესვე. გონებაში წარმოიდგინეთ როგორია თქვენი იდეალური „გედი“ და გააკეთეთ ყველაფერი, რათა მას დაემსაგვსოთ. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს და არა ადამიანებს, რომლებიც თქვენს დროს ბოროტად იყენებენ. არასდროს არ თქვათ, რომ რაღაც არ გამოგივათ. გჯეროდეთ საკუთარ თავში არსებული იდეალის. მე მჯერა თქვენი, ახლა დროა ირწმუნოთ თქვენ. სიყვარულით, გიგა უჩუვატოვი.




Comments
Post a Comment