მე , კოკო შანელი და გოტიე.
წარმოიდგინეთ 1912 წელი. მადმუაზელ შანელი ისვენებს ეტრეტში, სადაც ციცაბო ცარცოვანი კლდეების ყურებით ტკბება. იგი უყურებს როგორ ეზიდებიან ნორმანდიელი მეთევზეები ნავებს ნაპირისკენ. ზღვის სურნელით გაჟღენთილი არე-მარე და მცირედი სიო. შეხედეთ, შეხედეთ ! ყურადღება მიაქციათ მეზღვაურთა ჩაცმულობას: წინიდან ღრმად ამოჭრილი "მატროსულა", ზურგზე გადაკეცილი ფართო საყელოთი. კოკოს დიდხანს არ უფიქრია ისე შექმნა ჟაკეტი-ტრუაკარი გემოვნებით შერჩეული ქამრით. ზოლიანი სტილი ყველამ აიტაცა. კოკომ კი საფუძველი ჩაუყარა მოდის იმ ტენდენციას, რომელიც მუდამ აქტუალური იქნება.
ასე და ამგვარად, მეზღვაურის ერთი შეხედვით ბანალური
ზოლიანი მაისური ფრანგული სტილის განუყოფელ ნაწილად იქცა და დღემდე კლასიკად ითვლება.
tricot rayé - ( ზოლიანი გველთევზა) ასე ეძახიან ფრანგები "ზოლიან" სტილს. როგორც, ფრანგული ზოლიანი ტანისამოსის მწარმოებელი სეინტ-ჯეიმსი , რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მოღვაწეობდა ამბობდა, 21 ზოლი არის სიმბოლო ნაპოლეონ ბონაპარტის გამარჯვებისა ბრიტანულ ფლოტზე.
XX საუკუნის 40-იან წლებში ზოლიანი მაისურები პოპულარობის პიკს აღწევენ სენ-ჟერმენ-დე-პრეს ჯაზის კლუბებში პარიზში. ამაზე დიდი გავლენა მოახდინა გასული ეპოქის მთავარი სექს-სიმბოლოს , ბრიჯიტ ბარდოს კანის ფესტივალზე გამოჩენამ. მან წითელი და თეთრი ზოლების პრინტით შექმნილი მაისური მოირგო.
მოგვიანებით ზოლები თითქმის ყველა დიზაინერის პალიტრებში გაჩნდა, დაწყებული "Comme Des Garcons"-იდან დამთავრებული ედი სლიმანით ( ივ სენ ლორანის კრეატიული დირექტორი)
თუმცა, ეს ყველაფერი უახლოეს წარსულში მოხდა. ცოტა კიდევ უფრო ღრმად რომ ჩავიხედოთ ისტორიაში ვნახავთ, რომ ზოლიანი სამოსი აღნიშნავდა რაღაც დარღვევას. მას იცვამდნენ პატიმრები და მეძავები. შუა საუკუნეებში არსებობდა შეხედულებები იმის შესახებ, რომ ზოლები გამოხატავდნენ შურს, ბოროტებას და განსაცდელს. ამას უკავშირებდნენ ქვეწარმავლებს და ცხოველებს, მაგალითად, გველსა და ვეფხვს, რომლებიც უდაოდ საფრთხეს მოასწავებენ. ბიბლიურად კი ამბობენ, რომ კაენსა და იუდას ყველაზე ხშირად სწორედ ზოლიანი სამოსით გამოხატავდნენ , რაც ღალატის სიმბოლოდ იქცა.

ვერტიკალური თუ ჰორიზონტალური საკითხავი აი ეს არის ?
დღეს ზოლიანი სამოსის არჩევისას ყველაზე ხშირად, ალბათ, ეს კითხვა გვაწუხებს. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი ტანის მოყვანილობაზე. ორი ტიპის ზოლები სხვადასხვა, საპირისპირო შედეგს გვაძლევენ. თუ თქვენი სიმაღლე საშუალოზე უფრო მცირეა, მაშინ გირჩევთ ატაროთ ჰორიზონტალური ტიპის ზოლიანი სამოსი, რადგან ჰორიზონტალური ზოლები უფრო აგრძელებს სილუეტს და სიმაღლესთან შეფარდებით საბოლოოდ სამოსი არც თუ ისე ეფექტური გამოჩნდება.

ახლა კი უცებ დაფიქრდით რა საერთო შეიძლება გვქონდეს მე და გოტიეს ?
ორივე რომ 24 აპრილს დავიბადეთ თუ ის, რომ ჩემთვის საყვარელ პარფიუმს ქმნის ? - არა მხოლოდ ეს, მეგობრებო! ჩვენ ზოლიანი მაისურის დიდი თაყვანისმცემლები ვართ.
ცხადია, გოტიესავით სახლის ზოლებში შეღებვას არ ვაპირებ, მაგრამ აი, ჩემ სადებიუტო წიგნს კი "ზოლიანი მაისური" დავარქვი, სადაც მოთხრობილი მაქვს ისტორია ბიჭზე, რომელიც დიდ წარმატებას მიაღწევს პარიზში და მთელს ფრანგულ ბომონდს ზოლებში შემოსავს. ცხადია, ამ წიგნზე დიდი გავლენა მოახდინა კოკო შანელმა.
Never underestim are the power of the perfect stripped t-shirt
ფოტოებზე იმუშავა უნიჭიერესმა ფოტოგრაფმა მარიამ ღვინიაშვილმა. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას და ბევრ საინტერესო ფოტოებს შემოგთავაზებთ.აქვე მინდა დავაანონსო ახალი რუბრიკა, რომლის სტუმრებიც იქნებიან ქართველი წარმარებული ქალები. ისინი მოგვცემენ რჩევებს იმისთვის, რომ ვიყოთ მოტივირებულები და წარმატებულები. ასევე, გაგვიზიარებენ თავის გამოცდილებას მოდის სფეროში.

Comments
Post a Comment