მოგზაურობა საქართველოში - ბორჯომი .




14 სექტემბერი 1:00
ღამის პირველი საათია.  მეგობართან ტახტზე წამოგორებული ვისვენებ. საკმაოდ დამღლელი დღე მქონდა, რამდენიმე გადაღება და შეხვედრა. წინა ღამეც გავათენე.
არადროს მომდომებია ჩანთის აღება და სადმე შორს წასვლა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ამ ჟინმა შემიპყრო და მოსვენება არ მომცა. ძალიან მომინდა მატარებლით მგზავრობა, ბუნებასთან სიახლოვე, ახალი ადგილი, ადამიანები, ემოციები. ასე უბრალოდ, ჩანთის აღება და წასვლა...
  ლოკაციად ბორჯომი შევარჩიეთ. ეს ადგილი რაღაც გასაოცარი ენერგეტიკის პატრონია. ძალიან მინდა რომ ხვალინდელი დღე ყველაზე ლამაზ შემოდგომის მოგონებად დარჩეს ჩემთვის. არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ერთ დღიანმა ლაშქრობამ ახალი სეზონისთვის, სწავლისთვისა და სამსახურისთვის საკმარისი ენერგია მომცეს , მაგრამ თუ ჩემი ჩანაფიქრი მცირედით მაინც ასრულდება, ჩემზე ბედნიერი არავინ არ იქნება.



6:00
მაღვიძარას ნახევარი საათი დასჭირდა , რომ გავეღვიძებინეთ. თხუთმეტ წუთში მზად ვიყავით. მატარებელი მცხეთის სადგურის ბაქანთან 07:05-ზე გაჩერდებოდა. ვინაიდან სადგური ჩვენი სახლიდან მოშორებით იყო. "ავტო-სტოპით" წასვლა მოგვიწია. 5 კმ რადიუსზე ორი მანქანა გამოვიცვალეთ და ზუსტად 07:00-ზე სადგურზე ვიდექით ყავითა და შოკოლადით ხელში. მატარებელში რამდენიმე ადგილი გამოვიცვალეთ. ჩემთვის კომფორტულ სავარძელზე მეტად მნიშვნელოვანი იყო გაშლილი ფანჯარა ხედების საყურებლად.
მზის ამოსვლა მართლაც გასაოცარი იყო.



07:52
ხედები საკმაოდ უცხოა. გარემო უდაბნოს გავს, მთები ქვიშის დიდ ზვინებს. ისეთი სურვილი მიჩნდება შევუბერო და ქვიშა ქარს გავატანო.




08:15 გორის სადგურზე გავჩერდით. მავნე ჩვევას მივეცი უფლება კიდევ ერთხელ მორეოდა ჩემს სიჯიუტეს. ვიღაც ბიჭი ნერვიულად მომიახლოვდა და გადაკიდება მთხოვა. გარემო შევათვალიერე. მიუხედავად იმისა, რომ გარემონტებული იყო, მაინც ეტყობოდა საბჭოთა კვალი ოკუპირებულ გორს. საბჭოთა კავშირმა დაანგრია და დაამახინჯა ადამიანების აზროვნება. მატარებელი დაიძრა . ჩემს ადგილს დავუბრუნდი.




8:38 რა ვქნა , პროფესიულმა ჩვევამ ისევ იჩინა თავი. ხედებზე მეტად ხალხის ჩაცმულობას ვათვალიერებ. ორი ხანში შესული მამაკაცი ამოვიდა. ვუყურებ და თავი "Balenciaga"-ს წინა რიგში მგონია. კლასიკური შავი ფეხსაცმელი, დენიმის ვინტაჟური ჯინსები წელს ზევით მოჭერილი ქამრით, პულავერი და პერანგი ვერტიკალური ზოლებით და ყველაზე ტრენდული კეპები წარწერებით . Cool !Dad's style is hot in Georgia. 



Comments