როგორი იქნება თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი და "ეკო-მოდის" მნიშვნელობა ქართულ ბაზარზე.


 18 ოქტომბერს თბილისის მოდის კვირეულის რიგით მე-18 სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. ამ სეზონის ლოკაციად შეარჩიეს ღვინის ქარხანა  N1 , სადაც დღეს პრესს-კონფერენცია გაიმართა.

 თაკო ჩხეიძემ ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ წელს კვირეულმა  ძალიან საერთაშორისო სახე მიიღო, რადგან ქართველი დიზაინერების გარდა მონაიწლეობას მიიღებენ რუსი,უკრაინელი, ინგლისელი დიზაინერები.



 თაკო ჩხეიძე : ძალიან ბევრი განაცხადი მივიღეთ, რადგან ბევრ დიზაინერს უნდოდა მონაწილეობის მიღება. სამხატვრო საბჭომ სელექცია გააკეთა ხარისხზე და არა რაოდენობაზე. თბილისის მოდის კვირეულზე, კვლავ, ბევრი ახალი სახე წარდგება. ჩვენი კრეატიული ჯგუფი მუშაობს ინდივიდუალურ შეფუთვაზე და წარმოჩენაზე. ოთხი დღის განმავლობაში, გვექნება 15-მდე შოუ და "პერფორმანსი".



 როგორც იცით, უკვე მეოთხე სეზონია, რაც თბილისის მოდის კვირეული გახნსას ქართველ ლეგენდარულ ქალბატონებს უძღვნის. ამ სეზონის "სტილის ხატი" ბელა მირიანაშვილი იქნება. გახსნისთვის ძალიან სიმბოლური ადგილი არის ფუნიკულიორი. დამსწრე საზოგადოებას ძალიან ლამაზი სანახაობა ელის. ველოდებით ძალიან ბევრ საერთაშორისო სტუმარს. ჩამოდის ხუთი ქვეყნის "Vogue", ასევე ბაერები.



თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე ჟურნალ "Hello"-ს მთვარი რედაქტორი ნინო იოსელიანიც შეუერთდა.
   ნინო იოსელიანი : მსოფლიოში ძალიან დიდი ტრენდი არის "ეკო-მოდა". საქართველოს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა გახდეს "ეკო-მოდის" ერთ-ერთი მიმდევარი. ჩვენ გვინდა, რომ მომავალ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულზე მონაწილე დიზაინერებმა გამოიყენონ "ეკო" ნაჭრები ანუ "ეკო" საღებავებით შეღებილი ნატურალური ნაჭრები. ამ სეზონზე ეს ყველაფერი ვერ მოესწრო, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საინტერესო ლოკაცია შეგვერჩია. ღვინის ქარხანა N1, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული "ეკო-პროდუქცია". ამ ღონისძიებით ჩვენ გვინდა,  რომ ბრენდირება გავუკეთოთ ქართულ პროდუქტს მსოფლიო ბაზარზე. ჩვენებები და "შოუ-რუმები" იქნება ღვინის სარდაფებში განლაგებული.  მთელი ლოკაცია იქცევა გლამურულ ბაზრად. დადეკორდება ძალიან ლამაზი მცენარეები და მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები. მათ შორის, ერთ-ერთი "Eco-beauty" ზონა.
 ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. კვლევის შედეგად, 2020 წელს "ეკო-ნაჭრებზე" მოთხოვნა დაახლოებით, 75 მილიარდს მიაღწევს. ეს არის ძალიან მზარდი ნიშა და თუ საქართველოც შეუერთდება ეს ქვეყნისთვის ძალიან მომგებიანი იქნება.


 შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს, რომელთა შორისაა : Vogue Italia, Vogue Russia, Vogue Turkey, Vogue Ukraine, Vogue Poland, NOWFASHION, Elle Ukraine, Harper's  Baazzar Ukraine, L'offiel Ukraine, Forbes Us, Marie Claire Turkey, Magazine Antidote, WhohatWear, Fashion Gone Rouge & So on.
 დიზაინერთა კოლექციების გარჩევა-შეფასებას ჩემს ბლოგზე დაელოდეთ  18 სექტემბრიდან.




Comments